Home ახალი ამბები საქართველო სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს, ანუ  ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი

სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს, ანუ  ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი

821

წელიწადზე მეტია, უკრაინის მიწაზე აშშ-სა და რუსეთს შორის  მიმდინარეობს  ომი, რომელსაც  შეიძლება მესამე მსოფლიო ომი ვუწოდოთ, რადგან ე.წ. კოლექტიურ დასავლეთს – ევროკავშირს, ნატოს, აშშ-ს, მათ სატელიტებს… –  ჯამში, 40-ზე მეტი ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო, იდეოლოგიურ გაერთიანებას (რომლებიც, როგორც ჩვენ თვალწინ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან ჩანს, აშშ-ის თაოსნობით მტკიცედ და შეუქცევადად დაადგნენ ლგბტ-პედერასტიისკენ მიმავალ გზას) რუსეთი, პრაქტიკულად, მარტოდმარტო  ებრძვის.

რუსეთის ერთადერთი „დანაშაული“ კულტუროსანი (წაიკითხე, ლიბერასტული) კაცობრიობის წინაშე კი არის ის, რომ რუსეთი, ე.წ. მესამე რომი, ბიბლიის ფესვებიდან ამონაყარი მართლმადიდებელი ქრისტიანული იმპერიაა.

ყოველივე კი, ჩემი აზრით, იმის თქმის  უფლებას იძლევა, რომ უკრაინაში აშშ-სა და რუსეთს შორის მიმდინარე ომს რელიგიათა  ომი ვუწოდოთ… მაგრამ არა! ზემოხსენებულ  კოალიციას რელიგია რომ უწოდო, მკრეხელობაა. ღმერთსა და სატანას შორის ომი – აი, ჩემი აზრით, ზემოაღნიშნული დაპირისპირების უფრო შესაფერისი განსაზღვრება.

  ზემოთ, „პრაქტიკულად, მარტოდმარტო“-მეთქი რომ „წამომცდა“, მხედველობაში მქონდა ის, რომ რუსეთს, ნაღდი, უღალატო  მოკავშირე მხოლოდ ერთი ჰყავს –  ალექსანდრე ლუკაშენკოს მართლმადიდებელი ბელარუსი.

ამ „რასკლადით“ რიცხობრივი უპირატესობა  აშკარად ლგბტ-თა  მხარეს იყო და არის, მაგრამ ომში რიცხობრივი უპირატესობა არაფერია, თუ რამე იდეა, უანგარო საბრძოლო მოტივაცია არ გაქვს. სწორედ იმიტომ, რომ ლგბტ-თა კოალიციას, აშშ-ის მწვანე „მაკულატურის“ გარდა, სხვა იდეა არ აქვს, ვოვას მოსკოვსა და ბატკას მინსკს, უკაცრავად  და, დღემდე ფეხები ვერ მოჭამეს და ვერც ხვალ მოჭამენ.

რაც შეეხება მესამე მსოფლიო ომის დაწყების ალბათობას, ის უკვე,  დიდი  ხანია, დაწყებულია გლობალური საინფორმაციო ომის სახით. ამ ომის ერთი „ჭანჭიკი“ კი, გინდა არ გინდა, პატარა საქართველოც არის. ძალიან კარგია, რომ საქართველოში მეორე ფრონტი ვერ გახსნეს (უწინარესად, ირაკლი ღარიბაშვილის ვაჟკაცური, ეროვნული პოზიციის წყალობით)  და ნაკლებად მაინტერესებს, ამ შემთხვევაში ვინ ვისთან არის შეკრული. ამასთანავე, ძალიან ცუდია, როდესაც პრემიერი ღარიბაშვილი ეროვნულ რიტორიკას – „მე პირველ რიგში საქართველოს ინტერესებით ვმოქმედებ“ – ნატოს, აშშ-ისა და ა.შ. ქება-დიდებით აფუჭებს, რადგან, ერთი მხრივ, იმის აღიარება, რომ რუსეთის გარეშე აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ და იქვე  ნატოში შესვლაზე ლაპარაკი, რბილად რომ ვთქვათ, ურთიერთგამომრიცხავია.

ხალხს სიმართლე (თუნდაც მწარე) უნდა უთხრა. მაგალითად, ის, რომ სოხუმსა და ცხინვალს უახლოეს მომავალში ვერც რუსეთი და, მით უმეტეს, ვერც აშშ ვერ დაგვიბრუნებს; ანდა ის, რომ  უკრაინა და, მით უმეტეს, თურქეთი, არასოდეს ყოფილან ჩვენი მეგობრები; რომ საქართველო არასოდეს ყოფილა ევროპა. რაც შეეხება ქართულ ტელემედიას, მხოლოდ  „ობიექტივიდან“ და „ალტ-ინფოდან“ თუ მოისმენ ეროვნულ რიტორიკას, მაგრამ რად გინდა, ფინალი იქაც დასავლურია…

ერთი სიტყვით, რასაც წერილის სათაურში სხვას მოვუწოდებ, იმის გამკეთებელს მედიაში ვერ ვხედავ, ამიტომ მათ სათქმელს მე ვიტყვი და მართლაც _ სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს:

ქართველ ხალხს ეროვნული ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთის უარყოფით მხარეებზე საუბრისას მასთან მჭიდრო ურთიერთობების აუცილებლობაზე  კი არ გაამახვილებს ყურადღებას, არამედ ჰომოსექსუალიზმის გზაზე დამდგარი დასავლეთის ალტერნატივას შესთავაზებს  ქართველ საზოგადოებას იმის გათვალიწინებით, რომ რუსეთში  მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს. სწორედ აქედან გამომდინარე,  რუსეთი უნდა გახდეს საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე ამიერ და იმიერ კავკასიაში.

ისე, ცნობისთვის: „ჩვენმა ისტორიულმა მტერმა“ რუსეთმა გადაარჩინა ერთმორწმუნე ქართველი ერი ფიზიკური განადგურებისგან და მანვე აქცია თბილისი სრულიად კავკასიის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ ცენტრად. სამაგიეროდ რა მიიღეს ჩვენგან? ახლაც კი, გლობალური კატაკლიზმების ჟამს, აშშ-ის  მიერ წაქეზებული საქართველოდან რუსეთის მიმართულებით ლანძღვა-გინების ნიაღვარი მიედინება. მიუხედავად ამისა, რუსეთში მცხოვრები ქართველებისთვის, რომ იტყვიან, უბატონოდ ხმა არ გაუციათ… როდემდე აიტანენ რუსები ქართველების „ვირო მადლს“, ვინ იცის?! ერთიც ვნახოთ და ცხინვალში ვინმემ ცოტა ხმამაღლა ჩაახველა, რა უნდა ვქნათ მერე – აშშ-ის  ელჩი შეუვარდება რუსულ „ჟანგიან“ ტანკს თუ ჩვენი ბანდერელ-ფაშისტი „მეგობრები“ გადმოსხამენ საჰაერო დესანტს საქართველოს დასაცავად?!

დავით მხეიძე                                                                        

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here