Home ახალი ამბები საქართველო თავდაცვის მინისტრი: ჩვენი არჩეული პოლიტიკა არის მშვიდობა – ოკუპირებული ტერიტორიების ინტეგრაცია განიხილება...

თავდაცვის მინისტრი: ჩვენი არჩეული პოლიტიკა არის მშვიდობა – ოკუპირებული ტერიტორიების ინტეგრაცია განიხილება მხოლოდ მშვიდობის გზით და ეს არ გადის მილიტარისტულ გზაზე

40

ჩვენი არჩეული პოლიტიკა არის მშვიდობა. ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ინტეგრაცია განიხილება მხოლოდ მშვიდობის გზით და ეს არ გადის მილიტარისტულ გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მინისტრმა ნატო-საქართველოს წვრთნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ჩვეულებრივი, გეგმური წვრთნები იყო.

„ეს იყო ჩვეულებრივი გეგმური წვრთნა, რომელიც საქართველოში მეექვსედ ჩატარდა. ეს წვრთნა 2020 წელს დაიგეგმა და იმაზე აპელირება, რომ ჩვენ სპეციფიკურ მილიტარიზაციის გზას ვირჩევთ, სწორი არ არის. წვრთნების დასრულების შემდეგ ჩვენთან არანაირი ტექნიკა არ დარჩენილა. ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორებთან იმ ურთიერთობას, რაც გვქონდა“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ნატო-საქართველოს წვრთნებზე, რომელიც საქართველოში მიმდინარეობდა, მუქარის შემცველი განცხადებები გააკეთა.

https://imedinews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here