მთავარი ახალი ამბები “სასამართლოში სააკაშვილი სნაიპერების საქმეზე დღეს უნდა დაეკითხათ, ამიტომ უკრაინის ხელისუფლებამ იგი სასწრაფო...

“სასამართლოში სააკაშვილი სნაიპერების საქმეზე დღეს უნდა დაეკითხათ, ამიტომ უკრაინის ხელისუფლებამ იგი სასწრაფო წესით გადამალა პოლონეთში”

579
გააზიარეთ

სამხედრო ექსპერტ ტრისტან წითელაშვილის განცხადებით, გუშინ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში კვლავ, მესამედ დაკავება, უკრაინინის სასამართლოში დღეს ჩანიშნულ მაიდნის პროცესებს უკავშირდება, სადაც სნაიპერების საქმეზე სააკაშვილი უნდა დაეკითხათ.

ექსპერტი “საქართველო და მსოფლიოსთან” საუბარში აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილი, სასწრაფო წესით მოაშორა უკრაინას და ის, პოლონეთში გადამალა.

“საგულისხმოა, რომ დღეს 13 თებერვალს უკრაინის სასამართლოს უნდა დაეკითხა მაიდნის სისხლისღვრასთან დაკავშირებით  მიხეილ სააკაშვილი, პოროშენკოც მონაწილეა ამ საქმეში და ის გუნდიც, რომელიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაშია. აქამდე სააკაშვილი მათ შანტაჟს ეწეოდა, სასამართლოს, რომ დაეკითხა სააკაშვილი, ყველაფერს იტყოდა, შესაბამისად უკრაინის ხელისუფლებამ გუშინ, სასწრაფო წესით მოახდინა სააკაშვილის გადამალვა პოლონეთში“,- განაცხადა ექსპერტმა.

ექსპერტი დარწმუნებულია, რომ უკრაინაში როგორც კი არჩევნები ჩატარდება, მაიდნის სისხლისღვრაში მონაწილე ყველა პირი დაისჯება.

მაქვს კომუნიკაცია იურისტებთან და პროცესებს ვადევნებ  თვალს თუმცა ეჭვი მაქვს და არ ვარ დარწმუნებული, რომ  დღეს არსებული ხელისუფლების პირობებში, რომელმაც მაიდანზე სისხლი დაღვარა, ამ საქმის გამოძიების მიმართულებას პროგრესი მისცეს”, – აღნიშნა სამხედრო ექსპერტმა.

სამხედრო ექსპერტის განმარტებით, უკრაინის სასამართლოს უკვე აქვს ოფიციალური ჩვენებები მაიდნის მკვლელობაში მონაწილე სნაიპერების, სადაც ისინი სააკაშვილს ადებენ ხელს.

2014 წელს კიევში მაიდანზე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალოვანებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგად 106 ადამიანი დაიღუპა.

2017 წლის დეკემბერში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ადვოკატებმა, კიევში სასამართლო სხდომაზე განაცხადეს, რომ 2014 წლის მაიდანის მოვლენებში ქართველი დაქირავებული სნაიპერები მონაწილეობდნენ.

ნოემბერში კი, უმაღლესი რადას დეპუტატები აცხადებდნენ, რომ მაიდანზე განვითარებულ მოვლენებთან კავშირი მიხიელ სააკაშვილს აქვს, რომელმაც ქვეყანაში სნაიპერები ჩამოიყვანა.

თავად სააკაშვილი ბრალდებას აბსურდულს უწოდებს.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here