Home ახალი ამბები მსოფლიო საქართველოს მეგობრის გარდაცვალების შესახებ

საქართველოს მეგობრის გარდაცვალების შესახებ

86

სამწუხარო ინფორმაცია მივიღე რუსეთიდან: გარდაიცვალა შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთისა და საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელი (2017-2020 წწ.) ევგენი კონიშევი, _ წერს politrus.comის გვერდზესაქართველოს უკვდავი ჯარისმსვლელობის ორგანიზატორი გულბაათ რცხილაძე.

ევგენი ივანეს ძეს ჰქონდა მტკიცე ხასიათი და იყო მომთხოვნი ადამიანი, რომელსაც საქმეში კონკრეტულობა უყვარდა. საქართველოში მისი მოღვაწეობის პერიოდი დაემთხვა პროვოკატორების გაქტიურებას _ 2019 წლის ე.წ. გავრილოვის ომის მოვლენებსა და ამის შედეგად შექმნილ კრიზისს. შემდეგ იყო მსოფლიოში გამოცხადებული პანდემიით განპირობებული პრობლემები. ამ კრიზისული ვითარების ფონზე ევგენი კონიშევი ღირსეულად გამოიყურებოდა.

ბატონ ელჩთან პირველი კონტაქტი მქონდა ბათუმში, როცა ჩვენი კოლეგისა და მეგობრის, სიმონ (სოსო) ქორიძის, მოწვევით სპეციალურად ჩამოვიდა დიდი სამამულო ომის მონაწილე და ბერლინის შტურმის მონაწილე სერგო ტაბაღუასთან შესახვედრად. ელჩმა ვეტერანს გადასცა  მედალი #437715 (“ბერლინის გმირული შტურმისა და აღებისთვის”), რომელიც ძვირფასია ხანდაზმული ქართველი ვეტერანისთვის.

ბატონი ელჩის გულწრფელი სიხარული გამოიწვია “საქართველოს უკვდავი ჯარის” მსვლელობამ თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე, რომელიც ვაკის პარკში დასრულდა, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან.

ეს და სხვა კეთილი მოგონებები ევგენი ივანეს ძე კონიშევის შესახებ მუდამ დარჩება ჩემს მეხსიერებაში.

გულბაათ რცხილაძე, “საქართველოს უკვდავი ჯარის” მსვლელობის ორგანიზატორი, პოლიტოლოგი.

ფოტოზე: ევგენი კონიშევი (ცენტრში), სერგეი ტაბაღუა (მარჯვნივ) და სოსო ქორიძე

გიორგი გაჩეჩილაძე

https://www.politrus.com/2022/09/13/russia-georgia-26/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here