Home ახალი ამბები მსოფლიო რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი _ დავის საბაბი ევროპაში

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი _ დავის საბაბი ევროპაში

მარადიული კიევი დისკუსიებისთვის

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგბნევ რაუ ( ცენტრში) ხშირად იმეორებდა, რომ პოლონეთს ეუთოს ხელმძღვანელობა ორგანიზაციის ისტორიაში ყველაზე ცუდ პერიოდში მოუწია.

2 დეკემბერს უკრაინა რამდენიმე საერთაშორისო მოვლენის ცენტრში აღმოჩნდა. ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დასკვნითი დღე პოლონეთის ქალაქ ლოძში,  “ხმელთაშუა ზღვის დიალოგისფორუმის პირველი სესია რომში, აგრეთვე, სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის _ ყველა შემთხვევაში უკრაინის თემა განიხილებოდა, თანაც სხვადასხვა რაკურსით. ლოძში აქცენტი უფრო ეუთოს მომავალზე გაკეთდა, ვიდრე კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზის ძიებაზე; რომში _ კონფლიქტის შედეგებზე ხმელთაშუა ზღვის რეგიონისთვის. ყველამ, ასე თუ ისე, გამოთქვაუკეთესი მომავლისრწმენა, თუმცა, ამ სიტყვათაწყობის განმარტება მრავალნაირია და ამიტომ ძნელი წარმოსადგენია, როგორ დადგებაუკეთესი მომავალიდა როგორი იქნება ის.

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს (ეუთოს მინისტრთა საბჭო) ორდღიანი დისკუსია რაიმე დოკუმენტის მიუღებლად დასრულდა. 57 ქვეყნის დიპლომატთა ყრილობა გაიმართა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ფონზე, რომელიც ფორმალურად მთავარი განსახილველი თემა იყო. სხვა საქმეა, რომ ღონისძიების ბოლო დღეს, რომელიც ასევე აღინიშნა ეუთოში პოლონეთის თავმჯდომარეობის დასრულებით, უფრო ხშირად საუბრობდნენ არა უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების გზებზე, არამედ ორგანიზაციის როლსა და ადგილზე ახალ პირობებში. პოლონეთის ხელისუფლებამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ლოძში არ შეუშვა და, შესაბამისად, მომხსენებელთა გამოსვლებში ბევრი რამ იყო საერთო, რომლებიც არ იყო განზავებული რაღაც პრინციპულად განსხვავებულით. ეუთოს თავმჯდომარე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ ხშირად იმეორებდა, რომ პოლონეთს ეუთოს ხელმძღვანელობა “ორგანიზაციის ისტორიაში ყველაზე რთულ პერიოდში” მოუწია. რაუმ გაიხსენა, რომ ეუთო დაარსდამონაწილე ქვეყნებს შორის მშვიდობისა და თანამშრომლობის განსამტკიცებლად, მშვიდობა კი გულისხმობს უთანხმოების მოსაგვარებლად სამხედრო ძალის გამოყენებაზე უარის თქმას _ ეს არის ორგანიზაციის საბაზისო იდეა”. რაუს თქმით, ეს პრინციპი უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ დაირღვა, ამან გააჩინა კითხვა _ როგორი იქნება ორგანიზაციის მომავალი? ერთი მხრივ, ეუთოს ახლა ნამდვილად არ შეუძლია, რაიმე წვლილი შეიტანოს კონფლიქტის მოგვარებაში _ ყველა გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით და მოსკოვს, როგორც მოგეხსენებათ, ორგანიზაციის წევრი ქვეყნების უმრავლესობისგან განსხვავებული თვალსაზრისი აქვს ამ საკითხზე; მეორე მხრივ, ამჟამად ეს პლატფორმა, რბილად რომ ვთქვათ, სრულად არ მუშაობს, როგორც დიალოგის მოედანი _ როგორც  უნდა იყოს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ღონისძიებაში მონაწილეობის უფლება არ მისცეს. თუმცა, რაუ დარწმუნებულია, რომ „უკეთესი მომავალი აუცილებლად მოვა“, ხოლო ეუთომ უნდა განაგრძოს არსებობა და განვითარება. აღსანიშნავია, რომ მოსკოვსაც სჯერა ორგანიზაციის. რუსეთის მუდმივ წარმომადგენელ ალექსანდრე ლუკაშევიჩის თქმით, „ეუთოს აქვს მომავალი“, რადგან „ამ ორგანიზაციაზე, როგორც თანასწორუფლებიანი და ურთიერთპატივისცემის დიალოგისა და თანამშრომლობის მოედანზე, კვლავ არის მოთხოვნა“. დიპლომატის განაცხადებით, რუსეთი მზად იქნება, აღადგინოს ეუთოსთან თანამშრომლობა, “როგორც კი რუსოფობიური ისტერიკა ჩაცხრება, მაგრამ ეს მოხდებაახალ საწყისებზე, ვინაიდან წინა მიდგომებმა საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა”. ზბიგნევ რაუ დარწმუნებულია, რომ ეუთო აუცილებლად დაიწყებს  სრულფასოვნ მუშაობას, როდესაც უკრაინაში კონფლიქტი “უკრაინელთა ნების შესაბამისად” დასრულდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველას სჯერა ორგანიზაციის მომავლის, მაგრამ აწმყოდან მისკენ მიმავალ გზას დაპირისპირებული მხარეები სხვადასხვანაირად ხედავენ, რაც, რა თქმა უნდა, ამ მომავლის მიმართ იმედს არ აძლიერებს. თუმცა ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა (ეს ქვეყანა იქნება ეუთოს შემდეგი თავმჯდომარე) ბუიარ ოსმანიმ აღნიშნა, რომ შეეცდება, ძალისხმევა არ დაიშუროს „ეუთოს შესაძლებლობების გაფართოებისა და მისი პოტენციალის შენარჩუნების გზების მოსაძებნად”. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორგანიზაციიდან რუსეთის გაძევებაზე საუბარი არ არის (ამას უკრაინა ადრე მოითხოვდა), მაგრამ მთლად ცხადი არ იყო _ “საუბარი არ არის” იმიტომ, რომ  არასწორი იქნებოდა ეუთოს მომავლისთვის, თუ იმიტომ, რომ ეს შეუძლებელია. ასეა თუ ისე, ოსმანიმ გაიხსენა, რომ არ არსებობს ეუთოდან წევრი სახელმწიფოს გარიცხვის სამართლებრივი საფუძველი და „კონსენსუსის წესის შესაცვლელად საჭიროა კონსენსუსი“. ასე რომ, დისკუსიის ორი დღის განმავლობაში  ეუთოს ქვეყნების წარმომადგენლებმა, რომლებიც სხვადასხვა ასპექტში ეხებოდნენ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს, ვერ მონახეს რაიმე გამოსავალი. იყო მხოლოდ ცნობილი მოთხოვნები, რომლებზეც მოსკოვი აშკარად არ აპირებს ყურადღების გამახვილებას.

კონფლიქტის მოგვარების გზების პოვნის მცდელობა არც რომში ყოფილა, სადაც “ხმელთაშუა ზღვის დიალოგის” ფორუმი გაიხსნა. ეუთოს მინისტერიალთან მას აერთიანებდა ის ფაქტი, რომ იტალიის დედაქალაქში, ისევე, როგორც პოლონეთის ლოძში, მიწვეული არ იყო სერგეი ლავროვი. მანმადე კი მსგავსი ღონისძიებებში რეგულარულად მონაწილობდა. უკრაინის საკითხის იგნორირება შეუძლებელი იყო. პირველ სესიას ასეც უწოდეს _ „უკრაინის შემდეგ: ცვალებადი გლობალური წესრიგი“. საუბარი იყო არა თვითონ კონფლიქტზე, არამედ მის შედეგებსა და გავლენაზე ხმელთაშუა ზღვის რეგიონზე. ამასთანავე, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ აღიარა, რომ „ომი მხოლოდ ნგრევას იწვევს“, მაგრამ მასში დადებითი მომენტების პოვნაც მოახერხა. მისი თქმით, კონფლიქტმა უბიძგა იტალიას, დამოუკიდებლობა მოეპოვებინა რუსული ენერგორესურსებისგან, კერძოდ, ალჟირთან შეთანხმების წყალობით. გარდა ამისა,  მან დასძინა, რომ “გამოწვევები აერთიანებს”. ტაიანის არ უმსჯელია იმაზე, როგორ შეიძლება დასრულდეს საომარი მოქმედებები უკრაინაში, მაგრამ თქვა, რომ „საბოლოოდ საჭიროა სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა“.

„მე მჯერა, რომ ბევრი ქვეყანა მუშაობს მშვიდობაზე“, _ განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა და მაგალითად აშშ და საფრანგეთი მოიყვანა. წინა დღეს ვაშინგტონში ამ ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა _ ჯო ბაიდენმა და ემანუელ მაკრონმა _ პრესკონფერენცია გამართეს. თეთრი სახლის ხელმძღვანელმა გამოთქვა მზადყოფნა, ესაუბროს რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს, თუ რუსეთის ფედერაცია გაიყვანს ჯარებს უკრაინიდან. მეხუთე რესპუბლიკის ლიდერმა კი აღნიშნა, რომ ვითარების მოსაგვარებლად საჭიროა დიალოგის გაგრძელება წინაპირობების გარეშე. ამასთანავე, თუ ბოლო დღეებში თითქმის ყველამ, ირიბად ან პირდაპირ, მოუწოდა რუსეთს, შეცვალოს თავისი ქცევის ხაზი _ ეუთოს გადასარჩენად, აფრიკის ქვეყნების ტანჯვის შესამსუბუქებლად თუ უკრაინაში კონფლიქტის დასასრულებლად, 2 დეკემბერს უკვე მოსკოვი ურჩევდა დასავლეთს, შეეცვალა თავისი კურსი. ვლადიმირ პუტინსა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის სატელეფონო საუბარში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა “დასავლეთის სახელმწიფოების, მათ შორის გერმანიის, დესტრუქციულ ხაზზე, ქვეყნების, რომლებიც კიევის რეჟიმს იარაღით ამარაგებენ და უკრაინელ სამხედროებს წვრთნიან”. პუტინის თქმით, პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა განაპირობებს იმას, რომკიევი უარყოფს მოლაპარაკების ნებისმიერ იდეას”. „რუსეთის პრეზიდენტმა მოუწოდა გერმანულ მხარეს, გადახედოს მიდგომებს უკრაინის მოვლენების კონტექსტში“. რუსეთი და პოლონეთი კამათობენ, მათგან რომელმა უფრო ძლიერად დაარტყა ეუთოს. ოლაფ შოლცი, როგორც ჩანს, არ აპირებს მიდგომების შეცვლას, თუმცა, როგორც გერმანიის მინისტრთა კაბინეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ჰებესტრაიტმა განაცხადა, კანცლერმა საუბრისას დაჟინებით მოითხოვა, რომ „კონფლიქტი რაც შეიძლება მალე უნდა გადაწყდეს დიპლომატიური გზით, რომელიც ითვალისწინებს რუსული ჯარების გაყვანას“ უკრაინის ტერიტორიიდან. მან ასევე ხაზი გაუსვა ბერლინის გადაწყვეტილებას, „მხარი დაუჭიროს უკრაინას თავდაცვითი შესაძლებლობების უზრუნველყოფაში“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველაფერი ძველებურად დარჩა. ერთადერთი, რაც დადებითად შეიძლება ჩაითვალოს, არის მხარეთა შეთანხმება „მომავალშიც შეინარჩუნონ კონტაქტი“. უახლოეს მომავალში მოსკოვში დარეკვას აპირებდა ემანუელ მაკრონიც _ ის ხომ, კავშირების შენარჩუნების თანამიმდევრული მხარდამჭერია.

 გიორგი გაჩეჩილაძე

https://www.kommersant.ru/doc/5705392

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here