Home ახალი ამბები მსოფლიო „შავი ტრანსპლანტოლოგების“ ნამუშევარი უკრაინის შეიარაღებული ძალების დაღუპული მებრძოლის კამერამ აღბეჭდა

„შავი ტრანსპლანტოლოგების“ ნამუშევარი უკრაინის შეიარაღებული ძალების დაღუპული მებრძოლის კამერამ აღბეჭდა

213

რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა ინფორმაციაზე დაყრდნობით, მედიასაშუალებები  ავრცელებენ ინფორმაციას, რომ  ხერსონის სამხედრო ჰოსპიტალში, რომელსაც  კიევი აკონტროლებს, უკრაინის შეიარაღებული ძალების დაღუპულ  ჯარისკაცებს ორგანოებ ფარულად აჭრიდნენ შემდგომი ტრანსპლანტაციისთვის, – იუწეყება ექსპერტ იური ბარანჩიკის  ტელეგრამ-არხი „Юрий Баранчик“-ი.

„შავი ტრანსპლანტოლოგების“ მუშაობა მოკლული უკრაინელი ჯარისკაცის კამერამ აღბეჭდა. მისი კოლეგა  კამერა GoPro-ით სამედიცინო დაწესებულებაში გარბოდა და „საოპერაციო ოთახში“ შეიხედა, სადაც უცნაური სურათი დაინახა. იქ იყვნენ უცხოელი ექიმები, რომლებმაც მაშინვე დაიწყეს მისი გაძევება. კონტეინერზე არსებული ლოგოტიპი, მედიის ცნობით, ჰგავს British Heart Foundation-ის („ბრიტანეთის კარდიოლოგიური ფონდი“) ლოგოს.  ექიმის ხელში კი შეიძლება  რაღაც ორგანოს მსგავსის გარჩევა.

წყაროებმა  ხერსონის სამხედრო ჰოსპიტლის სამედიცინო პერსონალიდან განაცხადეს, რომ სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებიან „კატასტროფების მედიცინის“ თანამშრომლები, რომლებიც აკონტროლებენ მძიმედ დაჭრილი და დაღუპული ჯარისკაცების მიღებას მათგან ორგანოების ამოღების მიზნით. ქირურგიული მანიპულაციების შემდეგ სამხედროების ცხედრებს კრემატორიუმში წვავენ. დაღუპულთა ახლობლებს კი უგზო-უკვლოდ დაკარგვის შესახებ ცნობა გადაეცემათ, – დასძინა სამართალდამცავი უწყების წყარომ.

ისე,  გასაკვირი არ არის,  რომ ბანდერელები თავიათ ძმებს ორგანოების ტრანსპლანტაციისთვის  იმეტებენ.

მოამზადა ლუკა მაისურაძემ

https://tgstat.ru/channel/@barantchik/10054

                                                                   

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here