Home სხვადასხვა დაიჯესტი Rusvesna.ru: მომღერალმა ვაკარჩუკმა უკრაინულ რეიტინგში პოროშენკოსა და სააკაშვილს გაუსწრო

Rusvesna.ru: მომღერალმა ვაკარჩუკმა უკრაინულ რეიტინგში პოროშენკოსა და სააკაშვილს გაუსწრო

1122
ვაკარჩუკი

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ  უკრაინის ლიდერთა ყოველწლიურ რეიტინგშიელზას ოკეანისსოლისტმა სვიატოსლავ ვაკარჩუკმა პირველი ადგილი დაიკავა, გაასწრო ქვეყნის პრეზიდენტ პოროშენკოს, საქართველოდან გაქცეულ მიხო სააკაშვილსა და ცნობილ ვიდეობლოგერ ანატოლი შარიის.

უკრაინის მასმედიის ერთ-ერთი ორგანო აღნიშნავს, რომ სოცქსელების უკრაინელ აუდიტორიას ახასიათებს ერთი თავისებურება, რომელიც მნიშვნელოვნად განასხვავებს მას  “ფეისბუქისა” და “ტვიტერის” სხვა ქვეყნების მომხმარებლებისგან.

აქ წამყვან როლს თამაშობენ არა პოპვარსკვლავები და შოუმენები, არამედ პოლიტიკურად და სოციალურად აქტიური მოქალაქეები. “აქ ერთმა “პოსტმა” შეიძლება რევოლუცია დაიწყოს, წარმატებულმა ბლოგერობამ შეიძლება გზა გაუხსნას დიდი პოლიტიკისკენ, ხოლო აღშფოთებული მომხმარებლების “ფლეშმობმა” ქვეყნის მნიშვნელოვან რეფორმებს ლობირება გაუწიოს”, _ ნათქვამია სტატიაში.

სოცქსელებში დასახელებული უკრაინის ლიდერების ტოპათეული:

  1. სვიატოსლავ ვაკარჩუკი _ მუსიკოსი (2,134 მლნ);
  2. პეტრე პოროშენკო _ უკრაინის პრეზიდენტი (1,933 მლნ);
  3. მიხეილ სააკაშვილი _ ოპოზიციონერი (1,213 მლნ);
  4. მუსტაფა ნაიემი _ სახალხო დეპუტატი, ჟურნალისტი (1,133 მლნ);
  5. არსენ ავაქოვი _ უკრაინის შს მინისტრი (1,061 მლნ);
  6. არსენი იაცენიუკი _ ექსპრემიერი, პარტია “სახალხო ფრონტის” ლიდერი (1,014 მლნ);
  7. ევგენი კომაროვსკი _ პედიატრი (896 ათასი);
  8. დიმიტრი ტიმჩუკი _ სახალხო დეპუტატი “სახალხო ფრონტიდან” (707 ათასი);
  9. ვიტალი კლიჩკო _ კიევის მერი (603 ათასი);
  10. ოლეგ ლიაშკო _ რადიკალური პარტიის ლიდერი (567 ათასი).

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here