Home ახალი ამბები მსოფლიო Sputnik Arabic: რამდენს უხდიან “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტებს

Sputnik Arabic: რამდენს უხდიან “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტებს

ისლამური სახლემწიფო

ერაყის ფედერალურმა პაოლიციამ მოსულის დასავლეთ ნაწილში იპოვა დოკუმენტები, რომლებშიც ასახულიაისლამური სახელმწიფოსტერორისტების ხელფასები 2016 წელს.

გასაცემელი ფულის ოდენობა დამოკიდებული იყო “ბოევიკების” ოჯახურ მდგომარეობაზე. ყველაზე ნაკლებს უხდიდნენ უცოლშვილოებს _ 72 დოლარს. ამასთანავე, თანხის ნაწილს, კერძოდ, 40 დოლარს, უკავებდნენ საკვებით უზრუნველყოფისთვის, ხელზე რჩებოდათ 32 დოლარი.

ვინმე აბუ ჯანმა, რომელიც იმამ ათ-თარამზის ასეულში იბრძოდა და ჰყავდა ცოლი და სამი შვილი, 184 დოლარი მიიღო; ვინმე აბუ ნასერმა კი, რომელსაც ცოლი და ექვსი შვილი ჰყავდა, _ 256 დოლარი. სააგენტოს ცნობით, ხელფასის ოდენობა ცოლებისა და შვილების ოდენობის პროპორციულად იზრდებოდა, მაგრამ არ აჭარბებდა 300 დოლარს. მეტ ხელფასს უხდიდნენ ომში დაინვალიდებულ დემობილიზებულებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here