Home ახალი ამბები საქართველო The American Conservative: უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყება დასავლეთის პროვოცირებულია

The American Conservative: უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყება დასავლეთის პროვოცირებულია

213

რუსეთის მიერ უკრაინის დენაციფიკაციის სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ დასავლეთის მხრიდან კიევის მისამართით თბილი სიტყვების ნაკადი წამოვიდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკა მაინც არ არის პროუკრაინული. “ამჟამინდელი კრიზისისადმი ვაშინგტონის მიდგომას კი შეიძლება ეწოდოს რუსეთთან ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე”, _ წერს აშშის მე-40 პრეზიდენტ რონალდ რეიგანის ყოფილი მრჩეველი დაგ ბენდოუ The American Conservative-ში 17 მარტს გამოქვეყნებულ სტატიაში.

განსაკუთრებით ცინიკური იყო დასავლეთის დიდი ტყუილი იმის შესახებ, რომ დროთა განმავლობაში კიევი შეძლებდა ნატოში გაწევრებას. ეს განცხადება 2008 წელს ვაშინგტონის მითითებით გააკეთა ალიანსის ხელმძღვანელობამ უკრაინისა და საქართველოს მიმართ და დასავლეთის ოფიციალური პირები ამ დაპირებას იმეორებდნენ 14 წლის განმავლობაში. ამის მიუხედავად, ვერც კიევი და ვერც თბილისი ალიანსის წევრობას ვერ მიუახლოვდნენ. თვით ბლოკში კი არც ერთ მის წევრს არ სურდა ამ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიღება. მიუხედავად ამისა, ვაშინგტონი უარყოფდა მოსკოვის მოთხოვნას, ეღიარებინა, რომ ამ სახელმწიფოებიდან ვერც ერთი ვერ მოიპოვებდა ნატოს წევრის სტატუსს მომავალში და აქტიურად უბიძგებდა სხვა ქვეყნებსაც ასეთი ორაზროვანი პოზიციისკენ. იმის ნაცვლად, რომ ეღიარებინათ რეალური მდგომარეობა, ალიანსის წევრები სიმართლეს მალავდნენ. არადა, სიმართლე რომ ეთქვათ, შეიძლებოდა, არ დაწყებულიყო რუსეთის სპეცოპერაცია უკრაინაში.

ახლა კი, როცა ყველასთვის მოულოდნელად დაიწყო სპეცოპერაცია, ნატოს წევრებს არ სურთ თავიანთი ბრალის აღიარება. პირიქით, ბლოკში შემავალმა აღმოსავლეთევროპულმა ქვეყნებმა დაიწყეს სხვა მანტრის თქმა: “რუსეთის ნდობა არ შეიძლება”.

“ბალტიისპირეთის ქვეყნები აფრთხილებდნენ კოლეგებს დასავლეთში, რომ ფხიზლად ყოფილიყვნენ და სასურველი სინამდვილედ არ გაესაღებინათ. გამუდმებულმა მზადყოფნამ, გადაგვეტვირთა რუსეთთან ურთიერთობა, როგორიც უნდა ყოფილიყო მისი ნაბიჯები, სამწუხაროდ, მიგვიყვანა დღევანდელ მდგომარეობამდე”, _ განაცხადა ლატვიის პარლამენტის დეპუტატმა რიჰარდ კოლსმა.

მართლაც, აღმოსავლეთ ევროპაში ზოგიერთი შეფარვით მიუთითებს: ამჟამინდელი კრიზისი გამოწვეულია იმით, რომ აშშმა ვერ შეასრულა ვალდებულებები მათი დაცვის შესახებ.

“მე არაერთხელ მოვითხოვე, რომ ნატოში ჩვენი წევრობა გამტკიცებულიყო ფიზიკურადაც _ მოვითხოვდი მხოლოდ ორ ბრიგადას ე.ი. 10 ათას ამერიკულ სამხედრო მოსამსახურეს, _ ეს აღმაშფოთებლად ჩათვალეს”, _ აღნიშნა პოლონელმა პოლიტიკოსმა რადეკ სიკორსკიმ და დასძინა, რომ ისეთი ქვეყნები, როგორიც არის გერმანია, “ვერ გრძნობენ პოლონეთის ტკივილს”, რომელიც “იმყოფება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და უსაფრთხოების წინა ხაზზე”.

ყველაფრის მიუხედავად, არ არსებობს არანაირი საფუძველი, ვთქვათ, რომ რუსები უფრო მანკიერები არიან, ვიდრე სხვა ხალხები. პირიქით, აშკარაა, რომ დასავლელ ლიდერებს, განსაკუთრებით ამერიკელ პოლიტიკოსებს, იმის გაგონება არ სურდათ, რასაც რუსეთის ბევრი წარმომადგენელი ეუბნებოდა. ქედმაღლობა განსაკუთრებით იგრძნობოდა ატლანტიკის ამერიკულ მხარეს. დიდი ხანია, დავიწყებულია ვლადიმერ პუტინის შემრიგებლური სიტყვა, რომელიც მან ბუნდესტაგში წარმოთქვა 2 ათეულ წელზე მეტი ხნის წინათ.

“არავის შეაქვს ეჭვი ევროპისა და აშშ-ის ურთიერთობის მაღალ ფასეულობაში. უბრალოდ, ჩემი აზრით, ევროპა მტკიცედ და ხანგრძლივად გაიმყარებს მსოფლიო პოლიტიკის დამოუკიდებელი ცენტრის რეპუტაციას, თუ ის თავის შესაძლებლობებს გააერთიანებს რუსეთის შესაძლებლობებთან _ ადამიანურ, ტერიტორიულ და ბუნებრივ რესურსებთან, ეკონომიურ, კულტურულ და თავდაცვის პოტენციალთან”, _ განაცხადა პუტინმა.

გასული ათწლეულის ერთერთი მიღწევა არის ცენტრალურ ევროპასა და ბალტიისპირეთში შეიარაღებული ძალებისა და შეიარაღების უმაგალითოდ დაბალი კონცენტრაცია. რუსეთი მეგობრულად განწყობილი ევროპული ქვეყანაა. ჩვენი ქვეყნისთთვის, რომელმაც განიცადა ომის კატასტროფა, სტაბილური მშვიდობა კონტინენტზე მთავარ მიზანს წარმოადგენს”, _ დასძინა რუსეთის ლიდერმა.

მაგრამ ნატოს გაფართოების კვალდაკვალ პუტინის თვალსაზრისი შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ “ცივ ომში” გამარჯვებულებს მასობრივად დაემართათ ამნეზია, უნდა ითქვას, ისინი არაერთხელ დაჰპირდნენ საბჭოეთისა და რუსეთის ოფიციალურ პირებს, რომ ნატო არასოდეს გაფართოვდებოდა აღმოსავლეთით _ რუსეთის საზღვრებისკენ. მაგალითად, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში, რომელმაც გამოაქვეყნა აშშ-ის ბევრი განსაიდუმლოებული დოკუმენტი, აღნიშნეს: “სახელმწიფო მდივან ჯეიმს ბეიკერის მიერ 1990 წლის 9 თებერვალს საბჭოეთის ლიდერ მიხეილ გორბაჩოვისთვის მიცემული დაპირება იმის შესახებ, რომ ნატო არც ერთი დუიმით არ გაფართოვდებოდა აღმოსავლეთით”, ერთ-ერთი იყო მსგავსი დაპირებებიდან, რომლებიც დასავლელმა ლიდერებმა მისცეს გორბაჩოვსა და საბჭოთა კავშირის სხვა თანამდებობის პირებს გერმანიის გაერთიანების პროცესში 1990 წელს და 1991 წელსაც, რაზეც მიუთითებს აშშ-ის, საბჭოთა კავშირის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ გამომზეურებული დოკუმენტები.

ნატოელი მოკავშირეები ტკბილ სიტყვებს ეუბნებოდნენ რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინსა და მის გარემოცვას. ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მასალების მიხედვით, ამერიკისა და რუსეთის საიდუმლო არქივებიდან გამომზეურებული დოკუმენტებიდან ჩანს, რომ აშშის ოფიციალურმა პირებმა 1993 წელს დაარწმუნეს რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინი, რომპარტნიორობა მშვიდობისთვისიყო ნატოს გაფართოების ალტერნატივა და არა მისი მომასწავებელი. ამასთანავე, დაგეგმეს ნატოს გაფართოება 1996 წელს ელცინის გადარჩევისთანავე და არაერთხელ განუცხადეს მოსკოვს, რომ სამომავლოდ ევროპის უსაფრთხოების სისტემაში ჩართული იქნებოდა რუსეთიც”.

კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომელი მარკ ტრახტენბერგი მივიდა დასკვნამდე, რომ მოკავშირეები თავდაპირველად დაჰპირდნენ მოსკოვს, პატივს სცემდნენ მის ინტერესებს. შემდეგ ტრახტენბერგმა დასძინა: მოგვიანებით აშშის ლიდერები მიხვდნენ, რომ საბჭოთა კავშირი ძალიან დასუსტდა და ხელს ვეღარ შეუშლიდა მათ, გაეკეთებინათ ის, რასაც მოისურვებდნენ. ამრიგად, 1990-იანების შუა წლებში 9 თებერვლის დაპირებას აღარ აღიქვამდნენ, როგორც სავალდებულოს. ის, რასაც გორბაჩოვი უწოდებდა “ტკბილ საუბრებს”, გაგრძელდა, მაგრამ სულ უფრო აშკარა იყო, რომ თანამშრომლობის კონცეფცია, დაფუძნებული ურთიერთსაიმედოობასა და ურთიერთპატივისცემაზე, რეალობას შორდებოდა. ამ ყველაფერმა გამოიწვია და დღესაც იწვევს რუსეთის ღრმა შეშფოთებას”.

ერთ-ერთი ასეთი უკმაყოფილო რუსი იყო ვლადიმერ პუტინი. პრობლემა არ იყო მხოლოდ ნატოს გაფართოება, სერბეთში ომის გაჩაღებამ და ამ ქვეყნის დანაწევრებამ რუსეთში განარისხა როგორც რიგითი მოქალაქეები, ისე ხელისუფლება. ასეთმა რეაქციამ გამოიწვია დასავლეთის მიერ მოწყობილიფერადი რევოლუციებითბილისსა და კიევში.

პუტინმა 2007 წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ “ერთი სახელმწიფოს, უწინარესად, რა თქმა უნდა, შეერთებული შტატების უფლებების სისტემამ გადააბიჯა თავის ნაციონალურ საზღვრებს ყველა სფეროში” და რომ აშშ და მის მიერარაფრით შეკავებული ჰიპერტროფირებული ძალის გამოყენება მსოფლიოს თანდათან ძირავს კონფლიქტების მორევში”.

“გამოდის, რომ ნატო თავის მოწინავე ძალებს ჩვენს სახელმწიფო საზღვრებთან განალაგებს, ჩვენ კი შეთანხმება მკაცრად უნდა შევასრულოთ და ამ ქმედებაზე რეაქცია არ გვქონდეს”, _ განაგრძობდა პუტინი მიუნხენში.

ვფიქრობ, აშკარაა: ნატოს გაფართოების პროცესს საერთო არაფერი აქვს თვით ალიანსის მოდერნიზაციასა და ევროპის უსაფრთხოებასთან. პირიქით, ეს არის სერიოზული მაპროვოცირებელი ფაქტორი, რომელიც აქვეითებს ურთიერთნდობას და ჩვენ გვაქვს სამართლიანი უფლება გულახდილად შეგეკითხოთ: ვის წინააღმდეგ არის მიმართული ეს გაფართოება? და რა ბედი ეწია იმ დაპირებებს, რომლებსაც იძლეოდნენ დასავლელი პარტნიორები ვარშავის ხელშეკრულების დაშლის შემდეგ? სად არის ახლა ეს დაპირებები? ისინი უკვე აღარავის ახსოვს, მაგრამ მე თავს უფლებას მივცემ, შევახსენო ამ აუდიტორიას, რა იყო ნათქვამი. მოვიყვან ციტატას ნატოს გენერალური მდივნის, ბატონ ვერნერის 1990 წლის 17 მაისის გამოსვლიდან ბრიუსელში. მან თქვა: “ის ფაქტი, რომ ჩვენ მზად ვართ, არ განვალაგოთ ნატოს ჯარები გფრის ტერიტორიის გარეთ, საბჭოთა კავშირს აძლევს უსაფრთხოების მტკიცე გარანტიებს”. სად არის ეს გარანტიები?” _ დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.

რუსეთი კვლავინდებურად გამოვიდა პროტესტით. მომდევნო 2008 წელს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ტელეგრამაში (გამოაქვეყნაWikileaks-მა) ნათქვამი იყო: საქართველოსა და უკრაინის მისწრაფება, შევიდნენ ნატოში არა მხოლოდ აღიზიანებს რუსეთს, არამედ იწვევს მის სერიოზულ შეშფოთებას რეგიონში სტაბილურობის მიმართ. რუსეთი უფრთხის რეგიონში უკონტროლო მოქმედებებს, რომლებიც სერიოზულად შეეხება მისი უსაფრთხოების ინტერესებს”.

სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს: დიმიტრი ტრენინმა, მოსკოვის კარნეგის ცენტრის დირექტორმა, შეშფოთება გამოხატა, რომ უკრაინა მისი ნატოსკენ სწრაფვის გამოწვეული შეშფოთების დონის გათვალისწინების ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში პოტენციურად ყველაზე მადესტაბილიზებელი ფაქტორია რუსულ-ამერიკულ ურთიერთობაში. წერილი ნატოში გაწევრების საგზაო გეგმის მოთხოვნის შესახებ “ცუდი სიურპრიზი” იყო რუსეთის ოფიციალური პირებისთვის, რომლებიც მანამდე მიიჩნევდნენ, რომ ნატოში უკრაინის შესვლის მისწრაფებამ უკანა პლანზე გადაინაცვლა.

პუტინის მმართველობის პერიოდში ნატოს გაფართოების 4 ტალღა იყო, მისი მმართველობისას ვაშინგტონი გავიდა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შეთანხმებიდან საშუალო და მცირე მოქმედების რაკეტების, აგრეთვე, ღია ცის შესახებ შეთანხმებებიდან. რუსეთისთვის უკრაინა ბოლო ზღვარია”, _ წერდა ტრენინი 2021 წლის დეკემბერში და მიუთითებდა, რომ მთავარსარდალს მხარს უჭერენ მისი უსაფრხთოების ორგანოები და სამხედრო უწყებები და, რუსი საზოგადოების შიშის მიუხედავად, ვითარების შესაძლო გამწვავების მიმართ საგარეო პოლიტიკის წინააღმდეგ არ გამოდის შიდა ოპოზიცია.

ეს ყველაფერი არ ამართლებს უკრაინაში რუსეთის ამჟამინდელ სპეცოპერაციას, მაგრამ პრობლემა ის კი არ არის, რომ მოკავშირეებმა არად ჩააგდეს აღმოსავლეთ ევროპის მოთხოვნა, რომ ვაშინგტონს უზრუნველეყო იმ სახელმწიფოების დაცვა, რომლებსაც ცოტა რამ აკავშირებდათ აშშ-ის უსაფრთხოებასთან, საქმე ის არის, რომ აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთის საზღვრებამდე ნატოს გაფართოებით _ სანქტპეტერბურგთან 160 კმმდე მიახლოებით, უმოწყალოდ თელავდნენ ფეხქვეშ რუსეთის უსაფრთხოების ინტერესებს. უფრო მეტიც, ვაშინგტონმა არაერთხელ წარმოაჩინა თავისი მზადყოფნა, ხელი შეეწყო რეჟიმის ცვლილებისთვის ფინანსური და დიპლომატიური, აგრეთვე, სამხედრო საშუალებებით. ვაშინგტონი მიისწრაფოდა, თავისი ნება მოეხვია თავს არა მხოლოდ დასავლეთ ნახევარსფეროსთვის, არამედ ისეთი ქვეყნებისთვისაც, რომლებიც ოდესღაც შედიოდნენ რუსეთის იმპერიასა და საბჭოთა კავშირში. დასავლელი მოკავშირეების განცხადებები, რომ გაკვირვებული და შოკირებული არიან მოსკოვის პროტესტით, საუკეთესო შემთხვევაში დაუდევრობაა, ცუდ შემთხვევაში _ უპატიოსნო. დასავლეთი ფიქრობდა, რომ რუსეთი ვერაფერს გააკეთებდა. მაგრამ აშშ და მისი მოკავშირეები შეცდნენ.

წარსული მაინცდამაინც ბევრს ვერ დაგვეხმარება აწმყოს გარკვევაში, მაგრამ ვაშინგტონელმა პოლიტიკოსებმა თავიანთ შეცდომებზე სწავლა უნდა დაიწყონ. ორი ათეული წლის განმავლობაში კატასტროფულმა ომებმა ათასობით ამერიკელისა და ასიათასობით უცხოელის სიცოცხლე შეიწირა. მათ უნდა დავუმატოთ ისინიც, ვინც უკრაინაში დაიღუპა კიდევ ერთი კრიზისის გამო, რომელიც ვაშინგტონის ქედმაღლობითა და ახლომხედველობით არის პროვოცირებული.

iarex.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here