ვმუშაობთ სამართლებრივი საფუძვლების შექმნაზე, რათა მუნიციპალიტეტმა გასცეს ტაქსის სერვისის განხორციელების ნებართვა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, რეგისტრაციის გავლა და სერვისის განხორციელების ნებართვის აღება სავალდებულო იქნება.
„სატრანსპორტო სისტემის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, ტაქსების მომსახურების ხარსიხის გაუმჯობესება და ეტაპობრივად გარკვეული გარკვეული სტანდარტების დამკვიდრება. თბილისის მოსახლეობა და დედაქალაქის სტუმრები იმსახურებენ ხარისხიან, უსაფრთხო და კომფორტულ სერვისს, ამიტომ ჩვენ ხელს შევუწყობთ ამ სერვისის ეტაპობრივად გაუმჯობესებას. ამჟამად ვმუშაობთ სამართლებრივი საფუძვლების შექმნაზე, რათა მუნიციპალიტეტმა გასცეს ტაქსის სერვისის განხორციელების ნებართვა. ეს იქნება სავალდებულო რეგისტრაცია, რათა ეტაპობრივად განხორციელდეს ტაქსის სერვისის განვითარება იმგვარად, რომ მძიმე ტვირთად არ დააწვება ამ საქმიანობით დაკავებულ მოქალაქეებს. ჩამოთვლილი ღონისძიებები იმ კომპლექსური პროგრამის მხოლოდ ნაწილია, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ სატრანსპორტო სისტემის მიმართულებით. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ ეფექტიანი სატრანსპორტო სისტემის დამკვიდრებისათვის. თბილისი იქნება ჯანსაღი, საცობებისგან თავისუფალი და სიცოცხლით სავსე ქალაქი“, – განაცხადა კალაძემ.
რაც დროზე-უკეთესი! ასე გაგრძელება უკვე მართლა აღარ შეიძლება!
ევროპა ევროპას გავიძახით და რაღაცეები ხომ უნდა ვისწავლოთ ნელნელა…
ტაქსი უნა იყოს ნორმალური ავტომობილის და ნორმალური მძღოლის ერთობლიობა.
mainteresebs sajaro mosamsaxures romeli mushaobs ordgeshi ertxel da tan sagamos saatebshi taxsistia sheidzleba tu ara licenzia aigos
dgeshi 1000 bugaroks rom gadaaxtebi da 10000 iamash chavardebi romeli normanuli taxi an manqana gaudzlebs jobia bugarokebi saertod moashorot da iamebi amoavsot da mere ifiqrot texasmotrze