Home სხვადასხვა დაიჯესტი Strategic Culture: როგორ ანადგურებს აშშ-ის ისტებლიშმენტი ამერიკულ დემოკრატიას

Strategic Culture: როგორ ანადგურებს აშშ-ის ისტებლიშმენტი ამერიკულ დემოკრატიას

ტრამპი-კლინტონი

ვაშინგტონში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომ უკანასკნელი 17 წლის განმავლობაში აშშის ეროვნული უშიშროების სააგენტო (ეუს) და თავდაცვის სამინისტროს სხვა ქვედანაყოფები უკიდურესად პოლიტიზებულ ორგანიზაციებად ჩამოყალიბდა. ამერიკელების აზრით, ეს ორგანიზაციები ეფექტიანად აღარ ასრულებენ თავიანთ უპირველეს დანიშნულებას. მათ ძალები პოლიტიკურ ღონისძიებებზე გავლენის გასაძლიერებლად წარმართეს, რითაც საფრთხე შეუქმნეს იმას, რაც ამერიკული დემოკრატიისგან დარჩა, _ წერს ფილიპ ჰერალდი სტატიაშიროგორ ანადგურებს აშშის ისტებლიშმენტი ამერიკულ დემოკრატიას”, რომელსაც ანალიტიკური გამოცემა Strategic Culture Foundution აქვეყნებს. გთავაზობთ ამ მასალის თარგმანს:

“ბოლო დრომდე მას “სიღრმისეულ სახელმწიფოს” უწოდებდნენ (ამ თეორიის მიხედვით, არსებობს სახელმწიფო მოხელეთა კოორდინირებული ჯგუფი, რომელიც გავლენას ახდენს აშშ-ის პოლიტიკაზე და არად აგდებს ქვეყნის დემოკრატიულად არჩეულ ხელმძღვანელობას. _ რედ.).

დღეს ამ მოვლენას, უფრო ზუსტად კი, თანამეგობრობას შეიძლება მარტივად ვუწოდოთ ისტებლიშმენტი. იგი აერთიანებს საფინანსო ორგანიზაციებსაც, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსაც, ძირითად ფონდებსაც და სხვადასხვა ინტერესის მქონე ლობისტურ ჯგუფებსაც. ჩვენ მოწმენი ვართ ისეთი რევოლუციის, რომლის დროსაც ძალაუფლება ამ ისტებლიშმენტის ხელში გადადის.

ამას წინათ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი აგენტი ჯონ კირიაკო წერდა, რომ დემოკრატიულმა პარტიამ პრეზიდენტ ტრამპისთვის სირთულეების შესაქმნელად თავის რიგებში მიიღო დაზვერვისა და სამართალდამცავი ორგანოების ყოფილი თანამშრომლების ჯგუფი. ყველა ახალმიღებულმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის თანამდებობას უნდა იკავებდეს ტრამპზე უფრო მეტი პასუხისმგებლობისა და განსჯის უნარის მქონე მოღვაწე.

უწინ დაზვერვისა და სამართალდამცავი ორგანოები თეთრი სახლის ხელმძღვანელობით საქმიანობდა და აკვიატებული პოლიტიკური პოზიციებისგან თავისუფალი იყო. ამერიკის დემოკრატიული პარტიის რიგებში მათი გაერთიანება, უპრეცედენტოდ შეიძლება ჩავთვალოთ. 2016 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ამ ორგანიზაციების პენსიაში გასული უფროსი ოფიცრების მთელი ჯგუფი აშკარად უჭერდა მხარს ჰილარი კლინტონს. ამ ჯგუფის წევრმა ზოგიერთმა ოფიცერმა შეიმუშავა შეთქმულების რთული თეორიები, რომლებიც დაკავშირებული იყო დონალდ ტრამპსა და მის თანამებრძოლებთან. მათ შორისაა თეორია ტრამპის “კრემლის აგენტობის” შესახებ.

ტრამპის დისკრედიტაციისა და, საბოლოო ჯამში, დელეგიტიმაციის მცდელობაში მონაწილეობდნენ იმ მომენტში სამსახურში მდგარი მაღალი თანამდებობის ოფიცრებიც. მაგალითად, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი ჯონ ბრენანი და ჯეიმს კომი გამოძიების ფედერალური ბიუროდან ტრამპის წინააღმდეგ და რუსეთთან მისი სავარაუდო კავშირის შესახებ გამოძიების დაწყების ინიციატორებად მოგვევლინენ.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრის ყოფილი თანაშემწე პოლ კრეიგ რობერტსი ლეგიტიმურ შეკითხვას სვამს _ რატომ აგროვებენ ლიბერალური საერთაშორისო ორგანიზაციები, ისეთები, როგორიც Amnesty International-ია, ფულს ტრამპისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, როცა აშშ-ის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას ემუქრება ქვეყნის შიგნით არსებული ჩრდილოვანი სტრუქტურები პოლიციასა და ნეოკონსერვატორებს შორის?

ანტისამხედრო აქტივისტ ჯასტინ რაიმონდოს აზრით, ეროვნული უშიშროების ბიურომ და დემოკრატიულმა პარტიამ ძალები გააერთიანეს ადამიანების დასაბნევად, ისეთი ცრუ თვალსაზრისის ჩამოსაყალიბებლად, რომ თითქოს მსოფლიოსა და ქვეყანაში არსებული მდგომარეობა უეჭველად ბირთვულ დაპირისპირებამდე მიგვიყვანს. დემოკრატები და მათ კონტროლს დაქვემდებარებული მედიასაშუალებები განაგრძობენ ადამიანების დარწმუნებას, რომ “ქვეყანა ხელთ იგდო ვლადიმერ პუტინმა და რუსეთმა, ხოლო ტრამპი რუსეთის ხელსაწყოა, რომელიც ეხმარება რუსებს დემოკრატიისა და ამერიკის დამოუკიდებლობის მოსპობაში. დემოკრატებს დაქვემდებარებული მედია ნერგავს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ამერიკის სადაზვერვო ორგანიზაციებმა “ყველაფერი უნდა იღონონ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გასაუქმებლად”.

რაიმონდოს მიაჩნია, რომ ამერიკის საზოგადოებაში უკვე მიმდინარეობს სამოქალაქო ომის მსგავსი დაპირისპირება, დემოკრატები ცდილობენ, შეინარჩუნონ პრივილეგიური სტატუსი, ხოლო ბევრი უბრალო ამერიკელი ნორმალური ცხოვრების კალაპოტში დაბრუნებაზე ოცნებობს. როგორც ჩანს, უახლოეს რამდენიმე წელიწადში გადაწყდება, როგორი ქვეყანა იქნება ამერიკა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here