მთავარი ახალი ამბები სანქტ-პეტერბურგის ცენტრში უჩვეულო ავტოსაგზაო ნიშნები გამოჩნდა

სანქტ-პეტერბურგის ცენტრში უჩვეულო ავტოსაგზაო ნიშნები გამოჩნდა

2432
გააზიარეთ

სანქტ-პეტერბურგის ცენტრში უჩვეულო ავტოსაგზაო ნიშნები გამოჩნდა. ერთ-ერთ მათგანზე კი ნაჩვენებია მანძილი საქართველომდე.

“მადლობას ვუხდი სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორ გიორგი პოლტავჩენკოს იმ სიყვარულისთვის, რომელსაც მისი მხრიდან მუდმივად გრძნობს ჩვენი დიასპორა, ჩვენი ერთმორწმუნე ხალხები ისტორიულად ერთად იყვნენ და სიყვარულის ეს სიმბოლური ნიშნები ჩვენი მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის დასტურია”,- აღნიშნა “რუსეთში ფედერალური ქართული ეროვნულ -კულტურული ავტონომიის” პრეზიდენტმა გიორგი წურწუმიამ.

საგზაო ნიშნები ქართული კულტურის დიდი ორდღიანი ფესტივალის – «გრუზია PLAY»-ს წინა დღეებში აღიმართა, რომელიც 17-18 თებერვალს “ARTPLAY”-შია დაგეგმილი. ფესტივალში ჯგუფი “მგზავრები”, მომღერალი ნინო ქათამაძე და სხვები მიიღებენ მონაწილეობას.

მათ შორის ერთ საგზაო ნიშანზე ხაჭაპურია გამოსახული.

ღონისძიების დასრულების შემდეგ საგზაო ნიშნებს აიღებენ.

accent.ge

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here