Home ახალი ამბები მსოფლიო „თავბრუდამხვევი სკანდალი“: ევროპარლამენტარები ევროკომისიის ხელმძღვანელის ოჯახის შემოწმებას ითხოვენ

„თავბრუდამხვევი სკანდალი“: ევროპარლამენტარები ევროკომისიის ხელმძღვანელის ოჯახის შემოწმებას ითხოვენ

212
„თავბრუდამხვევი სკანდალი“: ევროპარლამენტარები ევროკომისიის ხელმძღვანელის ოჯახის შემოწმებას ითხოვენ

ევროპელი დეპუტატების ჯგუფი დაჟინებით მოითხოვს ევროკომისიის ხელმძღვანელის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ოჯახის კომერციული საქმიანობის გამოძიებას. ეს, პირველ რიგში, ევროკომისიის ხელმძღვანელის მეუღლეს – ჰეიკო ფონ დერ ლაიენს ეხება.

ევროკავშირს შესაბამისი წერილი „მწვანეთა პარტიის“ შვიდმა დეპუტატმა გაუგზავნა. დოკუმენტი პორტალ Newsbreak.gr-ზე გამოქვეყნდა.

დეპუტატთა განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჰეიკო ფონ დერ ლაიენი არის Orgenesis Inc-ის სამედიცინო დირექტორი. კომპანიამ 320 მილიონი ევრო მიიღო ევროკომისიისგან, რომელსაც მისი მეუღლე ხელმძღვანელობს.

„საქმე თავბრუდამხვევი სკანდალის მასშტაბებს იძენს, ალბათ ყველაზე დიდს ევროკავშირის დაარსების დღიდან“, – იუწყება ბერძნული პორტალი.

ევროპარლამენტარები ინტერესთა შესაძლო კონფლიქტის შესახებ აცხადებენ. ისინი მოუწოდებენ კომისარს გამჭვირვალობის საკითხებში გამოიკვლიოს, შეესაბამება თუ არა ჰეიკო ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელ თანამდებობას მისი მეუღლის ინსტიტუციური როლი.

ბერძნული პორტალი იხსენებს, რომ ხუთი წლის წინ, როდესაც ურსულა ფონ დერ ლაიენი გერმანიის თავდაცვის მინისტრი იყო, ცნობილი გახდა, რომ მან ათობით მილიონი გადასცა საკონსულტაციო ფირმებს. და ეს ხარჯები არასოდეს გასაჯაროვებულა.

თუმცა ეს არანაირად არ უშლის ხელს ურსულა ფონ დერ ლაიენს ამჟამინდელი თანამდებობის დაკავებაში. უნდა აღინიშნოს, რომ სულაც არ არის ფაქტი, რომ ევროპარლამენტარების მცირე ჯგუფის ამჟამინდელ მიმართვას შეუძლია რაიმე გამოიწვიოს.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ ევროპის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ევროკავშირის მიერ კორონავირუსის ვაქცინების შეძენასთან დაკავშირებით.

მანამდე ევროპის აუდიტორთა პალატამ დაადანაშაულა ევროკომისია, რომ მან უარი განაცხადა ურსულა ფონ დერ ლეიენის როლის დეტალების გამჟღავნებაზე 2021 წლის მაისში Pfizer-თან მოლაპარაკებებისას ევროკავშირში ვაქცინის შესყიდვის ყველაზე დიდ კონტრაქტთან დაკავშირებით.

კორონავირუსის პანდემიის დროს ევროკომისიამ ხელი მოაწერა კონტრაქტებს კორონავირუსის ვაქცინების შესაძენად კომპანიებთან AstraZeneca, Sanofi-GSK, Janssen Pharmaceutica NV, Moderna, Novavax და Valneva.

ვაქცინების დოზების ზუსტი ფასები არ გახმაურებულა საკონტრაქტო ვალდებულების საბაბით. მაგრამ ცნობილია, რომ ამ კონტრაქტების მიხედვით, ათობით მილიარდი ევრო დაიხარჯა შესყიდვებზე. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ვაქცინების მილიონობით დოზა გამოუყენებელი დარჩა.

თავად ევროკომისია ირწმუნებოდა, რომ მათ არ იცოდნენ რამ გამოიწვია პროკურატურის ინტერესი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შეძენაში.

უნდა ითქვას, რომ ბრიუსელში ეს შესყიდვები იყო წარმოდგენილი, როგორც დიდი მიღწევა, რადგან ისინი განხორციელდა არა ცალკეული სახელმწიფოების, არამედ ევროკავშირის დონეზე. ეს პრაქტიკა შეთავაზებულია გავრცელდეს სხვა შესყიდვებზეც, მაგალითად, ბუნებრივი აირის შესყიდვაზე. თუმცა, ამ მიმართულებით პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა ჯერჯერობით არ შეინიშნება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here