Home ახალი ამბები საქართველო შოთა აფხაიძე: რუსებმა იციან, თუ საქართველოში მოხდება სახელმწიფო გადატრიალება, ამუშავდება მეორე ფრონტის...

შოთა აფხაიძე: რუსებმა იციან, თუ საქართველოში მოხდება სახელმწიფო გადატრიალება, ამუშავდება მეორე ფრონტის იდეა, ამიტომ ძალიან ემიციურები არიან, მაგრამ საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას არ აპირებენ”

“ქართული ოცნების” დემოკრატობანას თამაშმა მიყვანა ჩვენი ქვეყანა არეულობამდე და ომის საფრთხემდე”

327

ამა წლის 7-8 მარტს საქართველოში განვითარებული მოვლენები  მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა _ ზოგი ქართველებს, საქართველოს მთავრობას ჭკუას არიგებდა, ზოგი დასცინოდა, ზოგიც გულშემატკივრობდა

საქართველოში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოძრაობახალხის ძალისმიერ ინიცირებულ კანონსუცხოური გავლენის აგენტების შესახებრუსული უწოდეს და ლოზუნგითშინ ევროპაში _ არა რუსულ კანონს!” მხარი დაუჭირეს პარლამენტის შენობასთან  გამართულ საპროტესტო აქციას, რომელმაც საშიში ფორმები მიიღო და ახალგაზრდებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაში გადაიზარდაიმ დღეებში, როდესაც საქართველოში .. აგენტების შესახებ კანონს აპროტესტებდნენ, რუსულმა ტელევიზიებმა ქართველი დიპლომატები მიიწვიეს ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებსა და პირველი მოსმენით მიღებულ, შემდეგ უკან გაწვეულ . რუსულ კანონზე სასაუბროდ.

ქართველების მიწვევა და მათი საუბარი ზოგიერთმა საინფორმაციო საშუალებამ, მსუბუქად რომ ვთქვათ, ცუდად გააშუქა _ ქართველ პოლიტოლოგებს მოღალატეები უწოდეს. მათი გვარები კისააშკარაოზე გამოიტანეს”.

გვესაუბრება რუსეთში მოღვაწე პოლიტოლოგი შოთა აფხაიძე:

_ 2012 წლიდან ამერიკა და ევროპა სხვადასხვა მიზეზით ხშირად აწყობდნენ აქციას ხელისუფლების გადარტიალების მიზნით. ეს ბევრჯერ ვნახეთ. ის, რაც დღეს ხდება ჩვენს ქვეყანაში, დიდწილად “ქართული ოცნების” ბრალია თუ დანაშაული, თქვენ განსაზღვრეთ.

“ქართული ოცნების” მხრიდან დემოკრატობანას თამაშმა მიიყვანა ჩვენი ქვეყანა არეულობამდე და ომის საფრთხემდე… ისიც, რაც “გავრილოვის ღამეს” მოხდა, მომზადებული იყო ამერიკელი კონგრესმენების, ევროპარლამენტარების მიერ…  მიზანი ბოლო აქციისა, რომელიც ამა წლის 7-8 მარტს გამართეს დესტრუქციულმა ძალებმა, სახელმწიფო გადატრიალება იყო, ეს კარგად იციან რუსეთში. ისიც იციან, რომ ამ ყველაფერს საფუძვლად დაედო ვითომ რუსული კანონის მიღების მცდელობა… არადა, კანონი რუსული რომ არ იყო, ყველამ ძალიან კარგად იცოდა…

ბოლო პერიოდში საქართველოში შეიქმნა რამდენიმე ორგანიზაცია, რომელთა უკანაც დგანან უკრაინის სპეცსამსახურები და არახამია, ზელენსკი, არესტოვიჩი ისინი აწყობენ ყველაფერს, რაც ბოლო პერიოდში საქართველოში ხდება. მათ სურთ სახელმწიფო გადატრიალება. სწორედ ამაზე ვლაპარაკობ, როდესაც რუსული ტელეარხების ეთერებში მიწევს გამოსვლა…

 “ქართული ოცნება” დათმობებით, თამაშ-თამაშით საბოლოოდ ძალიან ცუდ შედეგს მოიმკის. მივალთ იქამდე, რისიც ყველა ქართველს ეშინია _ ხელისუფლებაში ნაცები მოვლენ და, მერე რაც მოხდება, ჩემზე და რუსებზე კარგად თვითონ “ოცნების” წარმომადგენლებმა იციან.

_ რას ფიქრობენ რუსეთში საქართველოში ბოლო ხანს განვითარებულ მოვლენებზე?

_ რუსეთში ემოციურად შეხვდნენ იმ მოვლენებს, რომლებიც 7-8 მარტს თბილისში განვითარდა ე.წ აგენტების შესახებ კანონის გამო.

რუსებმა იციან, რომ, თუ საქართველოში მოხდება არეულობა და სახელმწიფო გადარტიალება, ამუშავდება მეორე ფრონტის იდეა, შესაბამისად, რუსეთის წინააღმდეგ დაწესდება სანქციები, ამიტომ ძალიან ემიციურები არიან, მაგრამ საქართველოს საშინაო საქამეებში ჩარევას არ აპირებენ, არც ჩაერევიან. რუსი პოლიტიკოსები  და პოლიტოლოგები ამბობენ, რომ ის, რაც ხდება საქართველოში, მისი საშინაო საქმეა; ამბობენ იმასაც, რომ საქართველოს მართავენ ამერიკელები და დასავლელები, რაც წლების განმავლობაში გრძელდება. მათ იციან, რომ საქართველოში ამერიკა და ევროპა შიგადაშიგ აწყობს და სამომავლოდაც მოაწყობს მსგავს დესტრუქციულ ქმედებებს.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here