Home ახალი ამბები მსოფლიო რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება უკრაინაში ქართველი მებრძოლების ლიკვიდაციის შესახებ

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება უკრაინაში ქართველი მებრძოლების ლიკვიდაციის შესახებ

184

საინფორმაციო სააგენტორია ნოვოსტისცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა იმ ქართველი მებრძოლების ლიკვიდაციის შესახებ, რომლებმაც რუსი ჯარისკაცები აწამეს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რუსი სამხედროების მიერ ლისიჩანსკთან ლიკვიდირებულია ორი დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფი, რომლებიც 14 უცხოელისგან შედგებოდა.

პირველი ჯგუფი ინტერნაციონალური იყო და ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოს მოქალაქეებისგან შედგებოდა, მეორეში კი მხოლოდ ქართველი მებრძოლები იყვნენ, რომლებიც მონაწილეობდნენ კიევთან რუსი სამხედროების მკვლელობებში.

“რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აქვს ინფორმაცია თითოეულ უცხოელ ბოევიკზე, რომლებიც მონაწილეობდნენ რუსი სამხედროების მკვლელობაში. ჩვენ ვიპოვეთ ისინი და დავსჯაეთ”, _ განაცხადეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

აპრილის შუა რიცხვებში უკრაინის რადას დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ ჩაწერა საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრ გიორგი ბარამიძის მიმართვა, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინაში საქართველოდან 400-მდე მებრძოლი ჩავიდა.

დავით გელაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here