Home ახალი ამბები საქართველო საკონსტიტუციო სასამართლოში აცხადებენ, რომ სასამართლოს პლენუმმა განსახილველად მიიღო კონსტიტუციური სარჩელი – „საქართველოს...

საკონსტიტუციო სასამართლოში აცხადებენ, რომ სასამართლოს პლენუმმა განსახილველად მიიღო კონსტიტუციური სარჩელი – „საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“

115

საკონსტიტუციო სასამართლოს ცნობით, სასამართლოს პლენუმმა განსახილველად მიიღო №1711 კონსტიტუციური სარჩელი – „საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“.

„საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა გაიზიარა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის დასაბუთებული წინადადება, რომლის თანახმადაც, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლების თანამდებობაზე საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კანდიდატების დანიშვნაზე უარის თქმის კონსტიტუციურობის შეფასება მოითხოვს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებების ფარგლების განმარტებას.

საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკისა და საგარეო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილებების ფარგლების განსაზღვრამ შესაძლოა, წარმოშვას საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათი ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პლენუმმა მიიჩნია, რომ მართებულია №1711 კონსტიტუციური სარჩელი განხილულ იქნეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ“, – აცხადებენ საკონსტიტუციო სასამართლოში.

ამავე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დავის საგანია საქართველოს ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის უმოქმედობის კონსტიტუციურობა.

https://1tv.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here