Home რუბრიკები პოლიტიკა ტელევიზიად წოდებულ საქათმეში აკრიახებული გაბუნია-გვარამიას დუეტი

ტელევიზიად წოდებულ საქათმეში აკრიახებული გაბუნია-გვარამიას დუეტი

1848

გასული კვირა ისე იყო დახუნძლული პოლიტიკური მოვლენებით და ისე სწრაფად იცვლებოდა ვითარება, რომ არაერთგზის მომიწია სტატიის თემის შეცვლა. ჯერ იყო და, “საწყალი” გავრილოვის გამო, რომ იტყვიან, ტვინი წაიღეს, ევრო კი არა, გიგ-ნაცებისა და მიშ-ნაცების მიერ გაბრიყვებულმა ახალგაზრდებმა დედაქალაქის მთავარ გამზირზე “რუსეთი ოკუპანტია!”-ს ძახილით. მათ გასაგონად, მინდოდა, მეთქვა: გავიგეთ, შვილებო, რომ რუსეთს ჩვენი ტერიტორიების 22% დროებით ოკუპირებული აქვს და მერე, მერე რას გვთავაზობთ, რომ ეს “ოკუპაცია” დასრულდეს? უნიჭობა “ხუტინ პუი”-ს, რომელიც მიშ და გიგ-ნაცების მიერ “ნაფეშქაშევ” მაისურებზე გაწერიათ? 

ანდა, თუ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების დროებით ოკუპაციაზე შეგტკივათ გული, თურქეთის მიერ საქართველოს ძირძველი ტერიტორიების 34% სამუდამო ოკუპაციაზე, გნებავთ, დავითგარეჯის მიტაცების მცდელობაზე რატომ დუმხართ, რატომ არ დარბიხართ ქუჩებში “თურქეთი ოკუპანტია” და “დავითგარეჯა საქართველოა”-ს წარწერებიანი მაისურებით?

მერე იყო და გასულ კვირა დღეს სპორტის სასახლეში გაიმართა “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” გრანდიოზული შეკრება. დიახ, გრანდიოზული, რადგან სასახლის გადაჭედილ დარბაზში, რომ იტყვიან, ნემსი არ ჩავარდებოდა და რამდენიმე ათასი ადამიანი სასახლის გარეთ იყო დარჩენილი. მაგრამ თავი დავანებოთ აქციაში მონაწილე პირთა რაოდენობას და “საქმემან შენმან წარმოგაჩინოსო”, ამ კუთხით შევხედოთ ამ შეკრების “გრანდიოზულობას”…

პარლამენტში შესვლამდე ამ პარტიამ ლომის წილი დაიდო ბათუმში ავადსახსენებელი აზიზიეს მეჩეთის არაშენების საქმეში; ქვეყნის მასშტაბით ჩაატარეს პლებისციტი, რომლის დროსაც გამოკითხულთა 90%-ზე მეტმა უარი უთხრა საქართველოში გეიპროპაგანდას; პარლამენტში არიან და მათ პირველად გაბედეს და საქმიანი ურთიერთობები გააბეს “ოკუპანტი” რუსეთის დუმის წევრებთან, რის გამოც მიშ და გიგ-ნაცებისგან (სხვათა შორის, ქოცების ლიბერასტული ნაწილისგანაც) ნებაყოფლობით მიიწებეს კრემლის აგენტების იარლიყი; ახლახან ლოზუნგით “აზერბაიჯანი ჩემი მეზობელია, მაგრამ დავითგარეჯა საქართველოა” უპრეცედენტო რაოდენობის პროტესტანტის მობილიზება შეძლეს ქართული სულიერების ერთ-ერთ კერასთან, წმინდა დავით გარეჯის ლავრასთან. ზემოთ ნახსენებ გრანდიოზულ შეხვედრაზე სპორტის სასახლეში კი ითქვა: არ გვინდა საქართველოში უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზები და გვინდა სამხედრო მიუმხრობლობა. აქედან გამომდინარე, არ გვინდა რუსეთთან კონფრონტაცია, გვინდა რუსეთთან კეთილმეზობლობა, ბიზნესი, ტურისტები და რუსეთთან კეთილმეზობლობა, იმიტომ, რომ ოდესმე მაინც დავიბრუნოთ სოხუმი და ცხინვალი.

და იქნება ყველაზე მთავარი _ არ გვინდა ლგბტ, რადგანაც გვინდა დედაეკლესია, ქართული აზროვნება, ტრადიციები და ა.შ. სხვა მრავალი სულიერი სუბსტანცია, რომელთა გარეშე აზრი არაფერს აქვს, მათ შორის, არც სოხუმ-ცხინვალს. აი, არასრული ჩამონათვალი იმ მინდა-არ მინდასი, რომელიც, “საქართველო და მსოფლიოს” მკითხველებისთვისაც იგივეა და რომელიც ტაშის გრიალში ითქვა ხალხით გადავსებულ სპორტის სასახლეში. ზემოთქმულიდან გამომდინარე ვფიქრობდი, რომ სწორედ მინდა-არ მინდაზე საუბარი იქნებოდა სტატიის მთავარი თემა, მაგრამ…

რა იყო ის, რაც გასულ კვირას “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში ვნახეთ და მოვისმინეთ იქედნეს ნაშობი ქათმის, გიორგი ჯულიეტოვნა გაბუნიას შესრულებით: პროვოკაცია? უზრდელობა? სიბილწე? არ ვიცი, ალბათ, ამაოდ ვეძებ მომხდარის ზუსტად შესატყვის მეტაფორას უმდიდრეს ქართულ ენაში… მსგავსი საქციელი, თუ ქართული სისხლი გაქვს და ქათამ გაბუნიასავით შარდი არ მოძრაობს შენს ძარღვებში, თვით უკანასკნელი ნაძირალა ქართველისგანაც კი წარმოუდგენელია.

და რეაქცია მომხდარის გამო? ვინმე დაიჯერებს გაბუნიას “მეწყვილე” მეორე ქათმის, ნიკა გვარამიას, მონაჩმახს, რომ “რუსთავი 2” არაფერ შუაშია და ყველაფერი გაბუნიას თვითშემოქმედებაა, ან გვარამიას გამიჯვნას გაბუნიას ლექსიკისგან? თუმცა ბოლომდე მაინც ვერ ელევა თავის “მწყვილეს” განათლების ყოფილი მინისტრი გვარამია და “მეგობარ” გაბუნიას, გამოხატვის თავისუფლებიდან გამომდინარე, მხოლოდ ნათქვამის ფორმას უწუნებს, თორემ პათოსით და შინაარსით… შე კაცო, “ხუტინ პუი” გეთქვაო…

მოკლედ, “რუსთავი 2”-მა საბოლოოდ ჩამოიხსნა ნიღაბი და ახლა ყველა ხედავს, რომ ეს, ტელევიზია კი არა, ნაცების სპეცსამსახურია, ხოლო იქ მომუშავენი, ჟურნალისტები კი არა, ნეოლიბერასტული დასავლეთის აგენტები, გნებავთ, მეხუთე კოლონაა საქართველოში. ის, რომ ჯულიეტოვნას “თვითშემოქმედება” საქართველოს მიმართ შეთქმულების ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლია, კარგად გამოჩნდა იმაში, რომ ლგბტ-თა ე.წ. ღირსების (საოცარია, სად პედერასტი და სად ღირსება?!) მარშის ჩატარების მცდელობა დროსა და სივრცეში საეჭვოდ დაემთხვა გაბუნიას მზაკვრობას.

წინამდებარე სტატიაზე მუშაობისას რუსთაველის პროსპექტზე კვლავ მიმდინარეობდა ვითომ ანტიოკუპაციური მოძრაობის, სინამდვილეში ლგბტ პირების, ნარკომანებისა და მათი დამცველი პოლიტიკოსების, გიგ და მიშ-ნაცების, და მათი საწინააღმდეგო აქცია, რომელსაც “რუსთავი 2”-ის სულიერად მონათესავე ტელევიზიები (ტვ პირველი, პალიტრა-ტვ) რატომღაც ლევან ვასაძის მომხრეთა და “პატრიოტთა ალიანსის” აქციას უწოდებენ. მოკლედ, როგორც იტყვიან, წილი ნაყარია _ ერთადერთი, რაც ხელისუფლებამ გააკეთა, არის ის, რომ აქციებს შორის ყვითელი ავტობუსები ჩააყენა, რაც ჩემი თაობის ხალხში უსიამოვნო ასოციაციას აღძრავს. კარგად გვახსოვს გასული საუკუნის 90-ანი წლების დასაწყისში ავტობუსებით ჩახერგილი რუსთაველის პროსპექტი. იმხანად დედაქალაქის მთავარი ქუჩის ჩახერგვა სავალალოდ დასრულდა, რადგან ზვიად გამსახურდიას ეროვნული მთავრობა დამარცხდა, ის ქვეყნიდან გააქცია სამხედრო ხუნტამ და მას შემდეგ დაიწყო ჩვენი უბედურებები, რომლებიც დღემდე გრძელდება და კიდევ რა იქნება, მალე გავიგებთ…

მანამდე კი ვნახოთ, რა ხდება საქართველოსგან გაუგონრად შეურაცხყოფილ რუსეთში.

გავრილოვის ინციდენტის შემდეგ, რომლის გამოც, ყველა დიპლომატიური წესის მიხედვით, საქართველოს ბოდიში უნდა მოეხადა, რაც არათუ გააკეთა საქართველომ, არამედ ჩვენმა პრეზიდენტმა, რომ იტყვიან, ცეცხლზე ნავთი დაასხა, ისეთი რაღაცები ილაპარაკა. სალომე ზურაბიშვილის გამო რუსეთის პრეზიდენტმა ერთი ხელის მოსმით გააუქმა რუსეთ-საქართველოს შორის საავიაციო მიმოსვლა და რუსეთის ტურისტულ სააგენტოებს საქართველოს მიმართულებით მუშაობის შეჩერების რეკომენდაცია მისცა, რამაც უკვე გამოიღო საქართველოსთვის კატასტროფული შედეგები _ ექსპერტთა გათვლებით, საქართველოს ხაზინა დაგეგმილ ორ მილიარდამდე დოლარს ვეღარ მიიღებს.

ქათამ გაბუნიას პროვოკაციის შემდეგ რუსეთის დუმა სასწრაფოდ განიხილავს საქართველოდან ღვინოებისა და წყლის ექსპორტის შეჩერების, აგრეთვე, რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების აკრძალვის წინადადებებს. რაც ყველაზე სახიფათოა, არ არის გამორიცხული, რუსეთში მცხოვრები ქართველების ყოფით დონეზე შევიწროება. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი რუს-ქართველთა მეგობრობაზე, ერთმორწმუნეობაზე საუბრობს, ანუ იმაზე, რამაც შეიძლება გაგვაერთიანოს და არა პირიქით _ წაგვკიდოს.

დასასრულ, “რუსთავი 2”-ის მთავარ ოფისთანაც გამართული აქციის მოთხოვნა, ტელეკომპანიიდან წავიდეს ქათამი ნიკა გვარამიაო, უნდა შეიცვალოს მოთხოვნით: საერთოდ, დაიხუროს საქათმედ წოდებული ტელევიზია თუ ტელევიზიად წოდებული საქათმე!

დავით მხეიძე

1 COMMENT

  1. ჩვენი უბედურებები დაიწყო არა ზვიად გამსახურდიას ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ, არამედ მისი გაპრეზიდენტების შემდეგ, როცა თავისი ანტიაფხაზურ-ანტიოსური და ანტირუსული („კრემლის აგენტი“ და ა.შ.) პროვოკაციული რიტორიკითა და 9 აპრილის ტრაგედიის გამოწვევით მოწამლა ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური და ქართულ-რუსული ურთიერთობები!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here