Home ახალი ამბები საქართველო თემურ ფიფია: ტელევიზია ისეთი თავხედი ჟურნალისტებით, როგორიც “TV პირველია”, მეორე არ არსებობს....

თემურ ფიფია: ტელევიზია ისეთი თავხედი ჟურნალისტებით, როგორიც “TV პირველია”, მეორე არ არსებობს. რასაც ესენი სჩადიან, “ფორმულაც” კი არ კადრულობს

“ჭიშკარზე დააკაკუნეს, მერე ზარის ხმა შემომესმა, მერე _ ბრახუნი, ისევ ზარი. ვიფიქრე: “რაღაც საშინელი ამბავია ჩემ თავს, ვინმე ხომ არ დაიღუპა-მეთქი”. წამოვხტი, მივედი ჭიშკართან და იქ მიკროფონმომარჯვებული ჟურნალისტი დამხვდა ოპერატორთან ერთად, რომელსაც ჩართული ჰქონდა კამერა”

521

2023 წლის 15 მარტს ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვში ტელეკომპანიაპირველისჟურნალისტი ნატო გოგელია  თავს დაესხა მამუკა ანდღულაძესრომელმაც თბილისში პარლამენტის შენობის წინ კონსერვატიული მოძრაობაალტინფოსმიერ გამართულ აქციაზე ევროკავშირის დროშა ჩამოხსნა  და დასაწვავად  თანაგუნდელებს გადასცა. ტელეკომპანიაპირველისცნობით კი, “მამუკა ანდღულაძე თავს დაესხა ჟურნალისტს და დაუზიანა ტექნიკა”.   როგორც საქმის დეტალებიდან ირკვევა, .. კრიტიკული მედიის წარმომადგენელი მამუკა ანდღულაძის კუთვნილ ტერიტორიაზე ისე შევიდა, რომ ოჯახის უფროსს არც კი წარუდგა. მამუკა ანდღულაძემ, როდესაც დაადგინა, ვინ იყო ეზოში შეჭრილი ქალბატონი, უარი განაცხდა ინტერვიუზე

რამდენიმე დღის წინათ ანალოგიური რამ შეემთხვა სოციალისტური მოძრაობის კოორდინატორ თემურ ფიფიასაც. ტელეკომპანიაპირველისჟურნალისტი მოულოდნელად დაესხა თავს მის ოჯახს

.. ჟურნალისტის უკანონო ქმედებაზე თვითონ თემურ ფიფია გვესაუბრება

_ საღამო იყო, შინ ვიმყოფებოდი, როცა ჭიშკარზე დააკაკუნეს, მერე ზარის ხმა შემომესმა, მერე _ ბრახუნი, ისევ ზარი… გადავირიე, ვიფიქრე: “რაღაც საშინელი ამბავია ჩემ თავს, ვინმე ხომ არ დაიღუპა-მეთქი”. წამოვხტი, მივედი ჭიშკართან და იქ მიკროფონმომარჯვებული ჟურნალისტი დამხვდა ოპერატორთან ერთად, რომელსაც ჩართული ჰქონდა კამერა. შევხედე, “TV პირველის” ჟურნალისტია, რომელიც უკვე მიღებს… იმწამსვე მივხვდი, რომ ეს ე.წ. ჟურნალისტი ინტერვიუსთვის არ იყო მოსული, მას პროვოკაციაზე სურდა ჩემი წამოგება. კარი მივუხურე. კარი რკინის არის და წინააღმდეგობა ვერ გამიწია…

_ რა იყო მიზეზი თქვენთან ჟურნალისტის მოსვლის, რატომ დაინტერესდნენ თქვენით?

_ შეკითხვის დასმა ვერ მოასწრეს, მაგრამ ვიცი, რაზეც მოვიდნენ, რა აინტერესებდათ. რამდენიმე დღის წინათ მოსკოვში ქართველი და რუსი ბიზნესმენების ეკონომიკური ფორუმი გაიმართა, რომელსაც მეც ვესწრებოდი რამდენიმე ქართველთან ერთად. მე ბიზმესმენი არ ვარ, მაგრამ მიწვეული ვიყავი. სამი ქართველი ვესწრებოდით, სამივესთან მივიდნენ  ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტები და სამივესთან თავხედურად მოიქცნენ.

_ თავხედურად რომ არ მოსულიყვნენ და ინტერვიუს ჩაწერა წინასწარ შეეთანხმებინათ, დაელაპარაკებოდით?

_ მოსკოვში რა შეხვედრაც გაიმართა, ამაზე ვისაუბრებდი, დასამალიც არაფერია. წესების დაცვით რომ მოსულიყვნენ, შესაძლოა, დავლაპარაკებოდი კიდეც, მაგრამ საქმე ის არის, რომ, რაც უნდა თქვა, მაინც ისე უშვებენ ეთერში, როგორც ხელს აძლევთ. კონტექსტიდან ამოგლეჯენ  რაიმე ფრაზას და მორჩა, საზოგადოების სალანძღავად გაქცევენ. სიმართლე გითხრათ, მე არ მაქვს გამოცდილება, ისე ვილაპარაკო, რომ ჩემი ნათქვამი კონტექსტიდან ვერ ამოგლიჯონ. ყველაფერს გამოცდილება უნდა. ეს კონკრეტული ტელევიზია კი ჩასაფრებულია. ტელევიზია, ისეთი თავხედი ჟურნალისტებით, როგორიც “TV პირველია”, მეორე არ არსებობს. იმას, რასაც ეს ტელევიზია სჩადის, “ფორმულაც” კი არ კადრულობს.

მე მზად ვარ, რომ პირდაპირ ეთერში დავჯდე და ყველაფერზე ვისაუბრო, ყველა შეკითხვას პასუხი გავცე, მაგრამ ეს, ალბათ, ხელს არ აძლევთ…

_ თქვით, რომ დანარჩენებსაც, ვინც მოსკოვში გამართულ ფორუმს ესწრებოდა, თქვენსავით დაესხნენ თავს

_ კი, დელეგაციის ერთ-ერთი წევრი მათ მანქანაში ჩაუჯდა, წესიერი კაცია. როგორც კი მანქანაში ჩაჯდა, უთხრეს, რომ ერთი გზა აქვთ და წაიყვანდნენ. შემდეგ ჰკითხეს: “არ გრცხვენია, მოსკოვში ღონისძიებას რომ დაესწარიო?”  აი, ეს იყო მათი შეკითხვა, ამ ადამიანებს ჰქვიათ ჟურნალისტები. ამ პატიოსანმა კაცმა შეკითხვას პასუხი არ გასცა. საუბარი არ შედგა, მაგრამ დანიშნულების ადგილამდე მივიდნენ. გადმოვიდა კაცი მანქანიდან, მადლობა გადაუხადა, დაემშვიდობა და ამ მომენტში გადმოსძახეს: “სად გარბიხართ, ინტერვიუს რატომ გაურბიხართ, რისი შეგეშინდათ?” სასაცილოა ეს ყველაფერი, სატირალი რომ არ იყოს…

მოსკოვში ვიყავი, როდესაც ის ინციდენტი მოხდა, “ალტ-ინფოს” აქციის წევრთან რომ მივიდა ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტი, შეურაცხყო, პროვოკაცია მოუწყო, მაგრამ ისევ ეს საწყალი კაცი დაადანაშაულეს. კარგია, რომ საზოგადოებამ ივაჟკაცა და დედაგარდაცვლილ ბავშვებს მამა დაუბრუნდა.

ყოვლად დაუშვებელია ე.წ. ჟურნალისტების აღვირახსნილობა. ასეთი რამ არსად ხდება. ამაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. კანონია საჭირო მათი საქციელის აღსაკვეთად.

იმ დღეს, როდესაც შინ მომიცვიდნენ, გადავრჩი, რომ მკლავი არ ჩავაყოლე ჭიშკარში, თორემ მეც დამაპატიმრებდნენ. არადა, პროვოკაციის მსხვერპლი ვიქნებოდი. მტკიცე ნერვები სჭირდება ადამიანს ამ ე.წ. ჟურნალისტებთან გასამკლავებლად, მოთმინება ხშირად არ გვყოფნის…

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here