Home სხვადასხვა დაიჯესტი რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ განაცხადა, რომ წყვეტს ურთიერთობას ელადის ეკლესიის მეთაურთან

რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ განაცხადა, რომ წყვეტს ურთიერთობას ელადის ეკლესიის მეთაურთან

1313

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია წყვეტს ევქარისტულ ურთიერთობას ელადის ეკლესიის მეთაურთან, ათენის არქიეპისკოპოს იერონიმესთან, _ განაცხადა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, მიტოპოლიტმა ილარიონმა. 

მიტროპოლიტმა ისიც აღნიშნა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მზად არის, შეინარჩუნოს ურთიერთობა იმ სასულიერო პირებთან, რომლებიც არ აღიარებენ უკრაინის ახალ ეკლესიას.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ 3 ნოემბერს მაცხოვრის ტაძარში ჩატარებული ლიტურგიისას მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლთა შორის პირველად არ მოიხსენია ათენისა და სრულიად საბერძნეთის არქიეპისკოპოსი იერონიმე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here