Home ახალი ამბები საქართველო როცა არც ქართული იცი და არც უცხო ენა…

როცა არც ქართული იცი და არც უცხო ენა…

171

დიახ, როცა არც ქართული იცი და არც უცხო ენა, კალამს ხელი არ უნდა ახლო. წარმოიდგინე, რომ კალამს (ხშირ შემთხვევაში კომპიუტერის კლავიატურასდიდი ასოებით ზედ აწერია !.

და რისთვის არის სახიფათო? _ უპირველესად, ისევ და ისევ შენი თავმოყვარეობისთვისშენი უცოდინარობა რომ არ გამომზეურდეს…  მერწმუნეთდუმილი ყველაზე კარგი საშუალებაა ამ დროს.

პრესისა თუ ინტერნეტის საშუალებით ყოველდღიურად უცხოელი მაღალჩინოსნების უამრავ განცხადებას  ვკითხულობთ  და გაოცებაზე მეტი გვემართება, რადგან ისეა გადმოქართულებული მათი ნათქვამივერც ერთი ჭკუათმყოფელი ადამიანი ვერც კი წარმოიდგენს. ნამდვილად არ  იქნება მართებული, ამაში უცხოელ მაღალჩინოსნებს   დავდოთ  ბრალი, უფრო მშობლიური ენისა და იმ კონკრეტული უცხო ენის არასათანადოდ მცოდნე მთარგმნელებს უნდა მოვკითხოთ.

აი რამდენიმე მაგალითი:

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი თავისი ჭკვიანური განცხადებებით უწინაც გვხიბლავდა, მაგრამ ამჯერად მისი სიტყვების გადმომქართულებელმა კეთილი ინებოს და აგვიხსნას გასაგებად, გამართული ქართულით, რას გვარიგებს ეს ქალბატონი; იქნება მართლაც ღირს დამახსოვრება და გათვალისწინება?! აბა, აქედან რა უნდა გაიგოს კაცმა:

მედიის თავისუფლება არის სფერო, რომელსაც აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ჩვენ საქართველოსთან სრული დიპლომატიური ურთიერთობები გვაქვს, რადგან ეს საკითხი არის ცენტრალური ჯანსაღი დემოკრატიისთვის

ჯანსაღი დემოკრატიისთვის ჩვენ მედიის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვნად და ცენტრალურად მიგვაჩნია“.

მოდი მივყვეთ თანმიმდევრობით:

ჯერ ერთი, თავისუფლება სფერო არც ყოფილა, არც არის და არც იქნება, გინდ მედიის იყოს და გინდ კაცის!

ეს საკითხი არის ცენტრალური ჯანსაღი დემოკრატიისთვის… _ აქ უკვე მოგვიწევს თავის მტვრევა: ცენტრალური ჯანსაღი დემოკრატიის საკითხზე გვესაუბრება, რაც სრული აბსურდია, თუ  ჯანსაღი დემოკრატიის მისაღწევად  ეს საკითხია უმთავრესი.

თუ კითხვას გავაგრძელებთ, უფრო დავიკარგებით სიტყვების კორიანტელში: “ჯანსაღი დემოკრატიისთვის ჩვენ მედიის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვნად და ცენტრალურად მიგვაჩნია“.

ალბათ, ინტუიციამ უნდა გვიკარნახოს ჭეშმარიტება. თუმცა ძნელია დარწმუნებით რაიმეს დაჩემება, მაგრამ ჩვენ მაინც გავბედოთ და ეს წინადადება ასე გავრანდოთ: ქვეყანაში ჯანსაღი დემოკრატია რომ იყოს, ამისათვის აუცილებელია და უმნიშვნელოვანესი მედიის თავისუფლება.

რომ მოხდეს სასწაული და დეგნანს ვინმემ ახლა ქართულიდან ინგლისურად გადაუთარგმნოს ეს ბჟუტური, როგორ გგონიათ, დამცინეს ქართველებმაო, იტყვის თუ გუნებაში გაეცინება: განათლების დონე ისეთია, ჩვენ რომ გაგვიხარდებაო?

* პროგრესნიუსის საიტზე ერთ-ერთ სათაურში თვალში გეცემათ სახელი და გვარი _ ანდჟეი დუდა. ამის დამწერის ლოგიკით, ქართულად ჯეკი კი არა, დჟეკი უნდა დავწეროთ; ჯორჯის ნაცვლად _ დჟორჟი; ანჯელინას ნაცვლად _ ანდჟელინა, ჯეინის ნაცვლად _ დჟეინი…

სირცხვილია! მით უფრო, რომ სათაურში დიდი ასოებით წერია:

“პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნის გამოძიებაში უკრაინული მხარის ჩართვა მხოლოდ საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზეა შესაძლებელი – ანდჟეი დუდა.

* საიტი ambebi.ge კი რია ნოვოსტის ერთ-ერთი ინფორმაციის ასეთ თარგმანს სთავაზობს მკითხველს:

შექმნილი ვითარების ყოველი მხრივ შესაფების შემდეგ, შეთავაზებულია თავდაცვის მდინარე დმეპრის მარცხენა სანაპიროზე დაკავება. მესმის, რომ ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება. ამავდროულად ჩვენ, რაც მთავარია, შევინახავთ ჩვენი სამხედროების სიცოცხლეს და, მთლიანობაში, ჩვენი საბრძოლო დაჯგუფების ბრძოლისუნარიანობას, რომლის მარჯვენა სანაპიროზე შეზღუდულ სივრცეში შენახვა უპერსპექტივოა.

ამავდროულად, გათავისუფლდება ძალებისა და რესურსების ნაწილი, რომელიც გამოყენებულ იქნება აქტიური მოქმედებებისთვის, მათ შორის თავდასხმითი ხასიათის, ოპერაციის სხვა მიმართულებებზე, _ თქვა რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელმა სუროვიკინმაო.

საკითხავია, ამ აბდაუბდა ნათარგმანს საიტზე დადებამდე არავინ კითხულობს? და, თუ კითხულობს, დავიჯერო, გაიგო, რა თქვა სუროვიკინმა?!

ამ თარგმანში უამრავი გრამატიკული შეცდომაცაა დაშვებული, მაგრამ, აბა, ეს რა მოსატანია, როცა უხეიროდ ნათარგმნი ციტატიდან ავტორის ნათქვამის გაგებაა შეუძლებელი.

მაგრამ, ასეთ  იშვიათ მარგალიტებს რომ წააწყდები, როგორიცაა “შევინახავთ ჩვენი სამხედროების სიცოცხლეს” და “საბრძოლო დაჯგუფების ბრძოლისუნარიანობას, რომლის მარჯვენა სანაპიროზე შეზღუდულ სივრცეში შენახვა უპერსპექტივოა”-ო, ნამდვილად ვერ ავუვლით გვერდს.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

P.S. წინა წერილში რიგობითი რიცხვითი სახელის მართლწერაზე ვისაუბრეთ. ის, რომ ამის შემდეგ არავინ დაუშვებდა მსგავს შეცდომებს, არც გვიფიქრია, მაგრამ მათ იმ მოკალმეთა ნაწერებში რომ წააწყდები, რომლებიც ნამდვილად უნდა კითხულობდნენ ამ წერილებს, საწყენია.

პოლონეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მიულერმა განაცხადა: პოლონეთი განიხილავს საკითხს ნატოს წესდების 4- მუხლის (ალიანსში კონსულტაციის დაწყება იმ საფრთხის გამო, რომელიც ერთერთ  წევრს ემუქრება) ამოქმედების შესახებ. როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებები იუწყებიანრაკეტა  ჩამოვარდა იქ, სადაც განთავსებულია ხორბლის საშრობი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here