Home სხვადასხვა დაიჯესტი Suddeutsche Zeitung: გერმანიამ აშშ-ის გავლენის წინააღმდეგ ხმა აღიმაღლა

Suddeutsche Zeitung: გერმანიამ აშშ-ის გავლენის წინააღმდეგ ხმა აღიმაღლა

3104
ზიგმარ გაბრიელი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ზიგმარ გაბრიელს მიაჩნია, რომ გერმანიამ და ევროპამ დამოუკიდებელი პოლიტიკა უნდა განახორციელოსიხელმძღვანელოს თავისი ინტერესებით და არა ვაშინგტონის მითითებებით.

ახალმა ამერიკულმა პოლიტიკამ უნდა უპასუხოს იმ მოთხოვნებს, რომლებიც ტრანსატლანტიკური ურთიერთობების სერიოზულმა ცვალებადმა პირობებმა წარმოქმნა. გერმანიის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელი აკრიტიკებს აშშ-ს იმის გამო, რომ დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ოდნავ შესუსტდა, თუმცა კვლავ ცდილობს მსოფლიო რეგულატორის როლის შესრულებას.

Suddeutsche Zeitung -ი, რომელიც აანალიზებს გაბრიელის მოხსენებას, ასკვნის, რომ აშშ-ის როლის უპირობოდ აღიარების ეპოქას ბოლო ეღება. ეტყობა, ამერიკაც სხვაგვარად აფასებს გერმანიის, როგორც “ბევრთაგან ერთ-ერთი პარტნიორის” როლს, და მას აღიქვამს, როგორც კონკურენტს. გაბრიელი დაჟინებით მოითხოვს, რომ გერმანიამ უფრო დამოუკიდებლად გამოკვეთოს საკუთარი ინტერესები: “ჩვენ თვითონ უნდა განვსაზღვროთ ჩვენი პოზიცია და საჭიროების შემთხვევაში გადავლახოთ ზღვარი, რომელიც პარტნიორებს შორის არსებობს, ორიენტაცია კი საკუთარ ინტერესებზე უნდა გვქონდეს აღებული”.

თავისი ამ დებულების დასასაბუთებლად მან  აშშ-ის კონგრესის მიერ ანტირუსული სანქციების დაწესება დაასახელა, რომლებმაც გერმანიის ენერგომომარაგებაში ნეგატიური მოვლენები შეიძლება გამოიწვიოს. ამასთანავე, მან გააფრთხილა ქვეყნის ხელისუფლება, უარი თქვას ირანთან ატომური შეთანხმების დენონსაციაზე, რადგან ამგვარი ნაბიჯი  ომის საშიშროების გაძლიერებას გამოიწვევს და  გერმანიის ეროვნულ უშიშროებას შეეხება. “გერმანია თავს უფლებას ვერ მისცემს, დაელოდოს გადაწყვეტილებებს და უწინდებურად რეაგირების მოხდენით დაკმაყოფილდეს”, _ ამბობს გერმანელი მინისტრი და დასძენს, ბერლინმა უფრო მშვიდად უნდა გააანალიზოს, თუ სად უპირისპირდება ერმანეთს გერმანია და აშშ-ის ინტერესები. იგი დარწმუნებულია, რომ კვლავაც უნდა განაგრძოს ამ პარტნიორობის დაფინანსება, მაგრამ უნდა იფიქროს პოლიტიკურ ინვესტიციებზეც, რომლებიც უზრუნველყოფს სტრატეგიულ ღუზას ახალი ვითარების დასასტაბილურებლად.

ევროპაზე საუბრისას მან აღნიშნა, “დღევანდელი მსოფლიო ნაკლებად კომფორტული გახდა: “ჩვენ, დიდი ხანია, შევაჩნიეთ, რომ წარმატებული ეკონომიკური კეთილდღეობის პირობებშიც კი არ გვაქვს მოხერხებული ადგილი საერთაშორისო პოლიტიკის განხორციელებაში, ჩვენ, როგორც გერმანელებს, როგორც ევროპელებს”.

ევროპაში მთავარ მამოძრავებელ ძალად იგი მიიჩნევს გერმანიასა და საფრანგეთს. ამასთანავე, იგი გაცილებით თავდაჭერილია, ვიდრე გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი მარტინ შულცი იმ საკითხში, თუ რამდენად  ყოვლისმომცველი უნდა იყოს ევროკავშირის რეფორმები უახლოეს წლებში.

მაგალითად, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს სურს, რომ ევროზონის ფინანსთა მინისტრად იხილოს საკუთარი ფინანსთა მინისტრი, ჰქონდეს საკუთარი ბიუჯეტი. ზიგმარ გაბრიელი კი ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საფინანსო საკითხებში ცოტათი “გაგერმანელებული” ფრანგების ხილვას ისურვებდა.

სამაგიეროდ გერმანია უფრო “ფრანგული” უნდა გახდეს უშიშროების საკითხებში. ევროპა შეიძლება განვითარდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გერმანია და საფრანგეთი მოილაპარაკებენ საერთო ასპექტებზე, რომლებზეც გეზს აიღებენ: “მიმართულება იდენტური უნდა იყოს, ერთნაირ გზებსა და, აგრეთვე, კონკრეტულ შინაარსზე ბევრი ლაპარაკი მოგვიწევს”, _ მიიჩნევს გაბრიელი. იგი დარწმუნებულია, რომ გერმანია და საფრანგეთი კიდევ ბევრ “სერიოზულ დისკუსიას გამართავენ ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებზე”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here