Home ახალი ამბები მსოფლიო State: რიგგარეშე არჩევნები დიდ ბრიტანეთში შეიძლება კიდევ ერთი რეფერენდუმი გახდეს “ბრექსიტის” საკითხზე

State: რიგგარეშე არჩევნები დიდ ბრიტანეთში შეიძლება კიდევ ერთი რეფერენდუმი გახდეს “ბრექსიტის” საკითხზე

686
ტერეზა მეი

როცა შარშანდელ ივლისში ტერეზა მეიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის თანამდებობა დაიკავა, მის პოლიტიკურ მომავალზე ვერავინ იტყოდა, _ ბრწყინვალეაო. მან დაიკავა იმ ლიდერის ადგილი, რომელმაც პოპულარობა დაკარგა ევროკავშირში ინგლისის შენარჩუნების მცდელობის გამო.

ცხრა თვის შემდეგ მეი ბევრად უფრო სოლიდურად გამოიყურება. ამის უპირველესი მიზეზი კი მისი გასაჯაროებული გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვით, 8 ივნისს დიდ ბრიტანეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ამ მოულოდნელმა ნაბიჯმა დაადასტურა, რომ შეიცვალა თავად მეის ადრინდელი პოზიცია რიგგარეშე არჩევნების ჩაუტარებლობის შესახებ. მისი პოლიტიკური ნაბიჯები გონიერებას მოკლებული არ არის. პარლამენტში კონსერვატორთა უმნიშვნელო უპირატესობა ნიშნავდა, რომ იგი გავლენას განიცდიდა თავისი პარტიის მხრიდან “ბრექსიტთან” დაკავშირებით, აგრეთვე, შიდა კანონმდებლობის წინააღმდეგობრიობის გამოც. იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტს ექნება ვეტოს გამოყენების უფლება გარიგებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც დარტყმას მიაყენებდა ბრიუსელს, უფრო მნიშვნელოვანი საპარლამენტო უმრავლესობა განამტკიცებს მეის პოზიციას “ბრექსიტის” პირობების შესახებ მოლაპარაკების დროს.

მართალია, მეი ქვეყანაში ყველაზე უფრო პოპულარული პოლიტიკოსია, მაგრამ რიგგარეშე არჩევნების მოწყობის შესახებ მისი ინიციატივა სარისკოა, რადგან მისი შედეგების წინასწარი გათვლა სულ უფრო შეუძლებელი ხდება, რადგან ირღვევა ელექტორატის პარტიებისადმი ერთგულების ტრადიციული ფონი. სულ უფრო პოპულარული ხდება ისეთი პოპულისტური მოძრაობები, როგორებიცაა გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებელი პარტია და შოტლანდიის ეროვნული პარტია.

მეის სტრატეგიას, რომელიც მიმართულია მძლავრი მხარდაჭერის მოსაპოვებლად, აზრი აქვს, მაგრამ წარმატება შეიძლება საეჭვო გახდეს. თუ არჩევნების შედეგად იგი დათმობს პოზიციას ან დამარცხდება, შეიცვლება კიდეც მთავრობის მიდგომა ევროპასთან მოლაპარაკების პროცესში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here