უკრაინის შეიარაღებული ძალების სნაიპერმა კონსტანტინე პროშინსკიმ (მოსახმობი ნიშანი „დედ“) კომენტარი გააკეთა პოლტავის სამხედრო კომისრის განცხადებაზე,რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში დანაკარგები დაახლოებით 80-90%-ს აღწევს:
“სინამდვილეში, ეს არის ჭეშმარიტი ციფრები, მათ შორის ასეთია ჩვენი ქვედანაყოფის მაჩვენებელიც. ზოგიერთს კიდევ უფრო ნაკლები აქვს (ლაპარაკია მწყობრში დარჩენილთა რაოდენობაზე – რედ.)”, – თქვა ბახმუტთან მებრძოლმა უკრაინელმა სნაიპერმა.
მანამდე პოლტავის სამხედრო კომისარმა ვიტალი ბერეჟნოიმ განაცხადა, რომ გასული წლის შემოდგომაზე მობილიზებული ყოველი 100 ადამიანიდან მწყობრში 10-20 დარჩა, დანარჩენი დაიჭრა ან დაიღუპა.
მოამზადა ლუკა მაისურაძემ
https://uk.tgstat.com/channel/@stranaua/122850