Home ახალი ამბები “თითქმის 10 წელი საკუთარი შვილივით უვლიდა , ასეთ ადამიანებზე დგას მსოფლიო”

“თითქმის 10 წელი საკუთარი შვილივით უვლიდა , ასეთ ადამიანებზე დგას მსოფლიო”

სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” მომხმარებელი დავით თედეშვილი ემოციურ ისტორიას აქვეყნებს თურქი ეროვნების ქალბატონის, გულსუნის შესახებ, რომელმაც რუსი ეროვნების ტურისტს სიცოცხლის ბოლომდე, შვილივით მოუარა.

“ეს ღვთისნიერი ქალბატონი ანტალიაში მცხოვრები გულსუმია;
2008 წელს საავადმყოფოში ნათესავის სანახავად მყოფმა შემთხვევით გაიგო,რომ იქვე პალატაში იწვა ახალგაზრდა კაცი,ტურისტი,რომელიც ავტოავარიაში მოყვა და სხეულის მრვლობით ტრავმასთან ერთად ყოველგვარი რეაქცია დაკარგა;
საავადმყოფოს ადმინისტრაციამ ვერ მიაგნო მის ნათესავებს,შემდეგ როგორც გაირკვა ყოფილა რუსი ეროვნების,და მიუხედავად იმისა რომ მისმა არაადამიანმა ნათესავებმა გაიგეს მისი ამბავი,არ ჩამოაკითხეს იმის მერე,რაც გაიგეს მისი ფიზიკური მდგომარეობის შესახებ(ასე ამბობენ ანტალიაში)!

გულსუმ დეიდამ თავის შვილებთან და მეუღლესთან მოკლე ლაპარაკის მერე გადაწყვიტა სახლში წაეყვანა და მოევლო მისთვის;
სახელად უმუტი დაარქვა,(თურქულად უმუტ-იმედი);
თითქმის 10 წელი უვლიდა საკუთარი შვილივით;
23 იანვარს უმუტი გარდაიცვალა!

მე არ მეგულება ჩემს ირგვლივ ადამიანი,ჩემი თავის ჩათვლით,ვინც ამ გმირულ და არარეალურ ნაბიჯს გადადგავდა!
ასეთ ადამიანებზე დგას მსოფლიო!”, წერს ფეისბუქ მომხმარებელი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here