Home ახალი ამბები საქართველო თამარ კიკნაძე: ნაცებს არ აქვთ უკრაინის დარდი. მათ სურთ, შეიქმნას ერთიანი ფრონტი...

თამარ კიკნაძე: ნაცებს არ აქვთ უკრაინის დარდი. მათ სურთ, შეიქმნას ერთიანი ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ, ამ სურვილისა თუ დაკვეთის ასრულება კი საქართველოს დაანგრევს. საქართველოს მომავალი აღარ ექნება, თუ ნაცების სურვილი ასრულდება

“ჩვენი ხელისუფლება აცნობიერებს, რომ, სანამ 12-პუნქტიან დავალებას შეასრულებს, მსოფლიოში ისეთი პროცესები მიმდინარეობს, თანაც, ისე სწრაფად, რომ შესაძლოა, დავალების შესრულება არც დასჭირდეთ”

288

თავისუფლება მიშას _ ნუ გახდებით მკვლელები!”, “სოლიდარობა უკრაინას _ შავი ლენტები კალაძის ნაძვის ხეს!”, “დიდება უკრაინაში დაღუპულ გმირებსსირცხვილი საქართველოს ხელისუფლებას!” _ ეს და სხვა ბევრი ლოზუნგი აქვთ ოპოზიციად წოდებულ დესტრუქციულ ძალებს, რომლებმაც, დიდი მცდელობის მიუხედავადვერ მოახერხეს, საქართველოში შემოდგომაცხელიყოფილიყო; ახლა კი ზამთრისგაცხელებასცდილობენ, რადგან, სავარაუდოდ, თავებიგაუცხელდებათ”, თუ დაკვეთას ვერ შეასრულებენ. დაკვეთა კი, ალბათ, ახალი ლიდერის პოვნა, რაც შეიძლება მეტი არეულობის გამოწვევა, ხელისუფლების შეცვლა და მეორე ფრონტის გახსნაა

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პოლიტოლოგი, პროფესორი თამარ კიკნაძე გვესაუბრება:

_ “ნაციონალური მოძრაობა” თავის ამპლუაშია. ის მართლაც დესტრუქციული ძალაა, რომელიც არ არის დამოუკიდებელი. “ნაცმოძრაობის” წევრები დაკვეთის შესრულებას ცდილობენ _ მათ დღის წესრიგში არეულობის გამოწვევაა. მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალები აცხადებენ, საქართველოს ომში ჩაბმისკენ არ მოვუწოდებთო, ეს რიტორიკაში მაინც ეპარებათ _ “საქართველო უკრაინის მეგობარია და უნდა ვიომოთ”. ამბობენ, რა დროს “მშვიდობის ქალაქია”, როდესაც უკრაინაში ჩვენი ძმები იღუპებიან თავისუფლებისთვის ბრძოლაშიო და ა.შ. მათ არ აქვთ უკრაინის დარდი, მათ სურთ, შეიქმნას ერთიანი ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ. ამ სურვილის თუ დაკვეთის ასრულება კი საქართველოს დაანგრევს. საქართველოს მომავალი აღარ ექნება, თუ ნაცების სურვილი შესრულდება.

ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ხვდებიან, რომ სამშობლოს ღალატთან გვაქვს საქმე, გამოიბრძმედა ჩვენი ხალხი და სწორ არჩევანსაც აკეთებს.

“ნაციონალურ მოძრაობას” კრიზისი აქვს, თავმჯდომარეც კი ვერ აურჩევიათ, რადგან ეს მოძრაობა მიშა სააკაშვილის პარტიაა. მისი  ლოკომოტივი სააკაშვილია. თუ ლიდერს, რომელსაც აირჩევენ, კავშირი არ ექნება მიშასთან, დაიღუპებიან, თუმცა ისედაც დაღუპულ-ჩაძირულები არიან…

არჩევნები აქვთ ახლა ნაცებს, ერთ-ერთი კანდიდატი ხაბეიშვილია, რომელიც განსაკუთრებულ რადიკალთა კასტას მიეკუთვნება. ნაცებს ჩაფიქრებული აქვთ საქართველოში რადიკალური ქმედებები და ამიტომ შეარჩიეს ეს კანდიდატი. ხაბეიშვილი არ გამოირჩევა დიდი ინტელექტით და ვფიქრობ, მისი კანდიდატურის წამოყენება სააკაშვილის პიარკამპანიაც არის, რადგან თავის საპირწონედ უინტელექტო პირი შეარჩია…

“ნაციონალური მოძრაობა” წარუმატებელია, მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის არჩევნებისას დაფინანსება ექნებათ, შედეგს ვერ მიაღწევენ, თუ მანამდე არ დაიშალნენ. ხელისუფლებას აქვს შესაძლებლობა, მართლმსაჯულებით დასაჯოს დესტრუქციული ძალები, მაგრამ ამას იმიტომ არ აკეთებს, რომ  ნაცები თვითონ იღუპავენ თავს, ჰარაკირის იკეთებენ და ამის აუცილებლობა აღარ უდგას ხელისუფლებას. ის მესიჯები და ქმედებები, რომლებსაც ე.წ. ოპოზიცია მიმართავს, არ არის მოსახლეობაში პოპულარული.

სააკაშვილი მოტყუებით ჩამოიყვანეს საქართველოში. ეუბნებოდნენ, რომ მისი ჩამოსვლა მოსახლეობაში მღელვარებას გამოიწვევდა… ახლა საუბრობენ მის მოწამვლაზე, მაგრამ თვითონ მიშა ამბობს, რომ მოწამლული არ არის…

_ დიახ, თვითონ ამბობს, რომ მოწამლული არ არის, მაგრამ ვითარება მაინც იძაბებაყველაფერი მისი გათავისუფლებისკენ მიდის. სააკაშვილის გათავისუფლების მომხრე ცოტაა ქვეყანაში, პატიმრობისა კი _ ძალიან ბევრი

_ ვფიქრობ, საქართველოს სპეცსამსახურები ვითარებას აკონტროლებენ. ნებისმიერი პროვოკაციაა მოსალოდნელი ნაცების მხრიდან.

“ხალხის ძალამ” ბევრი რამ გააკეთა. ისინი რასაც ამბობენ, ვფიქრობ, ყველაფერს აკონტროლებს ჩვენი ქვეყნის უშიშროების სამსახური. კომპრომატები ნელ-ნელა გროვდება და საბოლოოდ ყველაფერს ნათელი მოეფინება, ყოველ შემთხვევაში, ასე მგონია და მჯერა კიდეც…

სააკაშვილის სასამართლო პროცესი კვლავ მიმდინარეობს, ჭიანურდება და ეს კარგიც არის, პროცესის გაჭიანურება სააკაშვილის შეწყალების საშუალებას არავის მისცემს. მან იმდენი დანაშაული ჩაიდინა საქართველოში, რომ ვერავინ მოთვლის. მიშას გათავისუფლება შეუძლებელია. მისთვის ახალ-ახალი მუხლებია წასაყენებელი. სააკაშვილმა კარგად იცის, რა ელოდება. მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ამითაც არის გამოწვეული. მიშა არ იყო იდეისთვის მებრძოლი ადამიანი, ის მიჩვეული იყო დაკვეთის შესრულებას. ჩვენ ყველამ ვნახეთ, როგორი მხდალია. ქალი ვარ და, პრეზიდენტი და მთავარსარდალი რომ ვყოფილიყავი, მიწაზე ისე არ გავერთხმებოდი, როგორც ის განერთხა გორში თვითმფრინავის ხმის გაგონებისას. მსოფლიომ ნახა, როგორი გაკვირვებით უყურებდა მას უცხოელი სტუმარი _ საფრანგეთის საგარეო საქმეთა იმჟამინდელი მინისტრი ბერნარ კუშნერი ეს ფაქტი სააკაშვილის ფსიქოპორტრეტზე კარგად არ მეტყველებს.

სააკაშვილი გლობალური მოთამაშეა. მისი პატრონები მშვიდად ვერ არიან, რადგან მიშას ქმედებას წინასწარ ვერ საზღვრავენ, ეშინიათ, რომ ყველაფერს დაფქვავს. არ არის გამორიცხული, მის ფიზიკურ ლიკვიდაციაზეც იყოს საუბარი პატრონების მხრიდან. ეს მიშამ კარგად იცის და, მგონი, ურჩევნია, საქართველოს ციხეში იჯდეს…

_ საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ ვერ ამბობს სათქმელს, მათ სხვები გამოუშვეს სიმართლის სათქმელად, თვითონ კი მაინც დადიან საერთაშორისო შეხვედრებზე და პირობას დებენ, რომ შეასრულებენ .. 12-პუნქტიან დავალებას ევროკავშირში გასაწევრებლად, რაც არ მოსწონს მოსახლეობას, რადგან ხელისუფლება ერთი ხელით სხვას აკეთებს, მეორეთი კი _ სხვას, ასე ვთქვათ, ქვეყნის დამღუპველს

_ როგორც პოლიტოლოგი, ამას ემოციურად არ ვაფასებ, მაგრამ თქვენს რიტორიკაში ვგრძნობ გაღიზიანებას და არ მხოლოდ თქვენს, არამედ რიგითი ადამიანების რიტორიკაშიც…

გეტყვით, რომ ხელისუფლება აბსოლუტურად სწორად იქცევა. ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ, არ გამოიწვიონ ე.წ. პარტნიორების გაღიზიანება და ბევრს საუბრობენ 12-პუნქტიანი დავალების შესრულებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ამ პუნქტების შესრულება ქართველი ხალხის აჯანყებას გამოიწვევს. ჩვენი ხელისუფლება აცნობიერებს, რომ, სანამ 12-პუნქტიან დავალებას შეასრულებს, მსოფლიოში ისეთი პროცესები მიმდინარეობს, თანაც, ისე სწრაფად, რომ შეიძლება დავალების შესრულება აღარც დასჭირდეთ. ასე რომ, ძალიან მშვიდად მიყვებიან თავიანთ საქმეს და ეს მომწონს…

რაც შეეხება “ხალხის ძალას”, ვიტყვი, რომ ამ ეტაპზე მისაღებია მათი საუბრები, რადგან ხელისუფლებას წარმოადგენდნენ, ჰქონდათ ინფორმაცია ყველაფერზე, რაც ხდებოდა ჩვენი ქვეყნის თავს, მათ საუბარს მეტი დატვირთვა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ იმავე თემებზე ჩვენც ვსაუბრობდით… გამოდიან ხელისუფლებიდან ადამიანები, რომლებიც დაუფარავად ლაპარაკობენ იმ სისასტიკეზე, ღალატზე, რომლებიც დასავლეთიდან მოდის და ეს უკვე კარგია.

_ ზაფხულში ჩაწერილ ინტერვიუში თქვით, რომ სამი დეპუტატის უმრავლესობიდან გასვლამოქალაქეთა კავშირიდანპარტიების გასვლას გაგონებდათ, თვლიდით, რომ შეთამაშებული ფანდი იყო

_ დიახ,  ე.წ. ელიტიდან გამოყოფილი ჯგუფია, მაგრამ ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არიან ისინი, თუკი ხალხის ხმით ილაპარაკებენ.

თქვენი პათოსი მესმის, მაგრამ გეტყვით, რომ არ ვიზიარებ ამ პათოსს, რადგან ყველაფერს თავისი დრო აქვს პოლიტიკაში…

_ მიხარია თქვენგან ამის მოსმენა, რადგან იმედი გაჩნდა თქვენს სიტყვებში, რაც აქამდე არ შემიმჩნევია

_ იმედი მაქვს, რადგან ძალიან მძიმე საგარეო პოლიტიკურ ვითარებაში ჩვენს ხელისუფლებას სტაბილური ნიშა უკავია, ისინი ცდილობენ, არ ჩაგვითრიონ ომსა და დესტაბილიზაციაში.

ხელისუფლებით კმაყოფილი ადამიანი არ არსებობს, მით უმეტეს ჩვენს მდგომარეობაში, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ხელისუფლების კრიტიკის დრო არ არის, არ არის ჩვენი ქალაქის მერის გაწირვის დრო, არ არის დრო ღარიბაშვილის ლანძღვის. რაც შეგვიძლია და როგორც შეგვიძლიამხარში ამოვუდგეთ ამ ადამიანებს. ჩვენი მხარში დგომა მნიშვნელოვანია, ხალხი ბევრს ნიშნავს, ხალხის გადაწყვეტილება ქვეყანას გადაარჩენს. ეს მძიმე პერიოდი გადავიაროთ და ხელისუფლებას მერეც მივხედავთ

 ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here