Home ახალი ამბები საქართველო სისულელე სიბრძნეზე უპირატესი

სისულელე სიბრძნეზე უპირატესი

ბაბუა-შვილიშვილ შოლცების ფაშისტური ვნებები

503
ბაბუა და შვილიშვილი - ეს-ეს-ის გრუპენფიურერი ფრიც შოლცი და გერმანიის ამჟამინდელი კანცლერი ოლაფ შოლცი

ომი გერმანიასა და რუსეთს შორის უდიდესი სისულელეა, მაგრამ იგი სწორ ამის გამო არის გარდაუვალი, ეს წინასწარმეტყველური სიტყვები გერმანიის პირველმა კანცლერმა, ოტო ფონ ბისმარკმა მეცხრამეტე საუკუნეში წარმოთქვა. ბისმარკის ამ ნათქვამის გენიალურობა ისტორიამ ჯერ დაადასტურა მას შემდეგ, რაც ამ სიტყვების ავტორი უკვე აღარ იყო ცოცხალთა შორის, თანაც ორივე შემთხვევაში ეს მოხდა მსოფლიო ომის მასშტაბებით. ამ სიტყვებს თანამედროვეობის კონტექსტში თუ გავიაზრებთ, გაცილებით უფრო დიდი სისულელეა ომი აშშსა და რუსეთს შორის, ანუ ნატოსა და რუსეთს შორის, მაგრამ, ბისმარკის ლოგიკას თუ გავყვებით, იგი სწორედ ამის გამო მოხდება აუცილებლად. კაცობრიობამ შეიარაღება კი დააგროვა იმდენი, რომ საკუთარი თავი მოსპოს, მაგრამ ვერც გონება და ვერც ზნეობა ვერ დააგროვა იმდენი, რომ ამ საშინელ ფინალამდე არ მივიდეს. “სისულელის უპირველესი ნიშანი სირცხვილის სრული დაკარგვაა!” გვეუბნება ზიგმუნდ ფროიდი. დღეს ცალკეულმა ადამიანებმა კი არა, სახელმწიფოებმა და, თუ გნებავთ, სახელმწიფოთა გაერთიანებებმა იმდენად დაკარგეს სირცხვილის გრძნობა, რომ უფრო მეტის წარმოდგენა შეუძლებელია. მათ სირცხვილის  სრული ატროფია განიცადეს. ის, რასაც აშშ და კოლექტიური დასავლეთი აკეთებენ, მსოფლიოს წინაშე ჩადენილი უსირცხვილობა და ბოროტებაა, ვინაიდან მათ ნამოქმედარს მთელი კაცობრიობა ყოფნაარყოფნის ჩიხში შეჰყავს, რაც, საბოლოო ჯამში, სრული სისულელეა.

დასავლეთმა რუსეთისგან ერთგვარი სატყუარა შექმნა – მოჩვენებითი სახე აგრესორისა, რომელიც სრულიად მსოფლიოს თუ არა, მეზობელ სახელმწიფოებს მაინც დაპყრობით და ჩაყლაპვით ემუქრება, რაც აბსოლუტურად არასწორია. ვინმე თუ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მაგალითს მოიყვანს, ეს არასწორი მაგალითებია. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ბედი სწორედ დასავლეთმა გადაწყვიტა ისე, როგორც ამ წუთისთვის არის გადაწყვეტილი. ამ ორი რეგიონის საქართველოსგან მოგლეჯა და რუსეთისთვის მიგდება საქართველოსა და რუსეთს შორის საუკუნო მტრობის ჩამოგდებაზეა გათვლილი. როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში რუსეთს სხვა სვლა არ დაუტოვეს, გარდა იმისა, რაც მოხდა. უნდა ვაღიაროთ, რომ დასავლური სპეცსამსახურები მართლაც იმდენად ძლიერი აღმოჩნდნენ, რომ სტალინის გარდაცვალების შემდეგ საბჭოთა ლიდერები ძაფებზე გამობმული თოჯინებივით ათამაშეს თავიანთ ნებაზე, მაგრამ ერთი რამ გამორჩათ მხედველობიდან – რუსეთს გააჩნია ამოუხსნელი შინაგანი ძალა, რომელიც შეუძლებელს ხდის მის საბოლოო დაჩოქებას. ამ ხალხში არის თვითმობილიზებისა და თვითორგანიზების ის ძალა, რომლის მეოხებითაც მან პოლტავასთან შვედები გაანადგურა (მე-18 საუკუნე); ბოროდინოდან ფრანგები დააჩოქა (მე-19 საუკუნე), მოსკოვთან, ლენინგრადთან, სტალინგრადთან, კურსკთან გერმანელ ფაშისტებს სასიკვდილოდ დაარტყა, ბერლინში მიწასთან გაასწორა და ნიურნბერგის საერთაშორისო სასამართლოზე მათთვის განაჩენი გამოიტანა (მე-20 საუკუნე). ეს ის რუსეთია, რომელთანაც ომის ენაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს არამხოლოდ ისტორიული გამოცდილების გამო, არამედ, პირველ რიგში, იმის გამო, რომ რუსეთი უძლიერესი ბირთვული სახელმწიფოა და მასთან ომი ერთერთი მხარის გამარჯვებით ან დამარცხებით კი არა, მსოფლიო კატასტროფით დასრულდება. სამწუხაროდ, ისე გამოდის, რომ დასავლეთში ეს ბანალური ჭეშმარიტება არ ესმით. ეს რომ ესმოდეთ, ისინი არ დაადგებოდნენ რუსეთთან კონფრონტაციის გზას, რომლისთვისაც არათუ რეალური მიზეზი, გამოგონილი, ცრუ საბაბიც კი არ ჰქონდათ, თუ მხედველობაში არ მივიღებთ იმას, რომ ელცინი დასავლეთის ვასალად ყოფნას აპირებდა, პუტინმა კი მათთან თანასწორუფლებიანი პარტნიორობის მიმართულება აიღო. აქ გამოჩნდა დასავლეთის ვერაგი ბუნება. მას პარტნიორები არ სჭირდება, მას ვასალებთან ურთიერთობა ურჩევნია, ამიტომ რუსეთი, რომელმაც 2007 წელს მიუნხენის კონფერენციაზე დასავლეთის ვასალობაზე მტკიცე უარი განაცხადა, როგორმე უნდა დაეჩოქებინათ. ჩათვალეს, რომ ამისთვის ნატოს ალყაში მოქცევა, რუსოფობიის გაღვივება, ეკონომიკური სანქციების დადება და ქვეყნის შიგნით “მეხუთე კოლონის” ძირგამომთხრელი საქმიანობა საკმარისი იქნებოდა, მაგრამ შეცდნენ. 2008 წლის ქართულ-ამერიკულ ავანტიურას ცხინვალში, რომელიც ამ რეგიონში ქართული არმიის შეჭრით გამოიხატა, რუსეთმა ძალის გამოყენებით მშვიდობის დამყარებისა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით უპასუხა; უკრაინულ-ამერიკულ ავანტიურას კი, რომელიაც უკრაინის ხელისუფლების მიერ დონბასის ტერიტორიაზე რუსი მოსახლეობისთვის გენოციდის მოწყობით გამოიხატა, რუსეთმა სპეციალური სამხედრო ოპერაციით უპასუხა, რომლის მიზანსაც ნეოფაშისტების შეიარაღებული აგრესიისგან დონბასის მოსახლეობის დაცვა შეადგენს. რუსეთის მოსახლეობისადმი 24 თებერვლის მიმართვაში, რომელიც უკრაინაში სპეციალური ოპერაციის დაწყებას შეეხებოდა, პრეზიდენტმა პუტინმა დასავლეთი კატეგორიულად გააფრთხილა: «Несколько очень важных слов для тех, у кого может возникнуть соблазн со стороны вмешаться в происходящие события. Кто бы ни пытался помешать нам, а тем более создать угрозы для нашей страны, должны знать, что ответ России будет незамедлителен. И приведет вас к таким последствиям, с которыми вы в своей истории еще никогда не сталкивались”. ასეთი მკაცრი გაფრთხილების მიუხედავად, აშშ და კოლექტიური დასავლეთი დაფინანსებასა და შეიარაღებას არ იშურებენ ფაშისტური უკრაინისთვის, რამაც ვითარება უკიდურესად გაამწვავა. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში, რომლებიც  რუსეთმა უკვე აღიარა დამოუკიდებელ რესპუბლიკებად, ახლა კი რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე  რეფერენდუმის ჩატარება გადაწყვიტეს. ეს ვითარებას არსებითად ცვლის. რეფერენდუმის ჩატარებისა და რუსეთის მიერ ამ აქტის დამტკიცების შემდეგ ეს რესპუბლიკები რუსეთის ტერიტორია იქნება, რომლის მიმართულებით აგრესიის ნებიმიერ გამოვლენას, ვისგანაც უნდა მოდიოდეს იგი, რუსეთი უკვე აბსოლუტურად განსხვავებულად უნდა შეხვდეს, ვიდრე ამას აქამდე აკეთებდა. სწორედ ამის გამო გამოცხადდა რუსეთში, მართალია, ნაწილობრივი, მაგრამ მაინც სამხედრო მობილიზაცია. მსოფლიოში დიდი ომის სუნი დატრიალდა. პუტინი ღია ტექსტებით ლაპარაკობს:

“Цель Запада — ослабить, разобщить и уничтожить в конечном итоге нашу страну. Они уже прямо говорят о том, что в 1991 году смогли расколоть Советский Союз, а сейчас пришло время и самой России, что она должна распасться на множество смертельно враждующих между собой регионов и областей.”

პუტინი არც წარსულს ივიწყებს, ვინაიდან ნათელია, რომ რუსეთის მიმართ დასავლეთის მტრული დამოკიდებულება არ იცვლება: “И такие планы они вынашивают давно. Они поощряли банды международных террористов на Кавказе, продвигали наступательную инфраструктуру НАТО вплотную к нашим границам. Они сделали своим оружием тотальную русофобию, в том числе десятилетиями целенаправленно взращивали ненависть к России, прежде всего на Украине, которой они готовили участь антироссийского плацдарма, а сам украинский народ превратили в пушечное мясо и толкнули на войну с нашей страной.”

 პუტინი პირდაპირ აცხადებს, რომ კოლექტიური დასავლეთი, რომელიც ყველა საზღვარს გასცდა, მიზნად, არც მეტი არც ნაკლები, რუსეთის სრულ განადგურებას ისახავს: “Запад перешел всякую грань. Уже не томясь говорят, что Россия должна быть всеми средствами разгромлена на поле боя с последующим лишением политического, экономического, культурного, вообще всякого суверенитета с полным разграблением нашей страны.” პუტინი აცხადებს, რომ რუსეთს უკვე აშანტაჟებენ ბირთვული იარაღით. ეს მართლაც ასეა. ჯერ კიდევ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, ზელენსკი ითხოვდა დასავლეთისგან, რომ უკრაინისთვის ბირთვული იარაღი მიეცათ. შემდეგ ბორის ჯონსონი აცხადებდა და ახლა უკვე ლიზ ტრასიც იმეორებს, რომ მზად არის, რუსეთზე ბირთვული შეტევა განახორციელოს. ყოველივე ამაზე პუტინის პასუხი ასეთია: “Тем, кто позволяет себе такие заявления в адрес России, хочу напомнить, что наша страна также располагает различными средствами поражения, а по отдельным компонентам и более современными, чем у стран НАТО. И при угрозе территориальной целостности нашей страны для защиты России и нашего народа мы безусловно используем все имеющиеся в нашем распоряжении средства. Это не блеф.

ეს ვერც იქნება ბლეფი. პუტინის სურვილიც რომ იყოს, ვინ მისცემს მას უფლებას, გულხელდაკრეფილი დაელოდოს, როგორ აღგვიან პირისაგან მიწისა და მსოფლიო რუკიდან წაშლიან სახელმწიფოს, რომელსაც თაობები დედასამშობლოს უწოდებენ და ათასი წლის განმავლობაში ამ სულისკვეთებით ყალიბდებიან.

“А зачем нам такой мир, если там не будет России?!” – პუტინის მიერ სრულიად გულწრფელად გამოხატული ეს პოზიცია ვინმესთვის გაუგებარი და მიუღებელია? ასეთიც რომ იყოს, ამ პოზიციას ვერავინ ვერ შეცვლის, რადგან ამ შემთხვევაში პუტინის პირით ასორმოცდაათმილიონიანი ბირთვული ზესახელმწიფო მეტყველებს.

ეს უკვე ის ვითარებაა, როდესაც დასავლეთი თანდათანობით იძირება უგუნურების ჭაობში. როდესაც მოსპობას უპირებენ მას, ვისაც მათი მოსპობა შეუძლია იქამდე, ვიდრე ისინი მას მოსპობენ, ისინი პრაქტიკულად სუიციდის გზაზე დგანან. რა არის ეს? ლოგიკას არ ექვემდებარება იმ მდგომარეობის ახსნა, როდესაც ერთი სახელმწიფო (აშშ) მიდის მეორე სახელმწიფოს (რუსეთი) მოსპობის იმგვარ დაუძლეველ სურვილამდე, რომ მზად არის, თვითონაც მოისპოს და განადგურდეს, ოღონდ რუსეთი აღარ არსებობდეს პლანეტაზე. მოსისხლე მტრის მიმართ შურისძიების დაუოკებელი სურვილით თუ შეიძლება ეს აიხსნას, მაგრამ რის გამო? რუსეთი მუდამ მომხვდურს ებრძოდა, მონღოლი იქნებოდა, შვედი, ფრანგი თუ გერმანელი. თვითონ ევროპელები და ამერიკელები მუდამ სხვებს ესხმოდნენ თავს. მათი ისტორია ერთი დიდი სისხლიანი ისტორიაადამპყრობლური, კოლონიზატორული, უსამართლო და სასტიკი. ჰიროსიმასა და ნაგასაკის შემოქმედი სახელმწიფო ან ფაშისტური ევროპა სხვაზე შურისძიების სურვილით რამ აანთო ისე, რომ საკუთარ თავსაც წირავს, ოღონდ იმ სხვას როგორმე ავნოს და ზიანი მოუტანოს?! თანამედროვე მსოფლიოში რაღაც პრინციპულად შესაცვლელი და გამოსასწორებელია, მაგრამ უბედურება ისაა, როდესაც საამისო არც გონება არსებობს და არც ზნეობა. მსოფლიოზე ჯერ უზნეობა გაბატონდა, მერე კი – სისულელე, ყოვლისმომცველი და აბსოლუტური სისულელე. შეწუხებული გოეთე წერდა ამის გამო: არ არსებობს სისულელე, რომლის გამოსწორება შეუძლებელია სიბრძნით, მაგრამ, ამასთანავე არ არსებობს სიბრძნე, რომლის გაფუჭება შეუძლებელი იქნებოდა სისულელით.

 სამწუხაროდ, სისულელეს დიდი უპირატესობა აქვს სიბრძნეზე, ვინაიდან სისულელეს წამში იტყვი, წამშივე გააკეთებ, სიბრძნეს კი, ეჰ, რამდენი ფიქრი, ძიება და გამოცდილება სჭირდება… ამიტომაა, რომ სისულელემ სიბრძნეზე უპირატესობა მოიპოვა. ეპოქის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია ეს, იქნებ უმთავრესიც.

ვალერი კვარაცხელია

P. S. დასავლეთის ბოსებმა გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე სისულელის კონკურსი გამოაცხადეს. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის გამოსვლა რად ღირდა. – გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი ხუთი წევრის შემადგენლობიდან რუსეთი გამოიყვანეთ და გერმანია შეიყვანეთო. გაერო გერმანული ფაშისტური ურჩხულის დამარცხების ბაზაზე შექმნილი საერთაშორისო  ორგანიზაციაა. ეს კაცი კი ითხოვს, გამარჯვებული რუსეთი უშიშროების საბჭოდან გავაძევოთ და დამარცხებული ფაშისტური  გერმანია მის ადგილზე წამოვასკუპოთო. ამტკიცებენ, რომ ოლაფ შოლცის ბაბუა ფაშისტი  იყო. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იყო  ბაბუა შოლცი, როცა შვილიშვილი შოლცია პირწავარდნილი ფაშისტი, რომელიც ფაშისტური ენთუზიაზმით აიარაღებს და აფინანსებს უკრაინელ ნეოფაშისტებს, აღვივებს რუსოფობიას, ყველაფერს აკეთებს და კადრულობს იმისთვის, რომ რუსებზე შური იძიოს ბაბუა შოლცის, ანუ ფაშისტური გერმანიის დამარცხებისა და სამაგალითოდ დასჯის გამო. სამწუხაროა, რომ დასავლეთმა საუკუნის გასვლის შემდეგაც უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა და კვლავ ფაშიზმის გზას დაადგა. იმედი ვიქონიოთ, რომ ოცდამეერთე საუკუნის ფაშისტებიც მეოცე საუკუნის ფაშისტების ბედს გაიზიარებენ. ამჯერად ეს მისია საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე რუსეთმა უნდა შეასრულოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here