Home ახალი ამბები მსოფლიო რუსეთის სამხედრო-კოსმოსურმა ძალებმა ნიკოლაევთან 120 დაქირავებული  მებრძოლი გაანადგურეს

რუსეთის სამხედრო-კოსმოსურმა ძალებმა ნიკოლაევთან 120 დაქირავებული  მებრძოლი გაანადგურეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქალაქ ნიკოლაევში დაქირავებულთა დისლოკაციის ადგილს მაღალი სიზუსტის იარაღით დაარტყეს.

“უცხოელი დაქირავებულების ბაზაზე მაღალი სიზუსტის იარაღის დარტყმით ლიკვიდირებულია 120 დაქირავებული”, – განაცხადეს უწყების წარმომადგენლებმა. ამასთანავე, მაღალი სიზუსტის იარაღით დაიბომბა უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის 127-ე ბრიგადის დისლოკაციის ადგილი ხარკოვის აღმოსავლეთში და უკრაინის პრეზიდენტის პირველი ბრიგადის მეხუთე მოიერიშე პოლკის ქვედანაყოფების პოზიციები.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here