Home ახალი ამბები საქართველო თამარ კიკნაძე: საქართველოს ხელს რომ არ უშლიდეს ე.წ. ოპოზიცია, გაცილებით უკეთესი მდგომარეობა...

თამარ კიკნაძე: საქართველოს ხელს რომ არ უშლიდეს ე.წ. ოპოზიცია, გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვექნებოდა, მაგრამ ეს ოპოზიცია ხომ ჩვენს ქვეყანაში ჩაბუდებული მე-5 კოლონაა?!

“მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის არ არის დიპლომატიური ურთიერთობა, კარგად ვიცით, რომ ყველაზე დიდი ტვირთბრუნვა რუსეთან გვაქვს, ის არის ჩვენი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური პარტნიორი”

229

საპარლამენტი უმრავლესობიდან წამოსულმა დეპუტატებმა: დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და სოზარ სუბარმა განაცხადეს, რომ არ გამორიცხავენ პარტიის დაფუძნებას.

უმრავლესობის დეპუტატების სახელისუფლო გუნდიდან დისტანცირება, როგორც თავად განაცხადეს, სიმართლის აღიარების სურვილით მოხდა და მართლაც, მათ დაუფარავად ისაუბრეს ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან მომდინარე საფრთხეებზე და ჩვენი ქვეყნის მიმართ წნეხზე, რომ როგორმე რუსეთისთვის მეორე ფრონტი გაგვეხსნა.

რისთვის სჭირდებათქართული ოცნებისწევრებს ახალი პარტია? რა იქნება მისი მიზანი, თუ ის მართლა დაფუძნდა _ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება და რეალური ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამარ კიკნაძე გვესაუბრება:

_ საქართველო ნატოსა და ევროკავშირის გზაზე წინ ვეღარ მიდის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭეს. ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს, რადგან უკრაინაში ომია, მაგრამ ეს სტატუსი არაფერს ნიშნავს, შეიძლება წლები გავიდეს და კვლავ მხოლოდ სტატუსის მქონენი იყვნენ აღნიშნული “კანდიდატი” ქვეყნები.

სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, უკრაინის მდგომარეობა, რადგან არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები. ყოველ შემთხვევაში, უკრაინა იმ საზღვრებში ვეღარ იქნება, რომელშიც იყო, და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსიც ვერაფერს შეცვლის.

საქართველოს ხელისუფლება ამ ეტაპზე სწორად იქცევა. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ომში არ ჩაბმულიყო და მიხვდნენ, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ იქნებოდა ომში ჩართვის საპირწონე. ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა არის ძალიან მოზომილი, გააზრებულისაქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში პირველად მოხდა ეროვნული ინტერესების დაცვა და წინ წამოწევა.

საქართველოს ხელისუფლებასა და ქვეყანას ხელს რომ არ უშლიდეს .. ოპოზიცია, გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვექნებოდა, მაგრამ ეს ოპოზიცია ხომ ჩვენს ქვეყანაში ჩაბუდებული მე-5 კოლონაა?!

ხუთი ოპოზიციონერი პარლამენტარი ქალბატონის განცხადება, რომ ამერიკის ელჩთან არ შეიძლება ასეთი საუბარი, ჯობია, ჩავერთოთ საომარ მოქმედებებში და ამით ეჭვქვეშ დავაყენოთ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, ქვეყნის მიმართ ძალიან ცუდი დამოკიდებეულებაა.  არც კი ვიცი, რა დავარქვა _ გამყიდველობა თუ პოლიტიკური სიბეცე.

_ სწორედ სიბეცე ჰქვია, ალბათ, ნეოლიბერალი პოლიტიკოსებისა და მათი ტელევიზიების მიერ გაკეთებულ განცხადებებს თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე, რომ სოჭში მათი შეხვედრა ტრადიციად იქცა და რომ იქ საინტერესო და მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა

_ ერდოღანისა და პუტინის შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, საქართველოსთვის, რადგან ჩვენი რეგიონის ორი უძლიერესი ქვეყნის ლიდერები შეხვდნენ ერთმანეთს. ეს შეხვედრა ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ერდოღანი ძალიან პრაგმატულად იქცევა თავისი ქვეყნის საკეთილდღეოდ. მას სურს, თურქეთი რეგიონულ ჰაბად იქცეს, რაც დიდი სარგებელს მოუტანს მის ქვეყანას. ერდოღანისა და პუტინის შეხვედრა არ შეიძლება უმნიშვნელოდ ჩაითვალოს, მათ უამრავი საკითხი განიხილეს, მათ შორის ენერგორესურსების რუბლებზე ყიდვა-გაყიდვა…

_ ბოლო პერიოდში ბევრს საუბრობენ კასპიის ზღვისა და შავი ზღვის ერთმანეთთან დაკავშირებაზე. ეს თემა გასული საუკუნის 30-იან წლებში იყო აქტუალური, მაგრამ მის განხორციელებას დიდი სამამულო ომის დაწყებამ შეუშალა ხელი, თუმცა იდეა დარჩა და დღეს კვლავ გააქტიურდა. როგორ ფიქრობთ, განხორციელდება ეს პროექტი და, თუ ეს მოხდება, რა მდგომარეობაში აღმოვჩნდებით ჩვენ?

_ ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტები მნიშვნელოვანია და აუცილებლად უნდა დაიგეგმოს, რადგან ჩვენი რეგიონი აგნარიშგასაწევი მხარეა. უკვე დაწყებულია რეგიონულ ინტეგრაციაზე ფიქრი და იქმნება ისეთი პროექტი, როგორიც არის “3+3” ფორმატი, რომლის დანიშნულებაც არის ის, რომ რეგიონის ქვეყნებმა თვითონ მიხედონ პრობლემებსაც და საკუთარ თავსაც. ეს პროექტები დასავლეთის გავლენის ნიველირებისთვისაა მოფიქრებული. “3+3” ფორმატი დასავლეთისგან მოწონებული არ არის. ძალიან კარგად დავინახეთ, როგორი წინააღმდეგობა გაუწიეს აღნიშნულ პროექტში საქართველოს მონაწილეობის იდეას.

ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, როგორ და როდის დასრულდება უკრაინაში სპეცოპერაცია. ამაზეა დამოკიდებული საქართველოს ჩართვა “3+3” ფორმატშიც. საერთოდ, მსოფლიოს წესრიგის ფორმირება დიდწილად არის დამოკიდებული უკრაინაში სპეცოპერაციის შედეგებზე.

_ ქალბატონო თამარ, სახელისუფლო გუნდს რამდენიმე დეპუტატი გამოეყო, როგორც თვითონ ამბობენ, იმისთვის, რომ დასავლეთისგან მომდინარე საფრთხეებზე ესაუბრათ, შემდეგ კი განაცხადეს, რომ შესაძლოა, პარტიაც კი დააფუძნონროგორ ფიქრობთ, ეს ყველაფერი იმაზე ხომ არ არის გათვლილი, რომ საქართველოში გაჩნდეს პოლიტიკური ძალა, რომელიც დაუფარავად ისაუბრებს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებაზე და ამისთვის რეალურ ნაბიჯებსაც გადადგამს?

_ ის, რომ ერთ პარტიას ადამიანები გამოეყვნენ, ახალი ამბავი არ არის, ასეთი პრეცედენტი იყო “მოქალაქეთა კავშირის” დროს. ამ შემთხვევაში კონკრეტული ადამიანებისა და ხელისუფლების მიზანია, სიმართლე თქვან  და საზოგადეობას თვალი აუხილონ. მმართველი პარტია ვერ იტყოდა სიმართლეს კონიუქტურიდან გამომდინარე.

ქართულ პოლიტიკაში, ასე ვთქვათ, ახალი სისხლია საჭირო. საინტერესოა, ვინ შეუერთდება სახელისუფლო გუნდიდან წამოსულებს, რათა სერიოზულ ოპოზიციურ ძალად ჩამოყალიბდნენ. ამ წუთას კი ჩნდება განცდა იმისა, რაც ზემოთ მოგახსენეთ _ “მოქალაქეთა კავშირისდაშლას ჰგავს ესდაყოფა”. ასე რომ, თუ ახალ ძალას საინტერესო, საზოგადეობისთვის მისაღები ადამიანები შეუერთდებიან, შესაძლოა, მართლაც გამოვიდეს რამე.

რაც შეეხება იმას, გადადგამენ თუ არა ნაბიჯებს რუსეთისკენ, გეტყვით, რომ მსოფლიოში პოლიტიკური კონიუქტურა იცვლება და კიდევ უფრო ნათლად იკვეთება, რომ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება საჭირო და აუცილებელია.

რუსეთი ნამდვილად არის აგნარიშგასაწევი ძალა და ამაზე თქვენს გაზეთთან ბევრჯერ მისაუბრია… რუსეთი ჩვენი უახლოესი მეზობელია. ის დასავლური პროექტები, რომლებიც მიმართული იყო ჩვენი ქვეყნის რუსეთთან დასაპირისპირებლად, დესტაბილიზაციის გამოსაწვევად, კარგად არ დამთავრდა საქართველოსთვის. ჩვენ მივიღეთ ქვეყნის შიგნით ორი აღიარებული ტერიტორია და, თუ ახლა მაინც გადავდგამთ ჭკვიანურ და რეალურ ნაბიჯებს, შესაძლოა, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაზეც იყოს საუბარი, რაც საქართველოსთვის უპირველესი ამოცანაა.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის არ არის დიპლომატიური ურთიერთობა, კარგად ვიცით, რომ ყველაზე დიდი ტვირთბრუნვა რუსეთან გვაქვს, ის არის ჩვენი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური პარტნიორი, ყველაზე მეტი ფულადი გზავნილიც ჩვენი მოქალაქეებისთვის რუსეთიდან მოდის. რუსეთთან საქართველოს ასეთი ფინანსურ-ეკონომიკური დამოკიდებულების ფონზე, ამ ქვეყანასთან დაპირისპირება საღ აზრს ეწინააღმდეგება, მაგრამ პროდასავლური კურსის გამო პოლიტიკურ კონიუქტურაში ვართ მოქცეულები. ჩვენი სუვერენიტეტის, ჩვენი დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების წინ წამოწევას თუ დავიწყებთ, საქართველოს ნამდვილად წაადგება.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here