Home ახალი ამბები მსოფლიო RU.DELFI: ლიტვის პრეზიდენტმა იცრუა

RU.DELFI: ლიტვის პრეზიდენტმა იცრუა

დალია გრიბაუსკაიტე, ვლადიმერ პუტინი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლიტვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნება მოითხოვა. ასეთი იყო ამ უწყების რეაქცია ქალბატონ პრეზიდენტის განცხადებაზე, რომ რუსეთის პრეზიდენტმა მას მოთხოვნათა სია წარუდგინა.

“ჩვენ უკვე განვაცხადეთ, _ ნათქვამია სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში, _ რომ აღნიშნული სინამდვილეს არ შეესაბამება. უფრო მეტიც, ვილნიუსს უმალვე შევთავაზეთ, გამოექვეყნებინა იმ საუბრის ჩანაწერი, რომელიც უარყოფდა ლიტვის ინსინუაციებს, მაგრამ მას რეაქცია არ მოჰყოლია, თუმცა ეს გასაგებიც იყო”. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მსგავს პროვოკაციებს საერთო არაფერი აქვს რეალურ ფაქტებთან და სახელს უტეხს ლიტვის ხელმძღვანელობას. ლიტვის მეთაურმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების კომენტირებას თავი აარიდა.

ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ Delfi-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში დაადასტურა, რომ მისი ქვეყანა მზად არის, თანასწორი ურთიერთობა შეინარჩუნოს მეზობელ სახელმწიფოებთან, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან პირველივე შეხვედრის შემდეგ მას წარედგინა მოთხოვნების ჩამონათვალი, რომლებიც ლიტვამ უნდა შეასრულოს.

“პირველივე შეხვედრისას ბატონ პუტინისგან მივიღე მოთხოვნათა სია, რომლებიც ლიტვამ უნდა შეასრულოს: არ უნდა ააშენოს ატომური ელსადგური, ითანამშრომლოს მათთან და ა.შ. ეს მეგობრობისა და თანამშრომლობის შემოთავაზება კი არ იყო, არამედ მოთხოვნა _ ან შენ დაიჩოქებ და შეასრულებ, ან მტრად იქნები ჩათვლილი. მე ასეთ შეთავაზებას ვერ მივიღებდი”, _ თქვა გრიბაუსკაიტემ.

“სანამ რუსეთი თავის მეზობლებს და პატარა ქვეყნებს ასე უყურებს, ამ ქვეყანასთან კარგსა და სამართლიან, მეგობრულ ურთიერთობას ვერ დავამყარებთ. სანამ რუსეთი, განსაკუთრებით, დღევანდელი რუსეთი, ვერ გაიგებს, რომ ყველა ქვეყანა, რაგინდ პატარა ან დიდი იყოს, უწინარეს ყოვლისა, დამოუკიდებელი სახელმწიფოა და რომ ყველასთან პატივისცემით უნდა ითანამშრომლოს, მასთან ურთიერთობა რთული იქნება. განსაკუთრებით, თუ იგი კვლავ არის საბრძოლო განწყობაზე, მზადაა ტერიტორიების ხელში ჩასაგდებად, იმოქმედოს აგრესიულად, ჩაერიოს სხვა ქვეყნების პოლიტიკურ სიტუაციაში ან არჩევნებში, ეს ქვეყანა უეჭველად აგრესორად იქნება აღიარებული”, _ დასძინა ქალბატონმა დალიამ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here