Home ახალი ამბები საქართველო ტელეკომპანია “რუსთავი 2” პროტესტის ნიშნად ორმა თანამშრომელმა დატოვა

ტელეკომპანია “რუსთავი 2” პროტესტის ნიშნად ორმა თანამშრომელმა დატოვა

778

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში მუშაობაზე უარი განაცხადა ლევან როსტომაულმა. ის “ფორმულა კრეატივში” სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებზე” მუშაობდა და სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. 

მანამდე ტელეკომპანია “რუსთავი 2” პროტესტის ნიშნად ოპერატორმა ლევან მარგველაშვილმა დატოვა. მან კამერა დადო და ტელევიზიაში შესასვლელი საშვი დახია. “არ მსურს, მე და ჩემს ოჯახს მაგათ გამო გვაგინებდნენ”, _ თქვა ლევან მარგველაშვილმა. ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში გადაცემა P.S.-ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უშვერი სიტყვებით მიმართა, რასაც მოქალაქეების ნაწილის გაღიზიანება და აქცია მოჰყვა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here