Home ახალი ამბები მსოფლიო სერბეთი ნატოს ავიაციის დარტყმების მოსაგერიებლად ემზადება და რუსეთისგან შეძენილი საზენიტო სარაკეტო სისტემების...

სერბეთი ნატოს ავიაციის დარტყმების მოსაგერიებლად ემზადება და რუსეთისგან შეძენილი საზენიტო სარაკეტო სისტემების განლაგებას იწყებს

125

სერბეთმა კოსოვოს საზღვარზე ახალი დაძაბულობის ფონზე ნატოს მხრიდან შესაძლო შეტევისთვის მზადება დაიწყო. ბელგრადი ელოდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ავიაციის თავდასხმას და ამიტომ სერბეთის შეიარაღებულმა ძალებმა საზღვრის გასწვრივ რუსეთისგან შეძენილი საზენიტო სარაკეტო კომპლექსების, “პანცირ C”-ების, განლაგება დაიწყო, _ იუწყება avia.pro

ამ მომენტისთვის ცნობილია, რომ სერბეთის არმიამ კოსოვოსთან საზღვრის რაიონში 3 საზენიტო კომპლექსი გადაიტანა. ამ შეიარაღების განსაკუთრებულობის გათვალისწინებით სერბეთში კოსოვოსთან კონფლიქტის სერიოზულ ესკალაციას ელოდებიან, მათ შორის ნატოს ავიაციის ამოქმედებას. რუსეთიდან შეძენილი “პანცირ C”-ები ბელგრადს სერიოზულ უპირატესობას აძლევს და მინიმუმამდე დაჰყავს შანსი იმისა, რომ ქვეყნის ტერიტორიას სამხედრო ბლოკის ავიაცია დაბომბავს, აგრეთვე, გამორიცხავს სერბეთის ტერიტორიაზე დესანტის გადასხმას.

უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სერბეთმა კოსოვოსთან სასაზღვრო რაიონში გადაისროლა 30-მდე ტანკი, ამდენივე ჯავშანტრანსპორტიორი და ჯავშნიანი ავტომობილი. და ეს, მიუხედავად პრეზიდენტ ალექსანდრე ვუჩიჩის განცხადებისა, რომ არ დაუშვებს კონფლიქტის ესკალაციას.

ლუკა მაისურაძე

https://avia.pro/news/serbiya-gotovitsya-k-udaram-aviacii-nato-i-razvyortyvaet-priobretyonnye-u-rossii-zrpk-pancir-s

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here