რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეციალურ ქვედანაყოფ “ოტვაჟნიე”-ს (“მამაცები”) მებრძოლებმა სპეცოპერაციის ზონაში ხელში ჩაიგდეს ამერიკული ჰაუბიცების _ M777-ისთვის განკუთვნილი ჭურვები, რომლებსაც ახლა თვითონ უკარაინელების წინააღმდეგ იყენებენ, _ წერს riafan.ru
უფრო ადრე “ოტვაჟნიეს” მებრძოლებმა ხელთ იგდეს ტანკსაწინააღმდეგო მართული რაკეტები _ javelin-ები და NLAW-ები, ყუმბარმტყორცნები და უამრავი საბრძოლო მასალა.
ორიოდე დღის წინათ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დნეპროპეტროვსკის ოლქში კიდევ 2 ამერიკული M777-ის განადგურების შესახებ იუწყებოდა.
ლუკა მაისურაძე