Home ახალი ამბები საქართველო საქართველოს ისტორია _ 1988  წლის 12 ნოემბერი, ოქროს ხანის დასასრულის დასაწყისი

საქართველოს ისტორია _ 1988  წლის 12 ნოემბერი, ოქროს ხანის დასასრულის დასაწყისი

958

ჩემი ბოლო წერილი, რომელშიც მამა-შვილ აკაკი და პაატა სურგულაძეების მონოგრაფია  „საქართველოს ისტორია 1783-1990“-ზე  დაყრდნობით ვისაუბრე, ამ თემაზე რიგით მეორე აღმოჩნდა. პირველი წერილისგან განსხვავებით, რომლის სათაურადაც მონოგრაფიის ავტორთა „მშრალი“ სათაური უცვლელად  დავტოვე,  მეორის სათაურს ერთი ემოციური ფრაზა დავამატე და გამოვიდა ასე _ „საქართველოს ისტორია 1783-1990 _ ოქროს ხანის დასაწყისი და დასასრული“…

ამდენი იმად ვისაუბრე ბოლო ორ წერილზე, რომ მესამე წერილმა ძალიან დაიგვიანა. რაც ჩემი ბრალი არ არის, რადგან  10 ნოემბერს ინფარქტმა „მგლიჯა“. კაი ხანს ვიდექი საიქიოს კართან, მაგრამ  მიქელ-გაბრიელმა უარი მითხრა, ჯერ ადრეა, ცოტა კიდევ მოითმინეო. აი, ზუსტად ისე, როგორც საქართველოა ატუზული ნატოს კართან და ეუბნებიან, –  აუცილებლად მიგიღებთ, ოღონდ  ჯერ ვერაო. თუმცა ამ სიტუაციებს შორის, მსგავსებასთან ერთად, ერთი „უმნიშვნელო“ სხვაობაც არის. როცა იქნება, მიქელ-გაბრიელი გამიღებს საიქიოს მარადისობაში მიმავალ კარს, საქართველოს კი არასოდეს ეღირსება არც ნატო და არც ევროკავშირში შესვლა. ბოლო წერილში ვთქვი: საქართველოს ოქროს ხანის XIX საუკუნე მიმოვიხილე, მაგრამ  რაღაცები, ალბათ,  გამომრჩა-მეთქი და მესამე, ანუ ამ  წერილის ინტრიგად დიდი ქართველი პოეტის –  მეფე ერეკლეს შვილიშვილ გრიგოლ ორბელიანის გამონათქვამი დავუტოვე მკითხველს, რომელსაც აქაც გავიმეორებ, რადგან  სწორედ ის ერთ-ერთი „რაღაცაა“, რომელიც გამომრჩა: „ღმერთო, ნუ მიიყვან რუსეთს ისეთ სასოწარკვეთამდე, რომ იძულებულნი შეიქნენ დატოვონ საქართველო, რომელიც უმალ არეულობის, ურთიერთ შუღლისა და დაუძინებელი მტრების თავდასხმის მსხვერპლი გახდება“…

როგორც ზემოთ აღვნიშნე, საქართველოს არასოდეს მიიღებენ ევროკავშირში და ძალიანაც კარგი, თუ არ მიიღებენ. რატომ ძალიანაც კარგი, ამას დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის, 1894-1914  წლებში  ქალაქ  ფოთის თავის – ნიკო ნიკოლაძის ნათქვამის ციტირებით ავხსნი:

ნიკო ნიკოლაძემ  ჯერ კიდევ 1865 წელს გერცენის „კოლოკოლში“ აღნიშნა, რომ „საქართველო რუსეთთან კავშირში უფრო მალე მიაღწევს თავისი მდგომარეობის საუკეთესოდ მოწყობას, ვიდრე მაშინ, როცა მას მოკავშირედ ან მფარველად ეყოლება  ევროპის რომელიმე ერი (წაიკითხე ევროკავშირი _ დ.მ.), რომ აღარაფერი ვთქვათ ოსმალეთსა და სპარსეთზე, რომლებისაც საქართველოში არც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი მოწადინებული არ არის“. ვფიქრობ, საგულისხმო პარალელია დღევანდელობასთან… და კიდევ ერთი  მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებ: 1877-78  წლებში  რუსეთ-თურქეთის  ომის შედეგად საქართველოს დაუბრუნდა 300  წლის წინათ დაკარგული აჭარა.

უმადურობა დიდი ცოდვაა. ერის უმადურობა კიდევ უფრო დიდი _ რუსებისა და ქართველების ტკბილ-მწარე ერთად ცხოვრების ორსაუკუნოვან ისტორიაში მხოლოდ მწარე ამოქექო და სიკეთეები არ დაინახო. ამას კახურად „ვირო მადლი“ ჰქვია. ქვეყნის ეკონომიკურ აღორძინებას, ევროპული კლასის უმაღლესი განათლების მიღების საშუალებას და ა.შ. სხვა ყველაფერს  თავი რომ დავანებოთ, მხოლოდ  ის  რად ღირს, რომ ერთმორწმუნე რუსეთთან შეერთებამ, ფიზიკური  განადგურებისა (XIX საუკუნის დამდეგს ამერ-იმიერ საქართველოში, სულ რაღაც, 700 ათასამდე ქართველი იყო დარჩენილი) და ზნეობრივი გადაგვარებისგან გვიხსნა. ჰოდა, მადლობის მაგიერ, როცა დრო იხელთეს, ქართველებმა ჩასცეს ზურგში ხანჯალი  ერთმორწმუნე, გადამრჩენ და  მარჩენალ  რუსეთს, მაგრამ  ამაზე ქვემოთ…

ჰოდა, ახდა გრიგოლ ორბელიანის შიში _ ქართველთა უმადურობამ ისეთ სასოწარკვეთამდე მიიყვანა რუსეთი, რომ დატოვა საქართველო, რომელიც  უმალ  ურთიერთშუღლისა და დაუძინებელი  მტრების თავდასხმის მსხვერპლი შეიქნა…

   და აი, როგორც იქნა, მოვაღწიეთ XX საუკუნის საქართველოს ისტორიის ოქროს ხანის დასასრულის დასაწყისამდე, რაც წინამდებარე წერილს სათაურად შევურჩიე. ახლა მავანი გამომიხტება: რა მოხდა ისეთი კარგი საქართველოსთვის გასულ საუკუნეში, მონატრება ასე რომ მოგეძალაო?..

XX  სუკუნე საქართველოსთვის ერთობ არასახარბიელოდ დაიწყო:  1907-ში ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა გიგლა  ბერბიჭაშვილის  ხელით უგვირგვინო მეფედ წოდებული დიდი ილია მოუკლეს საქართველოს; ილია, რომელიც რუსეთის დუმის წევრიც იყო, სადაც იგი რუსეთის იმპერიიდან გასვლისთვის კი არა, საქართველოსთვის კულტურული ავტონომიის მინიჭებისთვის იღვწოდა. შემდეგ, 1914-15 წლებში, ერთმანეთის მიყოლებით  საიქიოს გაემგზავრნენ  მთის არწივი, დიდი ვაჟა და საქართველოს ბულბულად წოდებული აკაკი, რაც ეროვნული ძალებისთვის აუნაზღაურებელი დანაკლისი იყო. შესაბამისად, გაძლიერდნენ  ანტიეროვნული ძალები და, ჰოი, საცრებავ, ახალგამომცხვარი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ  ილიას დაუძინებელი მტერი ნოე ჟორდანია მოგვევლინა.   სამი წლის შემდეგ ამ მთავრობის წევრებმა კურდღლებივით მოცოცხეს საქართველოდან პარიზში. ეს ყველაფერი შესაძლებელი შეიქნა I  მსოფლიო ომისა და რუსეთში 1917 წლის ბოლშევიკური გადატრიალებით გამოწვეული გეოპოლიტიკური ძვრების შედეგად…

გერმანიიდან პეტროგრადში მიმავალი მატარებლის   ვაგონში  170 კაცი იჯდა, რომელთაგან 40  სიონისტი ებრაელი იყო. სწორედ ისინი უშლიდნენ ხელს დიდ სტალინს, რომელმაც ლენინის სიკვდილის შემდეგ ფიზიკურად მოსპო მსოფლიო რევოლუციაზე მეოცნებენი, ხოლო ტროცკი   ქვეყნიდან გააძევა და რეალპოლიტიკას მიჰყო ხელი. მოკლედ, 1930 წლიდან გორელი მეწაღის შვილი  რუსეთის  უზარმაზარ  იმპერიას ერთპიროვნულად მართავდა. სწორედ მაშინ განაცხადა სტალინმა საბჭოთა ხალხის გასაგონად აშშ-დასავლთზე: „აშშ-ევროპა ჩვენზე 100 წლით წინ არის.  ჩვენ ეს ჩამორჩენა 10 წელიწადში თუ ვერ დავფარეთ, მსოფლიო იმპერიალიზმი გაგვანადგურებს“. და უმალ დაიწყო ყველა მიმართულებით  დღედაღამ მუშაობა.

რაც შეეხება რეპრესიებს, დიდი საქმეები უმსხვერპლოდ ვერ კეთდება. ბევრი სამართლიანად, უფრო მეტი _ უსამართლოდ დასაჯეს, მათ შორის ბაბუაჩემიც. სამაგიეროდ, სტალინმა ხალხზე ორიენტირებული ისეთი ქვეყანა ააშენა, რომლის მსგავსი არასოდეს  არავის უშენებია. სტალინის გენიამ დაამარცხა  კაცობრიობის მტერი – გერმანული ფაშიზმი და მას შემდეგ გაგრძელდა საქართველოს უახლეს ისტორიაში უკანასკნელი ოქროს ხანა. უზარმაზარ სსრკ-ში, რუსეთისა და ბელორუსიის გარდა, ყველა რესპუბლიკა  მეტ-ნაკლებად დოტაციაზე  იყო; მათ შორის საქართველოს სსრ პირველობას არავის უთმობდა და, შესაბამისად, სწორედ აქ იყო ცხოვრების ყველაზე მაღალი დონე. შემდეგ მოდიოდნენ ბალტიისპირეთის  რესპუბლიკები, უკრაინა და ა.შ. მოსკოვისა და ლენინგრადის გამოკლებით, ცხოვრების ყველაზე დაბალი დონით რუსეთის ფედერაცია გამოირჩეოდა. რუსი, ანუ კოლონიზატორი ერის მოსახლეობის უმრავლესობა მიწურებში ცხოვრობდა, რომელსაც ე.წ. სამაგონით (არაყი), კარტოფილითა და „კვაშენი კაპუსტით“ (მჟავე კომბოსტო)  გაჰქონდა თავი. ეს იმ დროს, როცა ქართველების  უმრავლესობა სოფლად 2-სართულიან „სასახლეებში“ცხოვრობდა, ხოლო სოფლად თუ ქალაქად მოსახლეობა მწვადის ოხშივარში „იხრჩობოდა“. არაფერს ვიტყვი იმაზე, რომ სახელმწიფო უფასოდ არიგებდა ბინებს… ერთადერთი „ნაკლი“ ოქროს ხანისა  იყო ის, რომ სტალინის მიერ ჩამოფარებული  რკინის ფარდის მიღმა გასვლა-შემოსვლა თითქმის შეუძლებელი იყო და, როგორც ცხოვრებამ აჩვენა, ძალიანაც კარგი ყოფილა, რადგან ალენ დალესის დოქტრინა, რომელიც საიდუმლოდ წარუდგინა აშშ-ის კონგრესს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს იმჟამინდელმა შეფმა და რომლის ასლიც მეორე დღესვე სტალინის მაგიდაზე იდო, თითქმის ერთი-ერთში იმეორებს იმას, რაც დღევანდელ მსოფლიოში ხდება ე.წ. ადამიანის უფლებების დაცვით შენიღბული _ ახალგაზრდობის გარყვნა-გათახსირება, ღმერთისა და ეკლესიის (განსაკუთრებით მართლმადიდებლობის) უარყოფის პროპაგანდა და, რომ არა რკინის ფარდა,ის,  რაც დღეს ხდება საქართველოში, გაცილებით ადრე მოხდებოდა. ეგეც რომ არა, ხმელეთის 1/6-ზე გადაჭიმულ საბჭოეთში მთაც გვქონდა და ბარიც, ზღვაც და მდინარეც. რომელი საფრანგეთის რივიერა შეედრება ამ ქვეყნის მიწიერ სამოთხე აფხაზეთის გაგრა-ბიჭვინთას ან   რიწის ტბას? საბჭოთა კავშირში,  პრაქტიკულად, უფასო იყო კომუნალური  მომსახურება. დიახ, უფასო, რადგან ბუნებრივ აირს, დენს, წყალს, გათბობას  სიმბოლური ფასები ედო. რაც მთავარია, სსრკ-ში  რიგით ადამიანს ხვალინდელი დღის  არ ეშინოდა, რადგან ოჯახის რჩენა ხელფასით შეიძლებოდა, უმუშევრობისთვის კი  ციხეში სვამდნენ. ასეთი რამ გაგონილა სადმე?

ჰოდა, ამ სამოთხე ქვეყანაში მოვიდა დასავლეთის გავლენის აგენტი გორბაჩოვი „პერესტროიკა-გლასნოსტით“ და ეს აწყობილი ქვეყანა, რომელსაც პატარა რემონტი სჭირდებოდა მხოლოდ და არა „ამერიკული დახმარება“, დაანგრია და საბჭოთა კავშირთან ერთად საქართველოს ოქროს ხანაც დასრულდა. როგორც წერილის სათაურში აღვნიშნე, საქართველოს ოქროს ხანის დასასრულის დასაწყისად 1988 წლის 12 ნოემბერი მიმაჩნია. რატომ? იმიტომ, რომ სწორედ ამ დღეს გაიმართა თბილისის იპოდრომზე საქართველოს ეროვნულ–განმათავისუფლებელი  (როგორც აღმოჩნდა, ეროვნულ–დამანგრეველი) ძალების პირველი გრანდიოზული მიტინგი.

მერე იყო 9 აპრილს უაზროდ დაღვრილი სისხლი. უაზროდ, რადგან უკვე ნათელი იყო, რომ სსრკ უჩვენოდაც ინგრეოდა,  დაინგრა კიდეც და, თითქოს ვიღაცამ „რუბილნიკი“ გამორთოო, სსრკ-ის დანგრევასთან ერთად, საქართველოში მყისიერად ჩაქრა შუქი, შეწყდა ბუნებრივი აირი და ა.შ. – ყველაფერი ის, რასაც „საზიზღარი“ რუსეთი ათწლეულების განმავლობაში  მუქთად გვაძლევდა. მერე, გრიგოლ ორბელიანისა არ იყოს, იმდენი ვუჩიჩხინეთ რუსებს, რომ ერთხელაც, რომ იტყვიან, ყელში ამოუვიდათ, დატოვეს უმადური საქართველო და „ხელს გააყოლეს“  სოხუმი და ცხინვალი, რომელთა დაბრუნების შანსი, ანგლოსაქსების დახმარების იმედით,  პრაქტიკულად, ნულის ტოლია. როგორი დახმარება იციან იანკებმა, კიევის მაგალითზე ვნახეთ. ყველაზე სავალალო არის ის ,რომ  მიმდინარეობს ქართველი ახალგაზრდების გარყვნა-გადაგვარების, ლგბტ-ზაციის  პროცესი. ამაზე მუშაობენ „სოროს-მოროსების“ მიერ დაფინანსებული სატანისტური ძალები, რომლებსაც „რატომღაც“  ადამიანის  უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს უწოდებენ. ეს პროცესები ისე შორს არის წასული, რომ ვეჭვობ, ქირურგიული ჩარევის გარეშე რამე გამოვიდეს.

დავით მხეიძე                                                                                               

P.S. კათალიკოს ანტონ პირველის ეპისტოლეს, რომელიც ერეკლე მეფეს 1767 წელს გამოუცია, ერეკლეს სიტყვები აქვს დართული. ეპისტოლე  15 მუხლს  შეიცავს, მასში ვკითხულობთ: „ჩვენ ირაკლი მეფემან, მპყრობელმან ქართლისა და კახეთისამან, ნებაყოფლობითა სრულ ერთიანად ჩვენის ქვეყნების თავადთა, აზნაურთა, დიდვაჭართა და გლეხთა: ღვთის მოწყალებით ამას ზედა დიაღ გულდაჯერებულ ვართ, (იგულისხმება დოკუმენტში ზემოთ ჩამოთვლილი ეპისტოლეს 15 მუხლი),  რომ ჩვენს ქვეყანაში არც ყოფილა და არც არის ამისთანა ავნი და ღვთისგნ მარისხებელნი საქმენი, მაგრამ ჩვენ ხალხს ვაბრთხილებთ: თუ ვინმე ამისთანა  საქმის  მქნელი გამოჩნდესან მომწამლელნი, ან კაცის შემკრელნიან სიყვარულის და  სიძულვილის  წამლის  მიმცემნი, ან ღვთის  დიდად განმარისხებლისა  და მიუტევებელისა ფინთისა  და მყრალისა  და ცეცხლით საუკუნოდ მწველისა  მამათმავლობის მქმნელნი, მამალნიანუ დედალნი, ესენი  უნდა ძალიანი და  საანდაზო  ჯაჯაებით (ჯაჯადამნაშავე კაცის ტანჯვაწამებადაიხოცნენ.   ეს განჩინება  ყოველმა  ეპისკოპოსმა  თავის სამწყსოს  საყდრებში თავის  ხალხს  წაუკითხონ და გააფრთხილონ“.

 წყარო: კორნელი კეკელიძე, „ქართული ლიტერატურის ისტორია“, ტომი 1, თავიკანონიკა, გვერდი 522.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here