Home რუბრიკები ეკონომიკა S.O.S. მაშტაბური და სახიფათო სქემა – მოვითხოვთ, აიკრძალოს საქართველოში მომქმედი „ფინანსური პირამიდა“!

S.O.S. მაშტაბური და სახიფათო სქემა – მოვითხოვთ, აიკრძალოს საქართველოში მომქმედი „ფინანსური პირამიდა“!

2189
დღეს საქართველოში უფრო მაშტაბური და სახიფათო სქემა მოქმედებს ვიდრე ეს რამოდენიმე წლის წინ იყო, დაზარალებულია ათეულობით ათასი ადამიანი, მათ დიდი რაოდენობის თანხები დაკარგეს. 20 მილიონიანი ზარალი და ათეულობით ათასი დაზარალებული ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში.  

ფინანსური დანაზოგის გაკეთება და შემოსავლების გაზრდა, ალბათ, თითოეული მოქალაქის სურვილია. ეკონომიკური კეთილდღეობის მისაღწევად ისინი სხვადასხვა გზას მიმართავენ. ფინანსური შემოსავლის გაზრდის ერთ-ერთი საშუალებაა ანაბარი, როლმებსაც ისინი ანთავსებენ სხვადასხვა კომერციულ ბანკებსა თუ საფინანსო კომპანიებში. ხშირად კი, როცა მოქალაქე ანთავსებს ანაბარს ისეთ საფინანსო კომპანიებში, რომლებსაც არ არეგულირებს ეროვნული ბანკი, ხოლო მომხმარებლის მოზიდვას მაღალი საპროცენტო განაკვეთით ცდილობენ, დგება რისკი როცა მოქალაქე შესაძლოა ე.წ. „ფინანსურ პირამიდაში“ გაებას.

სწორედ ამიტომ საქართველოს მოქალაქეებმა შეადგინეს პეტიცია, რომელითაც მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, ფინანსთა მინისტრს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს თხოვნით მიღებულ იქნას კანონი, რომელიც აკრძალავს საქართველოში ფინანსური პირამიდული სქემის არსებობას. საჭიროა ქმედითი ნაბიჟების გადადგმა, თუ ჭაობის დაშრობაზე ფიქრით არ შეუწუხებიათ თავი მთავრობის წევრებს, ხალხის ამ ჭაობიდან ამოყვანის გეგმაზე ფიქრი მაინც ხომ ეკადრებათ.

„საქართველო და მსოფლიო“ უცვლელად გთავაზობთ წერილს, რომელსაც ამ დროისთვის ჯერ მხოლოდ 507 ადამიანი აწერს ხელს:

„უკანასკნელი რამოდენიმე ათეული წლის მანძილზე, ჩვენ არაერთხელ გავხდით მოწმენი საქართველოსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებში სხვადასხვა ტიპის ფინანსური ორგანიზაციების შექმნისა, რომელთა სოლიდური ნაწილი შემდგომში მხილებულ იქნა არაკეთილსინდისიერ ან თაღლითურ საქმიანობაში. როგორც ვხედავთ, ამ პრობლემას აქტუალობა ჯერაც არ დაუკარგავს.

კვლავაც იქმნება ან უცხოური კომპანიების ფილიალების სახით რეგისტრირდება საეჭვო წარმომავლობისა და ფინანსური სტრუქტურის მქონე ორგანიზაციები. სამწუხაროდ, ჩვენს მოქალაქეებში ეკონომიკური საკითხების მწირი ცოდნა ხშირად ხდება საფუძველი მათი ჩათრევის სხვადასხვა ტიპის თაღლითურ სქემებში.

აღნიშნულ თაღლითურ კომპანიებს, რომელთა გავრცელებულ სახეობას წარმოადგენს ფინანსური პირამიდა, მოაქვთ კოლოსალური ზარალი, როგორც მათში ჩართული პირებისთვის, ასევე თითოეული ჩვენი თანამოქალაქისთვის. ქვეყნიდან უკუგებისა და ყოველგვარი კონტროლის გარეშე გაედინება ათეულობით მილიონი აშშ დოლარი, რაც თავისთავად მკვეთრად უარყოფით გავლენას ახდენს ეროვნულ ვალუტაზე. ასეთი კომპანიების საქმიანობა მეტწილად შემოსავლების სამსახურის მხედველობის მიღმა რჩება და სახელმწიფოს დიდი ზარალი ადგება.

თვალსაჩინოებისათვის, გვინდა გამოვყოთ აზიური კომპანია Qnet-ის საქმიანობა ჩვენს ქვეყანაში, რომლის წევრთა რიცხვი უკვე საგანგაშოა. სხვადასხვა მონაცემებით, მასში ჩართულია 30-დან 60 ათასამდე ჩვენი მოქალაქე, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნიდან უკვე მოხდა 50-100 მილიონი აშშ დოლარის გადინება. ამას გარდა, ამ კომპანიის წევრთა უმეტესობა ადგილობრივ ფულად ოპერაციებს ახორციელებს ნაღდი ანგარიშცწორებით და თავს არიდებს საგადასახადო ვალდებულებებს.

არსებობს არაერთი პირდაპირი თუ ირიბი მტკიცებულება იმისა, რომ კომპანია Qnet-ი წარმოადგენს წმინდა წყლის ფინანსურ პირამიდას, რომელიც უნიჭოდაა შენიღბული მრავალდონიანი ქსელური მარკეტინგით. სწორედ ამის გამო, კომპანია Qnet-ი რიგ ქვეყნებში აკრძალულია და მისი ადგილობრივი ორგანიზატორები იხდიან სასჯელს.

მიგვაჩნია, რომ ფინანსური პირამიდები და მსგავსი თაღლითური კომპანიები დიდ ზიანს აყენებენ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და უმძიმესი მატერიალურ-მორალური შედეგები მოაქვთ მათში ჩართული ადამიანებისთვის.

ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერნი, მოვითხოვთ შემჭიდროვებულ ვადებში მიღებულ იქნას კანონი „საქართველოში ფინანსური პირამიდების აკრძალვის შესახებ“ და დაევალოთ შესაბამის უწყებებს ამ კანონის ზედმიწევნით აღსრულება!

პატივისცემით: სალომე აბესაძე“. – ნათქვამია მიმართვაში.

4 COMMENTS

  1. მაინტერესებს საქართველოში რომელი ბანკია საიმედო და რომელ ბანკს ენდოს მეანაბრე. გამცეს ვინმემ ა შეკითხვაზე პასუხი.მადლობა წინდაწიმ

  2. ვინც QNET-ის მუშაობის პრინციპს იცნობს დამეთანხმება რომ ფინანსური პირამიდა არანაირად არ არის…..

    • პირამიდაა და პარაბოლა მაგას არა აქვს მნიშვნელობა, მთავარი ის არის რომ გაუბედურებულ ხალხს აბოლებენ და ძარცვავენ.

  3. მაგარს აბოლებენ ხალხს ეს QNET-ი და მისთანები და თვითონ კაი ფულს შოულობენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here