Home ახალი ამბები თბილისში სამი ტრანსგენდერი ქალი სცემეს

თბილისში სამი ტრანსგენდერი ქალი სცემეს

1457

თბილისში სამი ტრანსგენდერი ქალი სცემეს. ტრანსგენდერი ქალი გაბრიელას განცხადებით,ქუჩაში მიდიოდა, როცა უცნობი პირი თავს დაესხა.

მისი თქმით, მამაკაცები მათ მიმართ ჰომოფობიურ განცხადებებს აკეთებდნენ.

სასწრაფოდ მანქანას წრე დაარტყეს. ეტლში ვიჯექი და ორივემ თავში დამიშინა წიხლები. სასწრაფოს თანამშრომლები გადამეფარნენ – იმათაც დაარტყეს, ამათ როგორ იცავთო. მირანდა გამოვიდა საშველად. მირანდასაც სცემეს, ელენესაც და სასწრაფოს თანამშრომლებსაც” – ამბობს გაბრიელა.

მისი თქმით, თავდასხმის შედეგად დაზიანებები აქვს შუბლისა და ქვედა კიდურის არეში.

მომხდარ ფაქტთნ დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სს კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here