მთავარი ახალი ამბები “სააკაშვილი აშშ-ს პროექტია და ამ ნაბიჯს უკრაინა-პოლონეთი მის გარეშე, ვერ გადადგამდნენ”

“სააკაშვილი აშშ-ს პროექტია და ამ ნაბიჯს უკრაინა-პოლონეთი მის გარეშე, ვერ გადადგამდნენ”

2418
გააზიარეთ

ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ექსპერტთა ნაწილში გაჩნდა მოსაზრება იმის შესახებ, რომ უკრაინის ხელისუფლებამ მიუხედავად საქართველოს მთავრობის მოთხოვნისა, სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებზე უარი განაცხადა და მისი დეპორტაცია მეზობელ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, პოლონეთში მოახდინა. რითიც უკრაინამ საქართველოს, დიპლომატიური შეურაცხყოფა მიაყენა.

აღნიშნულ საკითხზე „საქართველო და მსოფლიო“ პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილს ესაუბრა.

„ჯერ ერთი რა შეურაცხყოფა მიაყენა? – ელემენტარულად სააკაშვილი იყო შესული უკრაინაში პოლონეთიდან, ანუ უკრაინა და პოლონეთმა მოიპალარაკეს მის გადაცემაზე პოლონეთისთვის და ახლა, უკრაინამ პოლონეთს სააკაშვილი, მაღალ დონეზე დაუბრუნა. რაც იქიდანაც ირკვევა, რომ მას აეროპორტში, პოლონეთის საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური ფიგურები დახვდენენ.

სააკაშვილი მიიღეს, არა როგორც დაწიხლული და გაგდებული არამედ, როგორც სერიოზული პოლიტიკოსი, რომელიც გარკვეულ პრობლემებს ქმნის უკრაინაში“,- აღნიშნა ჭიპაშვილმა.

პოლიტოლოგი დარწმუნებული, რომ უკრაინა-პოლონეთი ამ ნაბიჯს ამერიკის შეერთებული შტატების თანხმობის გარეშე, ვერ გადაგდამდნენ, რადგან სააკაშვილი ამერიკის პროექტია. 

აშშ-სთვის სააკაშვილი არის კვლავ აქტიური ფიგურა და იქნება კიდევ დიდი ხანი, ვინაიდან მისი პოლიტიკური შეხედულებები არ გაცვდება. სააკაშვილი არის ამერიკული პროექტი და ასე იოლად არ მოისროლებენ – ჯერ ერთი ახალგაზრდა კაცია და პოლიტიკისათვის ქორფა ასაკის.

ყველაფერი ამერიკის შეერთებულ შტატებთან იყო შეთანხმებული, როგორც პოლონეთის ისე უკრაინის მხრიდან.

მეტსაც გეტყვით, საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებას შორის არის მოლაპარაკება, რომ სააკაშვილი არ იქნეს ექსტრადირებული საქართველოში“,– განაცხადა პოლიტოლოგმა.

 „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერის გია კორკოტაშვილის განცხადებით, საქართველოს მსგავსს „თამაშში“ ჩარევისთვის, შესაბამისი გავლენა არ გააჩნია.

საქართველო იმ დონის მოთამაშე არ არის, რომ ამ თამაშში ჩაერიოს. თუ არის ჩარეული მაშინ დიდი სპექტაკლი არის დადგმული, რომლის მონაწილე არის ბატონი სააკაშვილი„ – აღნიშნა კორკოტაშვილმა.

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, 12 თებერვალს, კიევში, რესტორან “სულგუნში” უკრაინის სასაზღვრო სამსახურის სპეცრაზმმა დააკავა და მალევე პოლონეთში გაამგზავრა.

მოგვიანებით სააკაშვილმა უკრაინული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში დაუდასტურა რომ ვარშავაშია და ასევე განაცხადა, რომ ძალიან უხეშად მოექცნენ დაკავებისას.

გააზიარეთ

1 COMMENT

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here