Home სხვადასხვა სამსახეობა რეზო გაბრიაძისა

სამსახეობა რეზო გაბრიაძისა

1898

ანჩისხატის უბანში რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრი, თავისი `პიზის კოშკით~ და კაფეთი ექსკურსანტებისთვის, ტურისტებისთვის და `ვიზიტორებისთვის~, შეიძლება ითქვას, საკულტო ადგილია.

წელიწადის ყველა დროს და ყოველგვარ ამინდში მნახველთა ნაკადი არ წყდება.
ამ დღეებში აქაურობას ბატონ რეზოს ხელწერისთვის ჩვეული, ორი, თითქოს უმნიშვნელო, სინამდვილეში კი სერიოზული დატვირთვის მქონე ორი შტრიხი შეემატა: დამრეცი კოშკის ძირას, მიწიდან ასე ორი მტკაველის დონეზე, სარკმელში ეს-ესაა გამოცემული წიგნები გამოიფინა: შერეკილები, Gედევანი და საშობაო მოთხრობები.

ეს ერთი. და მეორე _ კაფეში, სარკის თავზე, თაროზე _ იგივე `შემადგენლობა~.
შეიკრა ტრიადა _ თეატრი, მხატვრობა, პროზა _ სამსახეობა რეზო გაბრიაძისა. ამ სერიოზულ დატვირთვაზე მოგახსენებდით. წიგნების შეძენა აქვე შეიძლება.

არმაზ სანებლიძე

თაროზე შემოდებული წიგნები

მიწიდან ორი მტკაველის დონეზე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here