ახალი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვაშინგტონს მიუძღვის ბრალი „ჩრდილოეთ ნაკადის“ გაზსადენებზე მომხდარ აფეთქებებში, გამოიწვევს შედეგებს შეერთებული შტატებისთვის. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
„ვფიქრობ, ამას მოჰყვება საპასუზო შედეგი, უბრალოდ, შეუძლებელია არ მოჰყვეს“, – განაცხადა რიაბკოვმა პრესკონფერენციაზე.
დიპლომატმა აღნიშნა, რომ ახალი ინფორმაცია გაზსადენზე მომხდარი ინციდენტის შესახებ რუსეთის მიერ გაკეთებულ დასკვნებს ადასტურებს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვში ეჭვი არ ეპარებათ, რომ ამ აფეთქებებში ვაშინგტონი მონაწილეობდა.
ამერიკელმა ჟურნალისტმა სეიმურ ჰერშმა განაცხადა, რომ გაზსადენებზე მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა აშშ-ს ეკისრება. მისი თქმით, ოპერაცია რამდენიმე თვის მანძილზე მზადდებოდა.