2 ივლისს სტრასბურგში გაიმართა პირველი სხდომა ახალი მოწვევის ევროპარლამენტისა, რომლის არჩევნებიც მაისში ჩატარდა. 3 ივლისს კი ევროპარლამენტარებს მოუწევთ, კენჭი უყარონ თავმჯდომარის კანდიდატურას, რომელსაც მათ ევროპის საბჭო შესთავაზებს. თუმცა დისკუსიები ევროპარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატების გარშემო არ წყდება, ისევე, როგორც არ წყდება დისკუსიები ევროკავშირისა, ევროკომისიისა და ევროსაბჭოს სახელმძღვანელო პოსტების კანდიდატურების გარშემო.