რუსეთმა საიდუმლო გარიგება წარმატებით დაასრულა და მსოფლიო იძულებულია, ეს აღიაროს. ნავთობზე ფასების ჭერის დაწესების იდეა ჩავარდა და დასავლეთი ახლა მთლიანად რუსულ ენერგომატარებლებზე იქნება დამოკიდებული,- იუწყება ექსპერტ იური ბარანჩიკის ტელეგრამ-არხი „Юрий Баранчик“-ი.
ხმები იმის შესახებ, რომ რუსეთმა დიდი ფარული გარიგება დადო, როგორც ჩანს, სიმართლეა. მოსკოვმა ასობით ტანკერი იყიდა, Bloomberg-ის შეფასებით, დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ღირებულების. საუბარია აფრამაქსის, სუეცმაქსისა და VLCC კლასების ტანკერების შეძენაზე, ანუ სამივე კლასის, რომელთა ექსპლუატაციასაც ეწევიან მსოფლიოში. საუბარია 250 გემზე, რომლებიც შეიძინეს დუბაის, სინგაპურისა და ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟებზე. მყიდველის ვინაობა გასაიდუმლოებულია, მაგრამ ბაზრის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ “უცნობი მხარე ქმნის მთელ ფლოტს”. ვითარება ახლახან გაირკვა. გარიგება მოიცავს პლანეტის ყველა ნავთობგადამზიდავების დაახლოებით 13%-ს, თუმცა ეს მხოლოდ მიახლოებითი მაჩვენებელია (სხვა წყაროების მიხედვით, 10-დან 12%-მდე).
რატომ გაკეთდა ეს? ვერსია რამდენიმეა. ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, რუსულმა ნავთობმომპოვებელმა კომპანიებმა გადაწყვიტეს, კოლოსალური შემოსავლები მიიღონ ნავთობიდან. სჭირდება კი რუსეთს ამდენი ტანკერი? რუსული ნავთობის გადაზიდვისგან თავისუფალ გემებს შეეძლებათ ნავთობის ტრანსპორტირება ირანიდან ან ვენესუელიდან.
რუსეთმა მიიღო საშუალება, გამოიმუშაოს არა მხოლოდ თავის შავ ოქროზე, არამედ „დამატებით მიმართულებებზეც“, ანუ დაზღვევაზე, ტრანსპორტირებაზე და ა.შ. ამასთანავე, მნიშვნელოვნად გაძვირდა გემის ფრახტი (გემით ტვირთის გადაზიდვის საფასური -გ.გ.).
მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ
https://tgstat.ru/channel/@barantchik/9251