მთავარი ახალი ამბები სააკაშვილი დახმარებას გერმანიის კანცლერს სთხოვს

სააკაშვილი დახმარებას გერმანიის კანცლერს სთხოვს

809
გააზიარეთ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დახმარებას ევროკავშირსა და გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს სთხოვს. ამის შესახებ გამოცემა Bild-ი წერს.

კიევის კაფეში მე თავს ნიღბიანები დამესხნენ, გამიტაცეს, მემუქრებოდნენ. შემდეგ მათ კერძო თვითმფრინავით გადამიყვანეს პოლონეთში. ამ აქციის უკან უკრაინის კორუმპირებული პრეზიდენტი პეტრო პოროშენო დგას. თუ ევროკავშირი, კერძოდ კი ანგელა მერკელი არაფერს იღონებს, უკრაინა ჩაიძირება. პოროშენკო ქვეყანას ანგრევს და უნდა თავიდან მომიშოროს, რადგანაც მე მას კორუფციაში ვამხელ,“-აცხადებს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი 12 თებერვალს, კიევში, რესტორან “სულგუნში” უკრაინის სასაზღვრო სამსახურის სპეცრაზმმა დააკავა და მალევე პოლონეთში გაამგზავრა.

მოგვიანებით სააკაშვილმა უკრაინული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში დაუდასტურა რომ ვარშავაშია,ასევე განაცხადა, რომ ძალიან უხეშად მოექცნენ.

მიხეილ სააკაშვილი კიევის პეჩერსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2017 წლის 11 დეკემბერს პატიმრობიდან გათავისუფლდა.

მანამდე ის ორჯერ დააკავეს. 26 იანვარს კიევის სასამართლომ სააკაშვილს ღამის საათებში სახლიდან გასვლა აუკრძალა.

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. Exla angela merkelii amxile garigebashii da koryptsiashiii tkvii rogor gapinansebda ykrainis revoliytsiass ro aketebdii !!! Midi mihha magaria amxilee ess kapitalistyrii kveknebi da masonebiij koryptsiashiii midii mihhaaa !!!!! Hen xomm avantiyristt proffessionaliii xaarrr !!! Hen xarr missiiaaa !!!! Midii mihhaa 15 miliardii daitrie kartvelebs valebi mogvatsile bankebidann hegvthama am bankirebmaa !!! Merkelii goimia mogtsems pyls gaytrake ytxarii ar amalaparakooo televiziashii toree dagenjrevvaooo !!!

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here