Home ახალი ამბები თელავში პოლიციელები ავარიაში მოყვნენ – არიან დაშავებულები

თელავში პოლიციელები ავარიაში მოყვნენ – არიან დაშავებულები

976
თელავის სოფელ შალაურში ავტოსაგზაოშემთხვევის შედეგად სამართალდამცველები დაშვდნენ.

როგორც „საქართველო და მსოფლიოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპატრულო პოლიციის დეპატრამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად ორი მსუბუქი ავტომანქანა ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა.

უწყების ინფორმაციით, შსს- ს თანამშრომლებს დღეს დასვენების დღეს ჰქონდათ და თანამშრომლები ერთად, სადღაც მიემგზავრებოდნენ.

დაშავებულები მკურნალობას თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადიან.

მკურნალი ექიმის განცხადებით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა.

მომხდარს პროკურატურა იძიებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here