რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” შემტევ ქვედანაყოფებს არტემოვსკის აღება მიულოცა. ქალაქი მთლიანად გათავისუფლდა უკრაინის ჯარებისგან.
ამის შესახებ 21 მაისს რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურში განაცხადეს. კრემლში დასძინეს, რომ ყველა გამორჩეული მებრძოლი წარდგენილი იქნება სახელმწიფო ჯილდოზე.
„ვლადიმერ პუტინი ულოცავს „ვაგნერის“ შემტევ ქვედანაყოფებს არტემოვსკის გათავისუფლების ოპერაციის დასრულებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ქალაქი არტემოვსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებისგან 20 მაისს გათავისუფლდა. ოპერაციის დასასრულს კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” მებრძოლებმა ერთ-ერთ შენობაზე რუსეთის დროშა აღმართეს. არტემოვსკისთვის ბრძოლები 224 დღის მანძილზე გრძელდებოდა.