სააკაშვილის ბიძა: ჩემი დისშვილი გადაშლილი წიგნია, რომელიც წყნარად უნდა იკითხო

1884
გააზიარეთ

რუხი კარდინალი, ЦРУ-ს აგენტი ქართული აქცენტით და ბნელი წარსულით – ამ ქვესათაურით რუსულმა ტელეარხმა ნტვ-მ, უკრაინის ყოფილი გუბერნატორის და საქართველოს ექს პრეზიდენტის მიხელ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას სატელევიზიო ინტერვიუ გამოქვეყნა.

სააკაშვილის ბიძა, ინტერვიუში ყვება საკუთარი წარსულის, დისშვილ მიხეილის განსაკუთრებული თვისებების და ოჯახის გენეალოგიის შესახებ.

ალსანია ამბობს, რომ მისი ოჯახი საქართველოს უკანასკნელი ორი მეფის – გიორგი XII-ის და სოლომონის პირდაპირი შთამომავალია.

ამერიკაში 1984 წლის მაისიდან ვცხოვრობ. ვაშინგტონში ვიმუშავე საბჭოთა საელჩოში 5 წელი. ყველასთან მისაუბრია , ყველას შევხვედრილვარ სახელმწიფო მდივნებს, კონგრესმენებს..

ბრეჟნევიდან დაწყებული, პრაქტიკულად აშშ-ს ყველა პრეზიდენტს ვარ შეხვედრილი- რეიგანის გამოკლებით, ან გაეროში მუშაობის დროს ან ვაშინგტონიდან.

ჩვენი მოდგმა ორივე მხარიდან პირდაპირი ხაზით შთამომავალია საქართველოს უკანასკნელი ორი მეფის – გიორგი XII-ის და სოლომონის, ბებიის და ბაბუის ხაზით“,- აცხადებს ალასანია

სააკაშვილის ბიძა უკრაინაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ უკრაინა უკრაინელებმა გაყიდეს, თუმც ისინი რუსეთის თანამედროვე ურდოსგან იცავენ მსოფლიოს.

” დღეს უკრაინა იმას აკეთებს, რაც გააკეთა ავსტრიამ. როგორც, ავსტრიამ გადაარჩინა ევროპული კულტურა ოქროს ურდოსგან, უკრაინა იცავს თანამედროვე ურდოსგან მსოფლიოს და ევროპა უნდა იყო მისი მადლობელი , ქედს უნდა უხრიდეს უკრაინას.

უკრაინელები ევროპელი მორჩილი ხალხია. მე ვიყავი პირველ მეიდანზე, ვიყავი მეორე მეიდანზე. იუშენკო ჯერ კიდევ მიშას ინაგურაციაზე გავიცანი და მასზე მიმამაგრეს . (მიმაგრება- ოპერატიული სამსახურების ტერმინოლიგია , კონტროლის გაწევა, პასუხისმგებლობის აღება)

მეიდანის დროს შევხვდით სასტუმროში პოროშენკო, მიშა, მე და კიდევ ერთი ადამიანი. 
როცა ვხვდებოდი მას აზერბაიჯანში თუ სხვაგან საათობით ვსაუბრობდით უკრაინელი ხალხის ბედზე. პოროშენკოს არჩევისას არავინ იცნობდა, მიშას კი იცნობდნენ“, – განაცხადა სააკაშვილის ბიძამ.

ალსანიას შეფასებით, მისი დისშვილი გადაშლილი წიგნია, რომელიც წყნარად უნდა იკითხო:

“იყო ხალხთან და ემსახურო მას, ესაა უდიდესი ბენიერება, უდიდესი პასუხიმგებლობა, ასე ვღზრდიდით თაობებს და არც მიშაა გამონაკლისი. მიშა არასდროს იტყუება , თავს არ იწონებს , არ კეკლუცობს, ყოველთვის სიმართლეს ლაპარაკობს, ეს მისი განმასხვავებელი ხასიათის ნიშანია. მიშა ალტრუისტია, არაჩეულებრივი ადამიანია. ნახეთ ხომ, როგორ მოკრძალებულად იკვებება და როგორ ცხოვრობს? ის არის ის, რაც არის. არის გადაშლილი წიგნი, რომელიც წყნარად უნდა იკითხო, თუ გსურს რათქმაუნდა. მე ყოველთვის მის გვერდით ვიყავი და ყოველთვის ვიქნები, რათქმაუნდა არაოფიციალურ ხარისხში”, – აცხადებს ალანსანია.

 

Tb24

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here