რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ქსენია სობჩაკმა ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში ერთკაციანი აქცია გამართა.
ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ტელეწამყვანმა უფლებადამცველი ორგანიზაცია „მემორიალის“ ადგილობრივი განყოფილების უფროსის გათავისუფლება მოითხოვა.
არსებული ინფორმაციით,უფლებადამცველი ორგანიზაცია „მემორიალის“ ადგილობრივი განყოფილების უფროსი ოიუბ ტიტიევი მარიხუანას შენახვისთვის დააკავეს, სასამართლომ კი მას პატიმრობა მიუსაჯა.
ქსენია სობჩაკმა აქცია სიტყვის თავისუფლებისთვის დაღუპული ჟურნალისტების მემორიალთან გამართა.
ჩეჩნეთში ჩასვლამდე ქსენია სობჩაკმა ტიტიევის გათავისუფლების მოთხოვნით ჩეჩნეთის მეთაურს ერთხელ უკვე მიმართა.
მისი განცხადების პასუხად რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ გამოძიების პროცესში ჩარევის უფლებამოსილება არ აქვს.
აღსანიშნავია, რომ რამზან კადიროვმა ოიუბ ტიტიევს საჯაროდ “ნარკომანი” უწოდა.