Home ახალი ამბები მსოფლიო საგარეო დაზვერვა და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ფაშინიანზე გავიდნენ: სომხეთმა რუსეთი და აშშ...

საგარეო დაზვერვა და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ფაშინიანზე გავიდნენ: სომხეთმა რუსეთი და აშშ მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიწვია

138

18 ივლისს სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელ სერგეი ნარიშკინს შეხვდა და მასთან ერთად სამხრეთ კავკასიაში შექმნილი ვითარება განიხილა.

ფაშინიანმა და ნარიშკინმა იმსჯელეს რეგიონული და საერთაშორისო ურთიერთობის საკითხებზე, ამიერკავკასიაში მიმდინარე პროცესებზე.  ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ნარიშკინის ვიზიტი სომხეთსა და რუსეთს შორის სამოკავშირეო ურთიერთობებზე მსჯელობის კიდევ ერთი შესაძლებლობაა და ორმხრივი ძალისხმევის შედეგად ურთიერთთანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით კი, მოსკოვსა და ერევანს შორის პოლიტიკური დიალოგი პარტნიორობის განვითარებისკენ არის მიმართული.

აღსანიშნავია, რომ 15 ივლისს ერევანში მოულოდნელად ჩავიდა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს შეფი უილიამ ბერნსი, რომელსაც იმავე დღეს შეხვდა ნიკოლ ფაშინიანი. მათ განიხილეს რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხები.

ზოგიერთი სომეხი პოლიტოლოგის აზრით, ერევანში, სავარაუდოდ, უკრაინის საკითხზე გაიმართა საიდუმლო შეხვედრა რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here