Home ახალი ამბები მსოფლიო TACC: ტილერსონმა განაცხადა, რომ ბირთვული გარიგება ირანთან ჩავარდა

TACC: ტილერსონმა განაცხადა, რომ ბირთვული გარიგება ირანთან ჩავარდა

605
ტილერსონი

ამ გარიგებამ ვერ განახორციელა თავისი ძირითადი მიზანი, ირანი ვერ გახდა ბირთვული იარაღის გარეშე სტატუსის მქონე ქვეყანა. “ეს გარიგება წარსული მიდგომის ჩავარდნის განსახიერებაა”, _ განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.

მისი აზრით, “თეირანის მიმართ განხორციელებულმა აღმოსავლურმა პოლიტიკამ უნდა გადაწყვიტოს ამ ქვეყნიდან მომდინარე ყველა მუქარა”. ამასთანავე, ტილერსონმა ირანს უწოდა მსოფლიო ტერორიზმის უპირველესი სპონსორი ქვეყანა, რომელიც განაგრძობს შეტევას ისრაელზე და აზიანებს აშშ-ის ინტერესებს სირიაში, იემენში, ერაყსა და ლიბანში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა არ გამორიცხა, რომ “მოუთოკავი ირანი” შეიძლება კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის გზით წავიდეს.

ბირთვული გარიგება ირანთან 2015 წლის ივლისში შედგა.

Ruporters-ის მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თებერვალში განაცხადა, რომ ირანი მადლობელი უნდა იყოს იმ “საშინელი გარიგებისთვის”, რომელიც მასთან ვაშინგტონმა დადო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here