Home ახალი ამბები მსოფლიო რუსმა სამხედროებმა უკრაინაში ყველა დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს

რუსმა სამხედროებმა უკრაინაში ყველა დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს

87

უკრაინისთვის დამრტყმელი დრონების (მათ შორის თურქული Bayraktar TB2ის) აქტიურად მიწოდების მიუხედავად, ცნობილი შეიქნა, რომ უკრაინელი სამხედროების ყველა უპილოტო საფრენი აპარატი მწყობრიდან არის გამოსული ან განადგურებულია. ეს ცნობა გაავრცელეს რუსმა სამხედროებმა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აღარ შეუძლიათ, დრონის გამოყენებით დაიწყონ შეტევები, _ იუწყება avia.pro.

რუსი სამხედროების თქმით, უკრაინის მხარეს, დიდი ხანია, დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატები აღარ გამოუყენებია. მზვერავ დრონებს კი სწრაფად ანადგურებენ. “ამ ეტაპზე მოწინააღმდეგე იყენებს მცირე ზომის სადაზვერვო დრონებს _ “ლელეკასა” და “ფურიას”, რომლებსაც სწრაფად ვანადგურებთ, დამრტყმელი დრონები კი მათ აღარ დარჩათ”, _ განაცხადა რუსმა სამხედრომ.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here