Home ახალი ამბები მსოფლიო როგორ შეასწავლიან ისტორიას რუსეთის სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში

როგორ შეასწავლიან ისტორიას რუსეთის სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში

153

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო ისტორიის ინსტიტუტის სამეცნიერო ხელმძღვანელი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ალექსანდრე ჩუბარიანი, რომელიც მოდერატორი იყო რუსეთის პრეზიდენტის ბოლო შეხვედრისა ისტორიკოსებთან, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ისტორიის სწავლებაზეროსიისკაია გაზეტასესაუბრა.

  _ ისტორია უწყვეტიაისტორიის შესახებ ცოდნა უნდა იყოს ობიექტურიცუდია მისი მორგება ნიმუშზეალექსანდრე ოგანოვიჩ, თქვენი აზრით, რა უნდა მოესმინა მნიშვნელოვანი პრეზიდენტთან შეხვედრაზე თითოეულ ისტორიკოსს, მეცნიერსა თუ მასწავლებელს?

ალექსანდრე ჩუბარიანი:  _ ის, რომ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი საგანი პროფესიონალურად ისწავლებოდეს; რომ ისტორიკოსების პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე იზრდება; რომ ისტორიული კვლევები დღეს განსაკუთრებით აქტუალურია. მათ ხელი უნდა შეუწყონ არა მხოლოდ მეცნიერებასა და განათლებას, არამედ დაეხმარონ ქვეყანას და თუნდაც მსოფლიოს ამ მძიმე პერიოდის გავლაში.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: პრეზიდენტმა ჩვენი ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ, ფუნდამენტური სამეცნიერო ნაშრომების გარდა (ლაპარაკი იყო „რუსეთის ისტორიიის“ 20-ტომეულზე, რომელიც ახლა მზადდება რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის რუსეთის ისტორიის ინსტიტუტში), მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ისტორიის ცოდნის პოპულარიზაციაზე. მისი აზრით, ახალგაზრდებს შორის ცოტა თუ შეძლებს რთული 20-ტომიანი ნაშრომის დამოუკიდებლად ათვისებას. ისტორია უნდა იყოს ჩართული იმ ადამიანების განათლებაშიც, რომლებიც ამ საგნით პროფესიულად არ არიან დაკავებულნი, მაგრამ დაინტერესებული არიან საკუთარი ქვეყნის წარსულით.

_ ახლა ბევრს საუბრობენ  სამშობლოს ისტორიის მცირე კურსის სრულყოფაზე, მხარეთმცოდნეობის სრულფასოვან კურსზე. რას ფიქრობთ ისტორიული და კულტურული სტანდარტის სპეციალურ დანართზე ჯერ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკისთვის, შემდეგ _ რუსეთის სხვა რეგიონებისთვის?

ალექსანდრე ჩუბარიანი: _ ეს საჭირო, მაგრამ არც ისე მარტივი საკითხია. ჩვენ არ გვაქვს ტიპური მიდგომა ასეთი სახელმძღვანელოების შექმნისადმი. ზოგიერთ რეგიონში ეს არის მხარეთმცოდნეობის ორი ტომი, ზოგიერთში კი _ ათგვერდიანი ბროშურა. მიმაჩნია, რომ საჭიროა, შეიქმნას საერთო ჩარჩო, რომლის საფუძველში ჩაიდება კონკრეტული ტერიტორიის ეთნოკულტურული განვითარების პროცესები, ხოლო უფრო ზოგადი პოლიტიკური შეფასებები იმის შესახებ, რაც ხდება, უნდა დარჩეს ფედერალურ სახელმძღვანელოს. სამწუხაროდ, არის მაგალითები, როდესაც რეგიონულ დამხმარე სახელმძღვანელოში ისტორიული შეფასებები განსხვავდება და ეწინააღმდეგება კიდეც სახელმძღვანელოს. მიმაჩნია, რომ აუცილებელია რეგიონული დამხმარე სახელმძღვანელოების ექსპერტიზის გაძლიერება. ახლა ის, პრაქტიკულად, არ არსებობს _ ყველაფერი რეგიონებსაა მინდობილიო. რატომ არ უნდა ჩავრთოთ ამაში ფედერალური ექსპერტები?

_ მსოფლიოში ტვინს იჭყლეტენ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ისტორიის თანამედროვე სახელმძღვანელო შინაარსითაც და ფორმითაც. კარგად გაფორმებული სახელმძღვანელოებიც კი დიდი ფოტოებითა და ადვილად აღსაქმელი ტექსტით უკვე გუშინდელი დღეა. არსებობს რეცეპტი, როგორ დავაინტერესოთ სკოლის მოსწავლეები თავიანთი ქვეყნის ისტორიით?

ალექსანდრე ჩუბარიანი: _ უნდა ვაღიაროთ, რომ სახელმძღვანელოს როლი, ვთქვათ, ოცდაათი წლისწინანდელთან შედარებით, საგრძნობლად შემცირდა. რუსი სტუდენტებისა და მასწავლებლების განკარგულებაში აღმოჩნდა ინფორმაციის სხვა უამრავი წყარო; უწინარესად, ინტერნეტი, რომელსაც სტუდენტებიც იყენებენ და მასწავლებლებიც, მაგრამ ჩვეულებრივი კლასიკური სახელმძღვანელოს გარეშე წინ ვერ წავალთ. ჩვენს მოწოდებას, განეხილათ სასკოლო სახელმძღვანელოები სანქტ-პეტერბურგში, ძირითადად, ევრაზიული სივრცე გამოეხმაურა. ვინაიდან ევროპასთან კონტაქტები, ჩვენი პარტნიორების პოზიციიდან გამომდინარე, გართულებულია. კონფერენციას ესწრებოდნენ დსთ-ის, აგრეთვე, ჩინეთის, ინდოეთის, ირანის, ეგვიპტის, თურქეთის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, კამერუნის, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის წარმომადგენლები. გაიმართა ძალიან საინტერესო დისკუსია საკითხზე, როგორი უნდა იყოს სახელმძღვანელო, რომელი პრინციპები უნდა ჩაიდოს მის საფუძველში და დაიტევს თუ არა თანამედროვე სახელმძღვანელო მთელ ისტორიულ პროცესს. ბევრი ახალი რამ შევიტყვე, მაგალითად, ისტორიის სახელმძღვანელოებზე აფრიკაში, ჩინეთში, ირანში, ინდოეთში…

 _ რით განსხვავდება ისინი რუსულისგან? ახერხებენ, რომ ისტორიის გაკვეთილები არ იყოს მოსაწყენი?

ალექსანდრე ჩუბარიანი: _ აფრიკელი ავტორებისთვის ამოცანაა, მოუთხრონ, როგორ აღიქმება აფრიკის ისტორია მსოფლიოში, და კორექტულად წარმოადგინონ კოლონიალიზმისა და მისი დაძლევის თემა. ეს მათთვის ძალიან მტკივნეული საკითხია. სხვათა შორის, აფრიკელი ისტორიკოსები საკმაოდ კრიტიკულად აფასებენ სხვა ქვეყნების სახელმძღვანელოებს, რადგან მათში აფრიკის კონტინენტი, პრაქტიკულად, არ არის ნახსენები. ინდოეთშიც დიდი ადგილი ეთმობა კოლონიური იმპერიების ისტორიას, ინგლისელთა ბატონობის პერიოდსა და მის შეფასებას. რაც შეეხება ჩინეთს, იქ აქცენტი კეთდება ჩინური ცივილიზაციის სპეციფიკაზე. ჩინელი ავტორები ხშირად ამბობენ, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მთელმა მსოფლიომ შეისწავლოს კონფუცი და მისი გავლენა ფილოსოფიაზე. სახელმძღვანელოების პრობლემების განხილვაში აქტიურად ჩაერთო თურქეთი. მისმა წარმომადგენელმა წამოაყენა წინადადება, რომ შემდეგი შეხვედრა სტამბოლში გაიმართოს.

_ სტამბოლი მართლაც ხდება რუს მეცნიერებთან საერთაშორისო შეხვედრების ცენტრი. მაგალითად, იქ მალე შეიკრიბება რუსისტების ფორუმისახელმძღვანელოების რომელ არაეროვნულ პრობლემებს მიაპყარით განსაკუთრებული ყურადღება?

ალექსანდრე ჩუბარიანი: _ ბევრი სახელმძღვანელოს ავტორს აწუხებს ეროვნული და მსოფლიო ისტორიის კომპონენტების შეფარდების საკითხი. ყველა აღნიშნავდა რუსეთის უნიკალურ დადებით გამოცდილებას.

ბოლოს, მთავარის შესახებ: გადაწყდა, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც რამდენიმე თვეში მოამზადებს ჩვენი ქვეყნების სკოლებისთვის რეკომენდებულ მსოფლიო ისტორიის თემების ჩამონათვალს. მათ შორის, როგორიცაა, მაგალითად, უძველესი მემკვიდრეობის როლი, კოლონიალიზმის ჩამოყალიბება და ევოლუცია (ეს განსაკუთრებით საინტერესო იყო ჩვენი აფრიკელი და აზიელი კოლეგებისთვის) ან იმპერიების ისტორია, მათი შექმნა და განვითარება. მსოფლიო ისტორიის სავალდებულო ჩამონათვალში შევა მოდერნიზაციისა და გლობალიზაციის პრობლემებიც. ასევე განვიხილეთ ყველა ქვეყნისთვის ისეთი მნიშვნელოვანი თემა, როგორიც არის რევოლუციების ისტორია. ჩამონათვალში აუცილებელად უნდა იყოს მე-20 საუკუნის ისტორიის ორი სიუჟეტი _ პირველი და მეორე მსოფლიო ომები. სხვათა შორის, არის წინადადება უცხოელი კოლეგებისგან, რომ შეიქმნას კოლექტიური ნაშრომი კოლონიალიზმსა და აფრიკის როლზე მსოფლიო ცივილიზაციაში. ამ იდეას რუსეთ-აფრიკის სამიტზე გამოაცხადებენ.  საერთაშორისო ჯგუფს, მხარეთა შეთანხმებით, შეუძლია, არა მხოლოდ დაამტკიცოს საერთო თემების ჩამონათვალი, არამედ შეიმუშაოს მეთოდოლოგიური რეკომენდაციები, პრაქტიკულად როგორ უნდა შეისწავლონ მსოფლიო ისტორიის შერჩეული პრობლემები.

_ ჩაანაცვლებს თუ არა ეს სამუშაო ჯგუფი სკოლების მასწავლებელთა მსოფლიო კონგრესის შემდეგ შექმნილ სამუშაო ჯგუფს? ეს კონგრესი შარშან  გაიმართა მოსკოვში და ევროპის მრავალი ქვეყნიდან და აშშდან შეკრიბა ისტორიკოსები.

ალექსანდრე ჩუბარიანი: _ არა, შეავსებს მას და იმუშავებს ევრაზიის სივრცეში. იგეგმება ამ საქმეში ლათინური და ცენტრალური ამერიკის ისტორიკოსების ჩართვა, რომლებთანაც არსებობს წინასწარი შეთანხმებები.

_ რუსეთის ისტორიული საზოგადოების ხელმძღვანელმა სერგეი ნარიშკინმა არაისტორიული უნივერსიტეტებისთვის სახელმძღვანელოს შექმნის შესახებ განაცხადა, რომელიც მოგვითხრობს როგორც რუსეთის, ასევე მსოფლიო ისტორიაზე. რას ფიქრობთ ამ იდეაზე?

ალექსანდრე ჩუბარიანი:  _ თუ საუბარია მხოლოდ არაპროფილურ უნივერსიტეტებზე, რატომაც არა? ახლა იქ ისტორიის სწავლება ძალიან დაბალ დონეზეა. მას თითქმის არ სწავლობენ.  ახლახან რუსეთის ფედერაციის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ ისტორია იქნება სავალდებულო საგანი ქვეყნის ყველა უმაღლესი სასწავლებლისთვის. ამისთვის 144 აკადემიური საათია გამოყოფილი. დამეთანხმებით, არაჰუმანიტარულ უნივერსიტეტებში ისტორიისადმი ასეთ განსაკუთრებულ მიდგომას აქვს არსებობის უფლება. თავიდანვე იმ იდეის მომხრე ვიყავი, რომ იქ ასწავლონ კურსი, რომელსაც შეიძლება ეწოდოს „ისტორია“. ბუნებრივია, სტუდენტებს მოუთხრობენ, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ისტორიაზე, ასევე მსოფლიო ისტორიის საკვანძო პრობლემებზე; ანტიკური ხანის, აღორძინებისა და საგანმანათლებლო ეპოქის შესახებ; დიად გეოგრაფიულ აღმოჩენებზე; კოლონიალიზმზე; საერთაშორისო პოლიტიკური სისტემების ევოლუციაზე; მსოფლიო ომებისა და კონფლიქტების შესახებ… სიას განხილვა სჭირდება.

_ რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც საშუალო სკოლაში მსოფლიო ისტორიას იმდენივე დროს უთმობს, რამდენსაც ქვეყნის ისტორიას. ზოგადი კურსის იდეა არ შეეხება ამ გაკვეთილებს?

ალექსანდრე ჩუბარიანი: _ არ დავმალავ, რომ განათლების სამინისტროს ხაზითაც დაიწყო დისკუსიები, გავაკეთოთ თუ არა ასეთი ზოგადი სახელმძღვანელო საშუალო სკოლებისთვისაც. ეს იდეა ჩემში გარკვეულ ეჭვს აჩენს; მე ვიტყოდი, შფოთვასაც კი იწვევს. ამჟამად სკოლაში არის ორი სრულფასოვანი კურსი _ სამამულო და საყოველთაო ისტორის. ვშიშობ, რომ იმას, რითაც დღეს ვამაყობთ, დავკარგავთ. მსოფლიო ისტორია მოცულობით შემცირდება ან, საერთოდ, გაქრება…

ვეთანხმები: დღეს სკოლებში მსოფლიო ისტორიას ძალიან დაწვრილებით ასწავლიან. ამაზე შეიძლება ვიმსჯელოთ და შევამციროთ, მაგრამ თვით კურსი ჩვენი უპირატესობაა. ამ საკითხზე საუბარი იყო მასწავლებელთა მსოფლიო კონგრესზე, სადაც ევროპელმა მასწავლებლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მათმა მოსწავლეებმა სკოლის დამთავრებისას თითქმის არ იცოდნენ, რა ხდებოდა მსოფლიოში. ასეთია მათი პროგრამა. ჩვენ კი გვაქვს სრულფასოვანი, კარგი კურსი.

გიორგი გაჩეჩილაძე

https://rg.ru/2022/11/07/kuda-povernet-istoriia.html

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here