Home ახალი ამბები მსოფლიო რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის ინფრასტრუქტურას განსაკუთრებული ალგორითმით ურტყამენ

რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის ინფრასტრუქტურას განსაკუთრებული ალგორითმით ურტყამენ

86

უკრაინის სადისპეტჩერო ცენტრებზე დარტყმებმა ქვეყნის ცენტრსა და ჩრდილოეთში ელექტროენერგიის მარაოსებრი გათიშვა გამოიწვია. სამხედრო ექსპერტ ალექსეი ლეონკოვის თქმით, უკრაინის ინფრასტრუქტურის დაბომბვა, რომელიც კვირაზე მეტია, გრძელდება, მიმდინარეობს განსაზღვრული ალგორითმით. ეს ალგორითმი საშუალებას იძლევა, დაინგრეს ენერგოსისტემა, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები საომარი მოქმედებების საწარმოებლად იყენებენ.

დარტყმები ხორციელდება “ფრხთილად”, რათა არ დაზიანდეს ატომური ელოექტროსადგურები და კატასტროფა არ გამოიწვიოს.

“უკრაინის ენერგოსისტემაში ატომური ელექტროსადგურები დამოკიდებულია ენერგოსისტემის სხვა მონაწილეების მუშაობაზე, უწინარესად, თბოელექტროსადგურებზე, რომლებიც ანაწილებენ ელექტროენერგიის ნაკადებს. ამიტომ იყენებენ ასეთ მეთოდს, რათა არ მოხდეს დიდი მასშტაბის კატასტროფა. ყველაფერი ცოდნით კეთდება,. _ აღნიშნა ალექსეი ლეონკოვმა.

მისი თქმით, უკრაინა უსასრულოდ ვერ შეძლებს დაზიანებული ობიექტების აღდგენას, რადგან სარემონტო საშუალებები, რომლებიც სსრკ-ის პერიოდში მზადდებოდა, ქვეყანაში შეზღუდული რაოდენობითაა. მათი შეცვლა ნატოს ქვეყნებიდან კი ძალიან რთულია, თითქმის შეუძლებელი.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here